როგორ მოვრთოთ ”მამაკაცი” ნაძვის ხე - ორიგინალური იდეები პირადი პრაქტიკიდან
როგორ მოვრთოთ ”მამაკაცი” ნაძვის ხე - ორიგინალური იდეები პირადი პრაქტიკიდან
ახლოვდება ახალი წელი და ჩვენც ნელ-ნელა ვერთვებით წინასაახალწლო მარათონში. "მარათონი" შემთხვევით არ მიწოდებია ამ მოვლენისთვის, რადგან ეს ერთგვარი შეჯიბრია ქალებს შორის:
იხილეთ ფოტოგალერეა

ვინ უფრო გემრიელი საცივი მოამზადა, ვისი სახლიდან უფრო უკეთ ჩანდა ფოიერვერკები, ვის უფრო უკეთესი საჩუქარი მიუძღვნა საყვარელმა მამაკაცმა, ვინ უფრო უკეთესი საჩუქარი გაუკეთა საყვარელ მამაკაცს, ვის უფრო ლამაზი კაბა ემოსა ახალი წლის ღამეს და რაც მთავარია, ვის უფრო ლამაზი ნაძვის ხე ჰქონდა!!!

ოჰ, ეს თითქოს არაფერია, ნაძვის ხეა და მეტი არაფერი, მაგრამ ჯერ ერთი, ყოველ წელს ახალ სათამაშოებს ყველა არ ყიდულობს, ძველები კი "მოდიდან გადადის"და მეორეც, ჩვენ ხომ ყველას გვინდა სხვებზე მეტად პრაქტიკულები, განსხვავებულები და რაც მთავარია, ორიგინალურები ვიყოთ და რომ, მინიმუმ მომავალ წლამდე, არავინ შეიტანოს ეჭვი ჩვენს გონებამახვილობასა და არაჩვეულებრივი იდეების სიმრავლეში.

მაშ ასე!! გაგანდობთ, ნაძვის ხის ორიგინალურად მორთვის რამდენიმე ხერხს:

1. – ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი.

"სურნელოვანი" ნაძვის ხე

ქალებს ერთი ძალიან კარგი თვისება გვაქვს: ყველა ვინახავთ სუნამოს ცარიელ ბოთლებს. შეიძლება ისინი საგულდაგულოდ გადამალულ ყუთში გეგულებოდეთ, მაგრამ ამჯერად მოგიწევთ მათი დღის შუქზე დაბრუნება, რადგან არც მეტი, არც ნაკლები, ნაძვის ხეზე საუცხოო სათამაშოების ადგილი სწორედ რომ ამ პატარა ბოთლებმა უნდა დაიკავონ.

პირველად მსგავსი ნაძვის ხე დეიდაჩემთან ვნახე და მართალი გითხრათ, ზღაპრული იყო. არადა, მანამდე სულ მეგონა, რომ მისი ჰობი - პაწაწინა ფლაკონების შეგროვება, სრულიად უსარგებლო რამ იყო, მაგრამ ვცდებოდი.

აბა, წარმოიდგინეთ! დიდ ნაძვის ხეზე უამრავი პაწაწინა, სხვადასხვა ფერისა და ფორმის სუნამოს ბოთლი, საახალწლო ნათურებით ათასნაირად აელვარებული. ასეთი სილამაზე ძნელია, ვინმეს დაავიწყდეს. ჰოდა, თუ გნებავთ, რომ ყველას თვალი მოსჭრათ და თავი დაამახსოვროთ, ამ ხერხს გირჩევთ.

I. ამისთვის დაგჭირდებათ 50-მილიგრამიანი ცარიელი სუნამოს ბოთლები (რაოდენობა განსაზღვრეთ ხის სიდიდის მიხედვით).

II. ლენტი, რომელსაც პატარებად დაჭრით და თითოეულ ფლაკონს საკიდს გაუკეთებთ.

III. საახალწლო ნათურები.

2 – ბუშტები

ალბათ მიხვდით, რაშიცაა საქმე. ნაძვის ხის ბუშტებით მორთვა პირველად დედაჩემისგან გავიგე. მას რაღაც ახალი სურდა და მოიფიქრა კიდეც: იყიდა უამრავი თეთრი ბუშტი, ერთ ზომაზე გაგვაბერინა მე და ჩემს ძმას, სიმეტრიულად განალაგა ისინი ნაძვის ხეზე, თავზე კი წითელი ბაფთები დაუმაგრა.

