სულ უფრო ხშირად გვესმის სასიამოვნო სიახლეები ქართველი დიზაინერების უცხოური წარმატების შესახებ.
დევიდ კომა (კომახიძე) ლონდონში უკვე სახელმოხვეჭილი ქართული წარმოშობის დიზაინერია.
მის სამოსში უკვე დიდი ხანია, თავს იწონებს ბევრი ცნობილი, მსოფლიო ვარსკვლავი.
კონცერტებზე დევიდ კომას სამოსში ხშირად გამოდიან ბიონსე, მადონა, ჯენიფერ ლოპესი და სხვანი.
ამჯერად დევიდის ულამაზესი წყლისფერი კაბა Victoria’s Secret-ის ანგელოზმა, ორლანდო ბლუმის უკვე ყოფილმა მეუღლემ, მირანდა კერიმ მოირგო.
აქვე ვიტყვით: გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც მირანდა კერი ორლანდო ბლუმს დაშორდა, ის ჰოლივუდის მსახიობსა და მილიონობით ქალის გულთამპყრობელს, ლეონარდო დი კაპრიოს ხვდება.