ცელულიტი - ყველა ქალის მთავარი თავსატეხია. მასთან ბრძოლა განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად ხდება პრობლემური.
იხილეთ ფოტოგალერეა
მსოფლიოში ახალი ტერმინი - skinny-fat დამკვიდრდა. ასე ეძახიან გოგონებს, რომლებსაც კარგი ტანი მხოლოდ ”ერთი შეხედვით” აქვთ. ვარსკვლავებს ტანებს ფოტოშოპით უმუშავებენ. აი, პლაჟები კი საუკეთესო ადგილია მათზე დასაკვირვებლად და მათი ნაკლოვანების წარმოსაჩენად.
რამდენიმე წლის წინ ალესანდრა ამბროსიო თავგადაკლული ვარჯიშობდა, რათა ოცნების სხეული ჰქონოდა. პლაჟზე ბიუსტჰალტერით ვარჯიშობს, მაგრამ ბიკინის ჩაცმას ერიდება. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ჯინსის შორტიდანაც უჩანს პრობლემური ადგილი.
იდეალური სხეულის მისაღებად ტარა რიდი არც პლასტიკურ ქირურგიაზე ამბობს უარს, რეგულარულად დიეტობს და ვარჯიშობს, მაგრამ უშედეგოდ. მისი მომჩვარული დუნდულები შორიდანაც კარგად ჩანს.
დონატელა ვერსაჩეს მთელ სხეულზე და განსაკუთრებით დუნდულებზე ზედმეტი კანი ჰკიდია.
ბრიტნი სპირსი ცხოვრებისეული პრობლემების გამო ხან სუქდებოდა, ხანაც მკვეთრად იკლებდა წონაში. ახლა მსახიობს შედარებით ნორმალური წონა აქვს, მაგრამ ცელულიტი ვერ მოიშორა. თუმცა, მომღერალი მის დამალვას არც ცდილობს.
ევა ლონგორია ფოტოებზე შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი იდეალური სხეული ფოტოშოპის დამსახურებაა. სინამდვილეში ”სასოწარკვეთილი დიასახლისი” საკმაოდ არასექსუალურად გამოიყურება და მისი ”მეხუთე წერტილი” წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო დაბლა ეშვება.
წლების წინ კეიტ მოსი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა, სმამ და სიგარეტმა ნაადრევად დააბერა. ახლა 40 წლის მოდელის სხეული ბებერი ქალის მომჭკნარი კანივით გამოიყურება. მისი ”ფორთოხლის ცედრას” ”აზრზე მოყვანა” მხოლოდ ფოტოშოპს შეუძლია.
იხილეთ ფოტოგალერეა