სპეციალური ჯილდოები რიანასთვის, ტომ ფორდისთვის, რაფ სიმონსისთვის და დიზაინერების ყველაზე ეფექტური კაბები წითელ ხალიჩაზე – ნიუ-იორკში ამერიკის მოდური დიზაინერების კავშირის CFDA Awards 2014-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ამ ცერემონიალზე წლის საუკეთესო დიზაინერების და მოდური ბრენდების შემოქმედებას წარმოაჩენენ და საუკეთესოებს სპეციალურ ჯილდოებს გადასცემენ.
მთავარი პრიზი ქალის საუკეთესო სამოსის შექმნისთვის ჯოზეფ ალტუზარას ერგო. ამ კატეგორიის ნომინანტები იყვნენ მარკ ჯეიკობსი და ალექსანდრ ვენგი.
მოდის ინდუსტრიაში ჩადებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო ტომ ფორდმა მიიღო. Dior-ის სახლის კრეატიულ დირექტორს, რაფ სიმონს საუკეთესო უცხოელი დიზაინერის საპატიო ჯილდო გადასცეს, ხოლო განსაკუთრებული სტატუსი მიიღო მომღერალმა რიანამ, რომელიც CFDA-მ "სტილის დედოფლად" დაასახელა. ის მართლაც ყველაზე განსხვავებული იყო ცერემონიალზე – Adam Selman-ის დიზაინით შექმნილმა თითქმის სრულიად გამჭვირვალე კაბამ ფურორი მოახდინა.