არაფერია უარესი ქალზე, რომელიც მაღალ ქუსლებზეა შემდგარი და სიარული არ იცის. მაღალი ქუსლები ჭიმავს სილუეტს, ფეხებს მოხდენილობას სძენს, მაგრამ მოუქნელი ნაბიჯებითა და მოხრილი მხრებით, წამში ყველაფერს აფუჭებს. არადა, ხანდახან როგორ გინდა, ტოპ-მოდელს დაემსგავსო!
ქუსლებზე სიარულის მასტერ-კლასი
ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: იარეთ პატარა ნაბიჯებით, ეცადეთ, მუხლები არ მოხაროთ.
დააბიჯეთ ჯერ ქუსლს, შემდე ნელ-ნელა გადაიტანეთ სხეულის წონა ფეხის წვერებზე.
ისწავლეთ გამართული მხრებით სიარული. გაშალეთ მხრები, გასწიეთ უკან და შემდეგ მოეშვით. ნიკაპი იატაკის პარალელურად დაიჭირეთ.
ეცადეთ, სწორი ხაზებით იაროთ. თავიდან ივარჯიშეთ სახლში. წარმოიდგინეთ, რომ ხაზი თქვენ წინაა დახაზული.
მნიშვნელოვან ღონისძიებამდე, ახალი ფეხსაცმელი აუცილებლად გააფართოეთ: ჩაიცვით შალის წინდები, შემდეგ ფეხსაცმელი და იარეთ 15 წუთი.
დაეუფლეთ კიბეებზე სიარულს. დააბიჯეთ მთლიანი ფეხის ქუსლით, როდესაც დაბლა ჩადიხართ. მაღლა ასვლისას - მხოლოდ ფეხის წვერები.
ქუსლებზე ლამაზად დგომასაც ცოდნა უნდა. ამისათვის მარჯვენა ფეხის ქუსლი მიიტანეთ მარცხენა ფეხისგულის შუამდე. გადაიტანეთ სხეულის წონა მარჯვენა ფეხის წვერზე. როცა დაიღლებით, შეიცვალეთ პოზიცია.
მიეცით თავს დასვენების საშუალება. უმჯობესია, დაიგვიანოთ, ვიდრე მისვლა საერთოდ ვერ შეძლოთ. დასვენების დროს არ გაიხადოთ ფეხსაცმელი - სიარულის დროს ფეხი შეშუპდება და შემდეგ კვლავ ჩაცმა გაგირთულდებათ.
გახსოვდეთ, რომ წვრილ ქუსლებზე ხშირი სიარული ავნებს ჯანმრთელობას. ჩაანაცვლეთ ხოლმე დაბალქუსლიანი და მოსახერხებელი ფეხსაცმლით.
თუ სპორტული ფეხსაცმლის მაღალქუსლიანით ჩანაცვლება გსურთ, ნუ შეიძენთ უმალვე სამოდელო ფეხსაცმელს. უმჯობესია, ნელ-ნელა გადახვიდეთ - ისწავლეთ საშუალო სიმაღლის ქუსლებზე სიარული. "ტანკეტკაც" კარგი არჩევანია, მასზე წონასწორობის შენარჩუნება უფრო იოლია.
თუ ფეხსაცმელი ცოტათი გიჭერთ, ნუ შეიძენთ მას. უმჯობესია, 1 ზომით დიდი შეიძინოთ. გამოიყენეთ სილიკონის საფენები, ეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მთელი საღამო დატანჯული სახით იყოთ.