მაღალი ხვეულა პლაჟზეც იდეალურად გამოიყურება და წითელ ხალიჩაზეც. იგი ვიზუალურად აგრძელებს კისერს, სახის კონტურებს კი უფრო გამოკვეთავს.
აწეული თმა იდეალურად ეხამება როგორც საღამოს ზურგმოხსნილ კაბებს, ასევე საზაფხულო მაისურებსა და სარაფნებს. თუ აკადემიური ხვეულა არ მოგწონთ, შეგიძლიათ წინ "ჩოლკა" ჩამოივარცხნოთ ან თმის რამდენიმე ღერი ჩამოიშალოთ.
ბალერინას ხვეულას განსაკუთრებით უხდება ყვრიმალებზე ბრონზატორის წასმა. ზაფხულში, სანამ ხვეულას გაიკეთებდეთ, თმაზე მზისგან დამცავი საშუალება შეისხურეთ.
იხილეთ ფოტოგალერეა