ლონდონში მოღვაწე 33 წლის ქართველი დიზაინერი თენგიზ ჩარკვიანი საკმაოდ წარმატებულია თავის სფეროში და CHARKVIANI-ს სახელითაა ცნობილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
ძირითადად, იგი ქალის ფეხსაცმელებზე მუშაობს და მის კლიენტებს შორის არაერთი მეგავარსკვლავიცაა.
ლონდონის ხელოვნებისა და მოდის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ცნობილ დიზაინერთად, ალექსანდრე მაკქუინთან ერთად დაიწყო მუშაობა.
მას შეკერილი აქვს ფეხსაცმელი ბიონსესთვის, Pussycat Dolls-ის სოლისტ ნიკოლ შერზინგერისთვის, Game of Thrones-ის ვარსკვლავ ნატალი დორმასთვის. ცნობილი მსახიობი დაიან კრიუგერი კი მისი ფეხსაცმელების ნამდვილი თაყვანისმცემელია.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გავლენიანი ინგლისური მოდის ჟურნალი ქეით მიდლტონს სწორედ ჩარკვიანის ფეხსაცმლის ჩაცმას ურჩევს.
იხილეთ ფოტოგალერეა