დამიჯერეთ, ეს ნაძვის ხე ერთ-ერთი უსაყვარლესი იყო მათ შორის, რაც კი მინახავს. რაც შეეხება სანათებს, ამ შემთხვევაში მათი ჩართვა ცოტა სახიფათოა (ხომ შეიძლება, სიმხურვალეზე რომელიმე ბუშტი გასკდეს), მაგრამ თუ ცოტა ხნით ჩართავთ და უცბად გადაიღებთ საახალწლო ფოტოებს, არც არაფერი დაშავდება.

ამისთვის დაგჭირდებათ:

I. ბევრი ბუშტი (ფერი თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ).

II.
ბუშტის ფერის შესაფერისი ბაფთები (რომლებიც ასევე მაღაზიაში იყიდება).

III.
და, რაღა თქმა უნდა, საახალწლო ნათურები.

3 – ყაისნაღის საახალწლო ხელოვნება

თუ თქვენ ქსოვა არ იცით, გამოსავალი სამია: ან უნდა ისწავლოთ, ან ვინმეს უნდა სთხოვოთ, ან კიდევ სხვა ხერხი უნდა აირჩიოთ. ალბათ უკვე მიხვდით, რაშია საქმე: ჩვენ თვითონ ვქმნით სასურველი ფორმისა და ორნამენტების მქონე სათამაშოებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ გატყდება და ამასთან, ძალიან იაფი დაგიჯდებათ (თანაც ცნობილია, რომ ქსოვა ნერვებს აწყნარებს) - ეს ხერხიც დედაჩემისგან ვისწავლე (მოკლედ, რა გენიოსი მყავს!) და მართალი გითხრათ, ძალიან მომეწონა.

თანაც, თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ, შეგიძლიათ თავისუფლად მიუშვათ ნაძვის ხესთან (როგორც უკვე აღვნიშნე, სათამაშო რბილია და არ ტყდება). გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მასზე ამოქარგოთ არა მხოლოდ ორნამენტები, არამედ სხვადასხვა გამონათქვამი, სახელები და სხვა მრავალი.

ამისთვის კი დაგჭირდებათ:

I. საქსოვი ხელსაწყოები

II.
ფერადი ძაფები

III.
სანთლები, რომლებსაც მოათავსებთ ქსოვილის შიგნით სასურველი ფორმის მისაღებად და შესანარჩუნებლად.

4 – პრინტი

მართალი რომ გითხრათ, ეს ხერხი ეს წუთია, აზრად მომივიდა და ძალიან მომეწონა. მაშ ასე:

თქვენი ნაძვის ხე არც ბუნებრივია და არც ხელოვნური, ის დაბეჭდილია!! დიახ!! ნაძვის ხის ფორმის მყარ მასალაზე დაბეჭდილი ნაძვის ფოტოს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

ჯერ ერთი, მორთვა არ სჭირდება, რადგან სათამაშოები შესაძლებელია ბეჭდვისას მიემაგროს ფოტოშოპის მეშვეობით; ასევე, სათამაშოების მაგივრად ნაძვის ხე შესაძლებელია "მორთოთ"მთელი წლის მანძილზე გადაღებული თქვენი, თქვენი ოჯახისა და მეგობრების ფოტოებით. და ეს იქნება გასული წლის ერთგვარი მონუმენტი, რომელზეც მეგობრები თავისუფლად, მარკერით მიგიწერენ საახალწლო სურვილებს.

ამისთვის დაგჭირდებათ:

I. ფოტოების მოძიება (თქვენი, ოჯახის, მეგობრების, სასურველი ნაძვის ხის).
II. სარეკლამო კომპანიაში მისვლა და მომსახურების პირობების დადგენა.
III. დაბოლოს, შეკვეთის მიცემა.

