გთავაზობთ 10 იდეას, რასთან ჩაიცვათ ფერადი შარვლები, რათა მომხიბვლელად და მოდურად გამოვიყურებოდეთ.
მდოგვისფერს უხდება ნარინჯისფერის ნებისმიერი ელფერი, შავი, თეთრი და ნაცრისფერი.
აი, ეს არის ნატიფი ელეგანტურობა!
თუ ყურადღების ცენტრში გიყვართ ყოფნა, შეუხამეთ კაშკაშა ნარინჯისფერი ერთი ფერის ბლუზებსა და შავ მაისურებს.
ვარდისფერი შარვალი იმავე ფერის ჩანთასთან და ცისფერ ჟაკეტთან ჰარმონიულ საგაზაფხულო იმიჯს შექმნის.
წარმოუდგენლად ნაზად გამოიყურება ყვითელი შარვალი ნაზ ვარდისფერ პულოვერთან.
სუპერმოდური იმიჯი!
კარგი მაგალითია, თუ როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა თბილი ფერის გამა.
ცისფერი - სიწმინდის, სინაზისა და ოცნების სიმბოლოა. ქალურობას ხაზი რომ გაუსვათ, საკმარისია პასტელურ-ცისფერი ელფერების შეხამება.
ამ ფოტოს ხილვისას, სურვილი გიჩნდება, აღმოჩნდე სადმე საზაფხულო კაფეში, მიირთვა ნაყინი და შეისუნთქო ზღვის სუფთა ჰაერი.