ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩანთა და ფეხსაცმელი ქალის გარდერობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია! ალბათ, გსმენიათ კიდეც – თუ კარგი ფეხსაცმელი გაცვია და გიჭირავს კარგი ჩანთა, დანარჩენ სამოსს ყურადღებას აღარავინ მიაქცევს.
მაგრამ მაინც, როგორ ჩანთასთან როგორი ფეხსაცმელი უნდა ვატაროთ?
1. ჩანთა-ქლათჩი
შეუხამეთ კლასიკურ ნავისებურ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ბოტფორდებს, ბოტილიონებს ქუსლზე ან ტანგეტკაზე.
არამც და არამც არ შეიძლება ქლათჩის სპორტულ ფეხსაცმელთან, კედებთან, "ბალეტკებთან" და მოკასინებთან ტარება.
2. მხარზე გადასაკიდებელი დიდი ჩანთა
შეგიძლიათ ატაროთ კედებთან, "ბალეტკებთან", სპორტულ ფეხსაცმელთან და ბოტილიონებთან.
არ შეუხამოთ კლასიკურ ნავ-ფეხსაცმელს მაღალ ქუსლზე, ჩექმას ან ბოტფორდებს.
3. ნიანგის ტყავის ფაქტურის ჩანთები
შეუხამეთ ბოტილიონებს, კლასიკურ ნავ-ფეხსაცმელებს ან ე.წ. ოქსბორდებს.
არ ატაროთ პითონის ტყავის, ატლასის ფეხსაცმელთან და "ბალეტკებთან"; ასევე ფეხსაცმელთან, რომელსაც უცნაური ფორმის ქუსლი აქვს.
4. ლეოპარდის პრინტიანი ჩანთა
შეუხამეთ "სამხედრო" სტილის ჩექმას ან შავ ბოტილიონებს, ასევე, პასტელის ფერების ნავ-ფეხსაცმელებს.
არ ატაროთ თვლებიან ან რომელიმე ეგზოტიკური ტყავის ფეხსაცმელთან.
5. ლაკის ჩანთა
შეუხამეთ კლასიკურ ნავ-ფეხსაცმელს, ბოტილიონებს, მოკასინებს, "ბალეტკებს".
არ ატაროთ არანაირ ლაკის ფეხსაცმელთან, ლეოპარდის, გველის ან ნიანგის პრინტიან ფეხსაცმელთან, ასევე, ბოტფორდებთან.
6. მკვეთრი ფერების (ვარდისფერი, ნეონის) ჩანთა
შეუხამეთ ნეიტრალური, პასტელური ფერების ფეხსაცმელს.
არ ატაროთ მკეთრი ფერების, მით უმეტეს, კონკურენტული შეფერილობის ფეხსაცმელთან (მაგალითად, ვარდისფერი ჩანთა ოქროსფერ ფეხსაცმელთან).
7. ხავერდის, ნატის ჩანთა
შეუხამეთ ლაკის ბოტილიონებს, ლეოპარდის, გველის და ნიანგის ფაქტურის ფეხსაცმელებს.
არ ატაროთ კლასიკურ ნავ-ფეხსაცმელებთან მაღალ ქუსლზე.
8. ჩანთა ჯაჭვის გადასაკიდით
შეუხამეთ ფეხსაცმელებს საშუალო ქუსლზე, "ბალეტკებს", "ჟოკეის" ჩექმას, მოკასინებს.
არ ატაროთ მაღალქუსლიან ან ტანგეტკაძირიან ფეხსაცმელთან.
9. ტომარა (ქისის ფორმის) ჩანთა
შეუხამეთ "ბალეტკებს", ბოტილიონებს საშუალო ქუსლზე, ფეხსაცმელებს ტანგეტკაზე, მოკასინებს, კედებს.
არ ატაროთ ნავ-ფეხსაცმელებთან, ბოტილიონებთან მაღალ ქუსლზე.
10. "ფოსტალიონის ჩანთა"
შეუხამეთ ე.წ. შუზებს, ბოტებს, ბოტილიონებს მაღალ ქუსლზე, მოკასინებს.
არ ატაროთ ნავ-ფეხსაცმელებთან და მაღალქუსლიან ჩექმასთან, ასევე, ბოტილიონებთან ტანგეტკაზე.