წინა კვირას თქვენმა ბუკლიკომ შოპინგისთვის მოიცალა. AXSIS@SHOPPING-ცენტრში რამდენიმე მაღაზია მოვათვალიერე და ერთ-ერთში ცნობილ წყვილს წავაწყდი.
მსახიობი კოტე თოლორდავა და მისი მეუღლე განო მელითაური მაღაზია IXXS-ში ტანისამოსს ირგებდნენ. ცოტა ხანს შორიდან ვუსმინე და ასე მეგონა, "პალიტრა TV"-ს ვუყურებდი.
დიჯეი ბუკლე ხომ ყველგან ჟურნალისტია. ჰოდა, ხელჩანთიდან დიქტოფონი ამოიღო და "მსხვერპლს" მიუახლოვდა.
- კოტე, ხშირად სტუმრობთ ამ მაღაზიას?
- ჩვენ ამ ბრენდის შესახებ დიდი ხანია ვიცით. აქამდე ბავშვებს ვმოსავდით IKKS Junior-ში. საკმაოდ მაღალხარისხიანი პროდუქცია აქვთ და რაც მთავარია, ბავშვებს მოსწონთ. იმდენად მოგვწონდა მათი კოლექციები, ველოდებოდით, როდის შემოიტანდნენ ქალისა და მამაკაცის ხაზს. დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ ვახერხებთ შოპინგს. დღეს რაღაცნაირად მოვახერხეთ და დღის ბოლოს შემოვირბინეთ.
- მოგეწონათ კოლექცია?
- ძალიან. ძირითადად, განოსთვის ვაპირებდი ტანისამოსის შეძენას, მაგრამ რამდენიმე პერანგი, ჯინსი ჩემთვისაც მოვინიშნე. სხვათა შორის, პალტო მომეწონა ყველაზე მეტად. უბრალოდ, ახლა სეზონი აღარ არის. იცი, რა მომეწონა კიდევ? ბავშვისა და დიდების სამოსში არის საერთო ელემენტები. ასე რომ, დღეიდან თბილისში ერთნაირად ჩაცმულ მამა-შვილს ან დედა-შვილს თუ შეხვდებით, ეს ჩვენ ვიქნებით. სხვათა შორის, ჩვენს სამეგობრო წრეშიც ბევრი ელოდებოდა IXXS-ის გახსნას.
- კოტე, როგორია განოსთან ერთად შოპინგი?
- კატასტროფა (იღიმის). ხომ ხედავთ, რამდენ ხანს ვსაუბრობთ და ის კვლავ გასახდელშია. განოსთან ერთად მაღაზიებში მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ ის სიახლეები, რაც მას მოსწონს, დავიმახსოვრო და შემდეგ სიურპრიზის დროს გამოვიყენო.
ამასობაში განოც გამოვიდა გასახდელიდან ლურჯ ტანისამოსში გამოწყობილი.
განო:
- ყველაფერი მესმოდა. იმდენი ტყუილი თქვა, ცოტა ცხვირი გამეზარდა (იცინის). შოპინგი ის ერთადერთი თემაა, რაზეც ვთანხმდებით. კოტე ჩემზე შოპოჰოლიკია.
- რა მოგეწონა ყველაზე მეტად მაღაზია IXXS-ში?
- ყველაფერი: ფერები, ხარისხი, არჩევანი, სერვისი. არაჩვეულებრივი მომსახურე პერსონალია, ეს დადებითად განმაწყობს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
კოტე:
- დღევანდელ რეალობაში კარგი სერვისის დეფიციტი მართლაც არის.
განო:
- ეს
ხომ უნდა ჩამეჭრას ყოველთვის! თავი გადაცემაში მგონია…
სანამ კოტე და განო კამათს აგრძელებდნენ, მე მაღაზიის მენეჯერ ქრისტინეს გავესაუბრე:
- IXXS არის ფრანგული ბრენდი, რომელიც, განსხვავებული სტილიდან გამომდინარე, ძალიან პოპულარულია ევროპაში. უკვე 5 წელია, რაც ჭავჭავაძის 48-ში მდებარეობს IKKS JUNIOR-ის ფრანჩიზული მაღაზია, რომელსაც აქვს დიდების ხაზიც.
ახლა კი AXSIS@SHOPPING-ში გავხსენით მულტიბრენდული მაღაზია IXXS, სადაც გთავაზობთ IKKS-MEN-ის, IKKS-WOMEN-ის და ასევე ფრანგული ბრენდი CAROLINE BISS-ის კოლექციებს. ერთხელ თუ შემოხვალთ, ისე გამოგაწყობთ, ვეღარ მოგვეშვებით.
ბუკლიკომაც შეიძინა რამდენიმე მაისური მაღაზია IXXS-ში და ხელდამშვენებული დაბრუნდა შინ.
R