5 – "მის" ნაძვის ხე

როგორი ქალური სახელწოდებაა, არა? ხომ გინდათ, რომ საახლობლოში თქვენს ნაძვის ხეს ერგოს "გამარჯვებულის" ტიტული? ჰოდა, მაშინ მორთეთ ის ისე, როგორც ამას გამარჯვებული მოითხოვს. იმის გამო, რომ თქვენი ხე სილამაზის კონკურსის მონაწილეს, და რაც მთავარია, გამარჯვებულს დაემსგავსოს, საჭირო იქნება მისი შემკობა ზედმიწევნით "ქალური პრინციპით" (იგულისხმება ყველა ქალური ნივთი, ტუჩის საცხიდან დაწყებული, ბიკინით დამთავრებული, რომელიც სასურველია, ახალი იყოს, რადგან "მისების"კონკურსში ბიკინის ტური ყოველთვის არის) ან ჩვეულებრივი სათამაშოებით მორთვა.

მთავარი მაინც დეტალებია!!! პირველ რიგში, დაამზადეთ განიერი ლენტი წარწერით: "მის ნაძვის ხე 2013". ხის კენწეროზე დამაგრებულ ტრადიციულ ვარსკვლავს, ამ შემთხვევაში დიადემა შეცვლის. ხოლო მის ძირში წითელ ხალიჩასაც თუ დააფენთ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეფექტის მოსახდენად მზად ხართ! :)

ამისთვის კი საჭიროა:

I. თქვენი კოსმეტიკური საშუალებების ნაძვის ხეზე გამოფენა.

II.
წითელი ლენტი შესაბამისი წარწერით.

III.
წითელი ხალიჩა (თუ არ გაქვთ, ნებისმიერი სხვა ტექსტილი, რომელიც ხალიჩის ეფექტს შექმნის).

IV.
დიადემა.

V
და ყველა დანარჩენი ატრიბუტი, რომელიც, თქვენი აზრით, "მის ნაძვის ხე 2013"-ს უნდა ამკობდეს.


დაბოლოს, ხერხი #6 – "მამაკაცი" ნაძვის ხე

ვფიქრობ, მორთვის ეს ხერხი მარტოხელა ქალებს, მათ მეგობრებს, მამაკაცებზე გაბრაზებულ თუ მათი დაცინვის სურვილით შეპყრობილ ქალებს დააინტერესებთ. რას მივედ-მოვედები! ეს ყველა ქალს გაახალისებს. მაშ ასე! იმისათვის, რომ ჩვენი ნაძვის ხე მამაკაცს დაემსგავსოს, საჭიროა მისი შემოსვა.

ვფიქრობ, სმოკინგი საახალწლოდ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. შემდეგ საახალწლო ნათურებით შეგვიძლია სახის ნაკვთები "გამოვძერწოთ". საჩუქრების ნაცვლად ხის ძირში ლუდის ბოთლები (ცარიელი! მეტის ღირსები არ არიან), ფეხბურთის ბურთი (თქვენი არ ვიცი, და მე დაჩუტულს დავდებდი), სათამაშო მანქანა და სხვა მამაკაცური ნივთები უნდა დავალაგოთ, კენწეროზე ვარსკვლავის ნაცვლად - შლაპა და თქვენი საახალწლო მამაკაცი... უკაცრავად, ხე უკვე მზად არის!

ამ ყველაფრისთვის კი დაგჭირდებათ:

I. მამაკაცის ტანსაცმელი და ზემოთ აღნიშნული აქსესუარები.

II.
რაც შეიძლება გრძელი განათება, რომ სახის ნაკვთები მკაფიოდ გამოისახოს და ადვილად არ დაიშალოს.

III.
და ქალების კომპანია იმისათვის, რომ ნაძვის (კაცის) ხის გარშემო ხელჩაკიდებულებმა იმღერონ საახალწლო სიმღერები.

დაბოლოს, ზემოთ ჩამოთვლილი ვარიაციებიდან ნებისმიერს საკუთარ ფანტაზიას თუ დაუმატებთ, საახალწლოდ ყველაზე არაორდინარული, მხიარული და საზრიანი ქალის ტიტულს დაიმსახურებთ, ხოლო თქვენი ნაძვის ხე ძალიან დიდი ხნით მოგაქცევთ ნაცნობებისა თუ უცნობების ყურადღების ცენტრში. ქალებს ხომ ასე ძლიერ გვიყვარს ყურადღება. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

იხილეთ ფოტოგალერეა

ქეთო პატარქალიშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)

