ვარცხნილობა – შენი ყოველდღიური იმიჯის ნაწილია და მასზე ბევრით არის დამოკიდებული ის, თუ როგორ გამოიყურები და რა შთაბეჭდილებას მოახდენ გარშემომყოფებზე.
სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ყურადღებას არ აქცევს თმას და ამის გამო ხშირად არც ისე კარგად გამოიყურება. არადა, ვარცხნილობის (თანაც, ორიგინალურის) გაკეთება ძალიან მარტივია. სულ რაღაც 5 წუთში შეგიძლია შეუდარებელი გახდე.
სცადე ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან რომელიმე და ნახავ, რამხელა როლს თამაშობს ვარცხნილობა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
1. რომანტიკული ვარცხნილობა. ე.წ. ჩოლკა უნდა გაყო ოთხ ნაწილად. შუა განაყოფის მარცხნივ და მარჯვნივ დაიწანი "ჩოლკა" შეძლებისდაგვარად ერთნაირად. ეს ვარცხნილობა განსაკუთრებით მოუხდებათ მაღალშუბლიან გოგონებს.
2. როგორ გავიკეთოთ ბაფთა თმისგან? ამისათვის საჭიროა, აიღო თმის ორი თხელი ლოკონი და შეკრა ბაფთა. ძალიან ლამაზი გამოდის!
3. ძალიან ორიგინალურია გვერდით ჩახვეული "ჩოლკა". ეს ვარცხნილობა ძალიან მოუხდება სადღესასწაულო ჩაცმულობას.
4. კარგი იდეაა ნაწნავი, რომელშიც ჩაწნულია "ჩოლკა". სალონში გაკეთებულ ვარცხნილობას ჰგავს და ამასთან, ასე შეგიძლია დამალო გაზრდილი "ჩოლკა".
5. ასეთი კიკინა ნებისმიერ გოგოს საღამოს დედოფლად აქცევს. დააკვირდი, ის ძალიან მარტივად კეთდება – უნდა დაიწყო ჩვეულებრივი კიკინით.
6. ქალური რომანტიკული ვარცხნილობების ლიდერი. მოუხდებათ გრძელთმიან გოგონებს.
7. ნიჟარის ფორმით შეკრული "ჩოლკით" თვალისმომჭრელი იქნები. თუ "ჩოლკაზე" ცოტაოდენ მუსს ან ლაკსაც დაისხამ ფიქსაციისთვის, წვეულებისთვის შეუდარებელ ვარცხნილობას მიიღებ.