1. თქვენი (ზომის მიხედვით) ბიუსტჰალტერი უნდა გეკვრებოდეთ შუა დუგმაზე და სხეულსა და ლიფის ქსოვილს შორის თავისუფლად უნდა გეტეოდეთ ორი თითი.
2. ქალის წითელი საცვლები მამაკაცებში, პოპულარობის მიხედვით, პირველ ადგილზეა;
3. თუ საცვლებს სარეცხის მანქანაში რეცხავთ, უმჯობესია, გამოიყენოთ სპეციალური ტომრები, რომლებიც თეთრეულს დაზიანებისგან დაიცავს.
4. მკერდზე ნახეთქები (ე.წ. სტრიები) ხშირად არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერისგან ჩნდება.
5. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბიუსტჰალტერი კომპანია Victoria’s Secret-მა გამოუშვა. ის 3900 ძვირფასი ქვით არის მოოჭვილი, რომელთა შორისაც არის ბრილიანტები და ლალები. მისი ღირებულებაა 12,5 მილიონი დოლარი.
6. მამოლოგების რეკომენდაციით, "ფუშ-აფ" ეფექტის (მკერდის ასაწევი) ლიფების ტარება დღე-ღამეში 2 საათზე მეტხანს არ შეიძლება. სარძევე ჯირკვლებზე დაწოლამ, შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს.
7. კიევში საცვლებს ძეგლი დაუდგეს. მონუმენტი 300 კილოგრამს იწონის და მისი დიამეტრი – 2 მეტრია. ძეგლს გლობუსის ფორმა აქვს, თუმცა მატერიკების ნაცვლად, მასზე სხვადასხვა საცვალია გამოსახული.
8. ტრუსები – სლიპი – კლასიკური ფორმის ქვედა საცვალია, რომელიც ნაწილობრივ ფარავს დუნდულებს და მჭიდროდ ეკვრის სხეულს.
9. ყველაზე დიდი ზომის ბიუსტჰალტერი კომპანია "ტრიუმფმა" შეკერა და ის 28 ზომის ბიუსტისთვის იყო განკუთვნილი. მის შესაკერად 70 მეტრი ქსოვილი წავიდა.
10. XIX საუკუნის ქალების საცვლები ძალიან მრავალფეროვანი იყო და ის შედგებოდა: მაღალყელიანი წინდებისგან, პანტალონებისა და პერანგებისგან, კორსეტებისგან, მაქმანებიანი ქვედა კაბისგან, რომელიც ფეხს მთელ სიგრძეზე ფარავდა, კორსეტზე შემოსაცმელი კოფტისგან, "ტურნიურისთვის" განკუთვნილი ბალიშებისგან (უკანალის გასაბზეკად), უფრო მყარი ქსოვილის მეორე ქვედა კაბისგან და ზედა სამოსისგან, რომელიც თავის მხრივ, შედგებოდა ზედა ქვედაბოლოსგან ან კაბისგან.
11. "სექენდ სქინ", ანუ მეორე კანი – ეს არის ნახევრად გამჭვირვალე, ხორცისფერი ბიუსტჰალტერი, რომელიც იკერება ნეილონის ან ლიკრის მაღალი შემცველობის ქსოვილისგან. საკმაოდ უცნაურად გამოიყურება ტანზე მოტმასნილი სამოსის ქვეშ.
12. ყველაზე ძვირფასად ითვლება პრემიუმ კლასის მაქმანებიანი თეთრეული, რომელიც ხელით არის შესრულებული, ეკოლოგიურად სუფთაა და არ აღიზიანებს კანს.