კომენტარები (4)
ნია
საინტერესოა. მე როგორც კომპიუტერის სპეციალისტი, პროფესიასთან მიხლოებით ვრთავ ხოლმე. მაგ: ძველი კლავიატურის ღილაკებით და წებოთი, უამრავი საინტერესო რამის აწყობ შეგიძლიათ, მერე გადაუსვით გამჭვირვალე, ბრჭყვიალ საღებავი და ორიგინალური სათამაშოებიც მზადაა : ))) ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დისკებიც.. : )) მოკლედ, როგორც იტყვიან, მთავარია ფანტაზია და მარჯვე ხელები :)
ლილეე
ძალიან მომეწონააა აუცილეებლაად მექნებაა ერთ ერთი ორიგინალური ნაძვის ხე :)) იდეებიი მომეწონა
ქეთო პატარქალიშვილი
Qeto Patarkalishvili ასე ჩაწერეთ ”ფეისბუქზე” და მომძებნით :))
მაგდა სვანიდზე
აუ ქეტოო სჰენი დამატება მინდა ფაცეზე და ვერ გპოულობ
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ეს უნდა იცოდეს ყველა ქალმა: 12 ფაქტი შიდა თეთრეულის შესახებ
16:48 / 15-04-2014
1. თქვენი (ზომის მიხედვით) ბიუსტჰალტერი უნდა გეკვრებოდეთ შუა დუგმაზე და სხეულსა და ლიფის ქსოვილს შორის თავისუფლად უნდა გეტეოდეთ ორი თითი.
ახალი ტრენდი: გაუპარსავი იღლიები (+ფოტო)
13:32 / 14-04-2014
ლონდონელმა ფოტოგრაფმა ბენ ჰოპერმა გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი ფოტოების სერია, სახელწოდებით "ბუნებრივი სილამაზე".
თინა კანდელაკის სექსუალური საგაზაფხულო გარდერობი ( + თვალისმომჭრელი ფოტოგალერეა)
17:08 / 08-04-2014
პოპულარული ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ჩამცმელად მიიჩნევა. მან კარგად იცის, რა უნდა ჩაიცვას რომანტიკულ პაემანზე და რა - საქმიან შეხვედრაზე.
მე-19 საუკუნის რაპუნცელები (+ფოტო)
11:33 / 08-04-2014
თმა – ერთ ქალად ღირსო, ნათქვამია. მართლაც, ქალის სილამაზე ხშირად მისი თმის სიგრძით ფასდება, უფრო სწორად, ფასდებოდა.
სად იმოსებიან განო და კოტე
11:41 / 07-04-2014
წინა კვირას თქვენმა ბუკლიკომ შოპინგისთვის მოიცალა. AXSIS@SHOPPING-ცენტრში რამდენიმე მაღაზია მოვათვალიერე და ერთ-ერთში ცნობილ წყვილს წავაწყდი.
მოდური პალიტრა: ფერთა ყველაზე აქტუალური შეხამება (+ფოტო)
12:05 / 12-03-2014
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ჩვენი სამოსის ფერთა გამა მრავალფეროვანი ხდება.
ვის რა ეცვა "ოსკარის" ცერემონიალზე? (+20 ფოტო)
11:56 / 03-03-2014
ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 86-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ელენ დეჯენერესი უძღვებოდა. წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინაშე ჰოლივუდის ვარსკვლავები პოზირებდნენ.
რატომ უყვართ ჯიპის მძღოლებს მსუბუქ ავტომობილში ჩაჭყეტვა, როდესაც საჭესთან ქალი ზის?
11:47 / 03-03-2014
მანქანის მართვის შესწავლისას ინსტრუქტორი, ალბათ, გირჩევთ, რომ საჭესთან თავს კომფორტულად იგრძნობთ ჯინსსა და ბოტასებში. კიდევ უკეთესი - სპორტულ სამოსში და მაკიაჟის გარეშე, რადგან თვალი არ გაგექცეთ უკანა ხედვის სარკისკენ.
"კოსმიური" კეიტ აპტონი ნულოვან გრავიტაციაში ბიკინით პოზირებს
12:32 / 19-02-2014
21 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი კეიტ აპტონი ჟურნალ Sports Illustrated-ის 50 წლის იუბილესთვის გადაიღეს.
არქივის კალენდარი
«« აპრილი 2014 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234