რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესში პრემია "ოსკარის" გადაცემის 87-ე ცერემონია დასრულდა, რომლის მსვლელობისას პრესტიჟული ჯილდოთი დააჯილდოეს მსახიობები, რეჟისორები, ოპერატორები და კინემატოგრაფიის სხვა მოღვაწეები.
იხილეთ ვიდეო
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე ჟურნალისტებისა და პაპარაცების არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს ჰოლივუდის ლამაზმანების ჩაცმულობა.
გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ კაბას "ოსკარის" წითელი ხალიჩიდან, მათ შორის: ჯენიფერ ლოპესი ელი სააბის კაბაში, როზამუნდ პაიკი Givenchy-ს ულამაზესი წითელი კაბით წითელ ხალიჩაზე; ჯენიფერ ანისტონი, რომელმაც Versace-ზე გააკეთა არჩევანი, "გრეის 50 ელფერის" ვარსკვლავი დაკოტა ჯონსონი კი ივ სენ ლორანის წითელი კაბით პოზირებდა პაპარაცების წინაშე.
ჯულიანა მურმა წლევანდელი ცერემონიისთვის "შანელის" კაბა შეარჩია, რომელიც იღბლიანიც გამოდგა მისთვის - მსახიობმა Still Alice-ში შესრულებული მთავარი როლისთვის ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურა სანუკვარი ოქროს ქანდაკება.
იხილეთ ვიდეო