60 წელი დიდი დროა და რა გასაკვირია, რომ სილამაზის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა. თუმცა, თანამედროვე ქალების სამარცხვინოდ, 60 წლის წინ უფრო ტანადი ქალები ცხოვრობდნენ.
იბადება კითხვა, რამ გაასუქა ასე მასიურად გოგონები? მაშინ, როცა ჩვენი ბებიები ახალგაზრდობაში სპორტდარბაზებში არ დადიოდნენ და სიტყვა დიეტის მნიშვნელობა არც კი იცოდნენ.
ამ საკითხის კვლევაში სპეციალისტები ჩაერთვნენ და უფრო თვალსაჩინო მაგალითისთვის კონკრეტული წონა და სხეულის პროპორციები გამოიყენეს. ე.წ. გიტარა ტანი - ფუმფულა მკერდი, იდეალური პრესი და სექსუალური თეძოები ადრე ჩვეულებრივ აღნაგობად ითვლებოდა, დღეს კი მსგავსი სხეული მხოლოდ პლასტიკური ოპერაციით თუ მიიღწევა.
1954 წელს ქალის სხეული საშუალოდ ასე გამოიყურებოდა: სიმაღლე - 158 სანტიმეტრი, წონა - 60 კილოგრამი. მკერდი - 90, წელი - 68, თეძო - 93. კაბის ზომა: 40. როგორც ბრიტანეთის ეროვნული ზომის (UK National Sizing) კვლევით ორგანიზაციაში აცხადებენ, დღეს ქალების ფორმები ზედმეტად გაიზარდა. საშუალოდ, თანამედროვე ქალის ტანი ასეთი პროპორციისაა: სიმაღლე - 162 სანტიმეტრი, მკერდი - 96, წელი - 86, თეძო - 101, კაბის ზომა: 44. წონა - 65 კილოგრამი.
იხილეთ სტატია სრულად