ჰერცოგინია კეტრინი და პრინცი უილიამი საფრანგეთში საზეიმო წვეულებას დაესწრნენ. ქეითი Alexander McQueen-ის ცისფერ პალტოში იყო გამოწყობილი.
იგი მიდლტონს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში სამდღიანი ტურის დროსაც ეცვა. ორიგინალური შლაპა, საშუალო სიმაღლის ქუსლზე ფეხსაცმელი და კლატჩი იდეალურად ჰქონდა შეწყობილი.
მაკიაჟში, როგორც ყოველთვის, თვალები ჰქონდა გამოკვეთილი. მაგრამ საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება ქეითის ვარცხნილობამ დაიმსახურა, რომლის გაკეთებაც თავადაც შეგიძლიათ.
ამისათვის თმა ჩამოივარცხნეთ, ბოლოები შეგიძლიათ მრგვალი ჯაგრისით დაიხვიოთ, შუბლის ორივე მხრიდან რამდენიმე კულული თითზე დაიხვიეთ და კეფასთან თმის შესაფერისი რეზინით დაიმაგრეთ.
აი, ასეთი მარტივი ვარცხნილობით შეგიძლიათ დაემსგავსოთ კემბრიჯის ჰერცოგინიას.