ეფექტური მაკიაჟით არა მარტო თქვენი სახის ღირსებებს გაუსვამთ ხაზს, არამედ შეძლებთ, შეიცვალოთ ისე, რომ ვერავინ გიცნოთ.
უფრო სწორად, აბსოლუტურად ყველამ გიცნოთ, რადგან კოსმეტიკის დახმარებით ნებისმიერ ვარსკვლავად გადაქცევას შეძლებთ. ეს ერთმა გოგონამ პრაქტიკაში უკვე დაამტკიცა.
მას "მაკიაჟის ქალღმერთს" უწოდებენ. ის სოციალური ქსელების ვარსკვლავი და youtube-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეობლოგერია. მას ტამანგ ფანი ჰქვია. წარმოშობით ნეპალელია და აშშ-ში ცხოვრობს.
კოსმეტიკის საშუალებით, ამ აღმოსავლური გარეგნობის მქონე გოგონას რამდენიმე წუთში შეუძლია მსოფლიო შოუბიზნესის ნებისმიერ ცნობილ პერსონად გადაიქცეს. ის თავისუფლად გაიმარჯვებდა ნებისმიერ - ორეულების კონკურსზე.
ტამანგის საზოგადოებას, რომელშიც ის მაკიაჟის გაკვეთილებს ატარებს - Promise Tamang Phan-ი ჰქვია. გოგონა ამბობს, რომ არ არის პროფესიონალი ვიზაჟისტი, მაგრამ დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში.
მისი ცოდნა უკვე 585000 follow-ერმა შეაფასა ვიდეობლოგზე. მის ვიდეოებს 96 მილიონი ნახვა აქვს.