ყველა ადამიანს მოეძებნება გარდერობში ჯინსი და სავარაუდოდ, არაერთი. ეს გასაგებიცაა, მასში ხომ ყოველთვის მოსახერხებელია ყოფნა, მიუხედავად იმისა, სად ხარ ან რას აკეთებ.
ხანდახან, ალბათ, ისიც გაგიფიქრებიათ, რომ თქვენი ნება რომ იყოს, არასოდეს გაიხდიდით ამ უნივერსალურ სამოსს ტანიდან. აი, 20 რამ, რისი გაკეთებაც თავისუფლად შეგიძლიათ ჯინსებში გამოწყობილებს:
წახვიდე საუკეთესო მეგობართან ერთად სასეირნოდ.
გაატარო დრო ოჯახთან ერთად.
ჩაისვა მანქანაში მეგობრები და გაეშურო, სადაც გაგიხარდება.
გახდე მხატვარი, თუნდაც აქამდე არასოდეს არაფერი დაგეხატოს.
შექმნა მუსიკალური ჯგუფი.
და დაიწყო მუსიკის წერა.
იცეკვო წაქცევამდე.
მოაწყო პიკნიკი ქალაქგარეთ.
წახვიდე რომანტიკულ პაემანზე.
და ისეირნო მასთან ერთად ნაწვიმარ ქუჩებში.
დარჩე საკუთარ თავთან მარტო.
ისეირნო მოტოციკლით.
გამოუშვა შენში დამალული "მხეცი" გარეთ.
გაეშურო შორეულ მოგზაურობაში და მიხვიდე ფინიშთან.
მხურვალედ და გრძნობით აკოცო ვინმეს.
მიუძღვნა საყვარელ საქმეს მთელი უქმეები.
დაეხმარო უცნობ ადამიანს.
გახდე დაუმორჩილებელი.
იცელქო ბავშვივით.
ხელახლა აღმოაჩინო სამყარო.