არსებითი სახელი underbutt-ით ინგლისურენოვან ქვეყნებში მოიხსენიებენ არა მთელ უკანალს, არამედ დუნდულების ქვედა ნაწილს, რომელიც დღეს მოდის მიმდევარ ქალბატონებს ხშირად მოუჩანთ მოკლე შორტებიდან.
იხილეთ ფოტოგალერეა
მამაკაცები ქალის სხეულის ამ ნაწილს ყველაზე მიმზიდველად მიიჩნევენ და ალბათ, ამიტომაცაა, რომ სიტყვა "უკანალი" უკვე შეურაცხმყოფელი კი არა, მოდურია.
ვარსკვლავებში ნამდვილ ტენდენციად იქცა თაყვანისმცემლების წინაშე უკანალის მოშიშვლება.
გაგანია ზაფხულია, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მაილი საირუსი მიკრო-შორტებში გამოწყობილი დადის მაღაზიებში, ხოლო მომღერალი რიანა თამამად აჩენს საკუთარ მადისაღმძვრელ უკანალს უამრავ ფოტოზე, რომელსაც აქტიურად დებს ინტერნეტში.
იმისათვის, რომ მსგავსი ექსტრავაგანტური შარვალი მიიღოთ, დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ძველი ჯინსი და მაკრატელი. ასევე - რკინის ნერვები იმისათვის, რომ არ მიაქციოთ ყურადღება მითითებებსა და კრიტიკას, რომელსაც ქუჩებში თქვენი მისამართით გაიგონებთ.
მოკლე შორტის მოკლე ისტორია
მოკლე შორტები, ანუ "ჰაგერსები", რიანამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. ქალებმა შორტების ჩაცმა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყეს, ოღონდ იცვამდნენ მას მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშის დროს. ათწლეულები გავიდა იქამდე, სანამ შორტები ჩვეულებრივ და ძალიან პოპულარულ სამოსად გადაიქცეოდა.
მასზე ნამდვილი მოდა ჰოლივუდის ლამაზმანმა მერილინ მონრომ დაამკვიდრა. მისი არაერთი ფოტო არსებობს, სადაც ის შორტებშია გამოწყობილი.
70-იანების ბოლოს "ჰაგერსებს" ახალი სიცოცხლე მსახიობმა კეტრინ ბახმა ჩაუდგა.
შემდეგ პამელა ანდერსონმა ჩაიცვა ისინი სერიალ "მალიბუს მაშველებში".
მაგრამ ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 2000 წელს კაილი მინოუგის მოკლე შორტი, რომელიც მას Spinning Araund-ის კლიპში ეცვა.
2005 წელს კეიტ მოსს მუსიკალურ ფესტივალზე ეცვა შორტი, რომელიც ძლივს ფარავდა მის მომხიბლავ უკანალს. ამის შემდეგ ფესტივალებზე შორტებით სიარული ერთგვარ ტენდენციად დამკვიდრდა.
2008 წელს ბრიტანეთის პრინცის ჯერ კიდევ მომავალი მეუღლე, კეიტ მიდლტონი საქველმოქმედო დისკოთეკაზე სასრიალო გორგოლაჭებით და მოკლე ყვითელ შორტებში გამოწყობილი მივიდა.
ახლა კი ნახეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავი ჩვენ მიერ წარმოდგენილ ფოტოგალერეაში.
იხილეთ ფოტოგალერეა