ცივი სეზონი იმის მიზეზი არ არის, რომ მუქი ფერები ჩავიცვათ. დიზაინერები ზამთრისთვის მოსაწყენი და ცივი ფერების ხასხასა და თვალისმომჭრელი ფერებით შეცვლას გვირჩევენ. ახალ კოლექციებში უამრავი თბილი ფერის ნივთია.
იხილეთ ფოტოგალერეა
დიზაინერები არ გვირჩევენ, თავით ფეხებამდე ნარინჯისფერში შევიმოსოთ, მაგრამ ერთი მკვეთრი ფერის ნივთსა თუ აქსესუარზე არჩევანის გაკეთება ნამდვილად ღირს. აირჩიეთ კაბები, პალტოები და აქსესუარები აქტუალური – გემრიელი ხურმისა და წვნიანი მანდარინის ფერებში.