როცა ინტერნეტ-მაღაზიით იწერთ ნივთებს, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ შეცდეთ:
შესაძლოა, არ მოგერგოთ ზომა, არ იყოს ის ფერი, რასაც ელოდით ან საერთოდაც, კაბის მაგივრად ჯინსი ჩამოგივიდეთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბრიტანული ინტერნეტპორტალის რედაქტორებმა ყურადღება მიაქციეს ერთ-ერთ კურიოზულ შემთხვევას, რომელიც ჩინელ გოგონას გადახდა.
ყველასთვის ცნობილია იაფი ტანსაცმლისა და აქსესუარების პოპულარული ჩინური საიტები, რომლებიც მომხმარებელს უდიდეს ასორტიმენტს სთავაზობენ კაპიკებში. მსგავსი ინტერნეტმაღაზიების მომხმარებლების უმეტესობა ელის, რომ ამანათიდან ზუსტად იმ ნივთს ამოიღებს, რაც ფოტოზე იხილა.
მაგრამ, სამწუხაროდ, მოლოდინი ხშირად რეალობას არ ემთხვევა. ასე, მაგალითად, სექსუალური საღამოს კაბის ნაცვლად, შესაძლოა, მიიღოთ უფორმო ნივთი, რომელიც ჩვარს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე სამოსს.
სწორედ ერთმა ასეთმა შემთხვევამ მიიქცია ბრიტანული ინტერნეტ-პორტალის, MailOnline-ის ყურადღება. როგორც ფოტოებზე ჩანს, კატალოგის მოდელებსა და ქალებს, რომლებმაც ნივთი შეიძინეს, ერთი და იგივე მოდელი აცვიათ, თუმცა კაბა ორივე მათგანზე აბსოლუტურად სხვადასხვანაირად გამოიყურება.
როგორც ჩანს, ქალმა ამ კაბის ყიდვა მას მერე გადაწყვიტა, რაც მსახიობ ჯეიმი ალექსანდრეს თამამი ჩაცმულობა იხილა ერთ-ერთ წვეულებაზე.
მსგავსი მაგალითი უამრავია, ყველაზე საინტერესოები ჩვენს ფოტოგალერეაში შევკრიბეთ.
იხილეთ ფოტოგალერეა