შორენას ბლოგი: როცა დედას თვალწინ შვილი უკვდება ...
შორენას ბლოგი: როცა დედას თვალწინ შვილი უკვდება ...
ხვალ ბარბარობაა - ქართველებისთვის დიდი და საყვარელი დღესასწაული. ხვალ ჩატარდება სადღესასწაულო ლიტურგიები ტაძრებში, ოჯახებში გამოცხვება ლობიანები, ადამიანები ეცდებიან, კარგი ამბები "დაიბედონ" და მომავალ წელს პოზიტიური განცდებით შეხვდნენ...

მეც ძალიან მიყვარს ბარბარობა და სულაც არ მინდა დაგამძიმოთ დარდით და ნაღველით, მაგრამ მაინც ვბედავ იმ იმედით, რომ გამიგებთ იმ ტკივილს, რომელიც ეს ბოლო პერიოდი ძალიან მაწუხებს...

რამდენიმე დღის წინ საქართველო კიდევ ერთი ბავშვის სიკვდილმა შეძრა: 1 წლის ბარბარე მოლაშვილი, რომლის გადასარჩენად ბევრი ადამიანი გაერთიანდა, თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა... ჩვენ - ყველას - დაგვაგვიანდა!.. სამწუხაროდ, საუბედუროდ, დაგვაგვიანდა!.. და ახლა უკვე ვერც ცრემლით, ვერც სიტყვით, ვერც სინანულით ვეღარაფერს შევცვლით... ვეღარ ვუშველით მის უბედურ დედას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მდუღარე ცრემლით შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვდა...

ჩვენ დავაგვიანეთ!.. - ყველამ: ვინც ამ დროს რესტორანში იჯდა და უდარდელად ქეიფობდა, ვინც ჩინოვნიკის თბილ სკამზე მოკალათებული საკუთარ საქმეებს ჩაჰკირკიტებდა, ვინც დახმარებას აპირებდა, მაგრამ ბანკამდე, მშობლებამდე მისვლა ვერა და ვერ მოახერხა, ვინც ფიქრობდა: "ეჰ. ასეთი იმდენია, რას გაწვდები!..", ვინც ერთგვარი თანაგრძნობისა და თანამონაწილეობის განცდით ფოტოს აშეარებდა, ვინც ფიქრობდა, რომ ინფორმაციის გაზიარებაც საკმარისია, იქნებ სპონსორი გამოჩნდეს... ვინც თანხა გადარიცხა, მაგრამ მაინც ვერაფერი იღონა, რადგან ოპერაციისთვის საჭირო რაოდენობა გვიან შეგროვდა ... - ყველას დაგვაგვიანდა, მაგრამ მჯერა: ყველას გვეტკინა! ყველას შხამიანი ისარივით დაგვესო გულზე და, ალბათ, ასევე ყველამ ვიგრძენით ის ცივი ჟრჟოლა, რასაც სინდისის ხმა ჰქვია...

ეს რამდენიმე საღამო, როცა მარტო ვრჩები საკუთარ თავთან, მიმძიმს იმ გასაოცრად ლამაზი და ბრდღვიალა თვალების ცქერა, რომელიც ფოტოდან იმზირება... სულ ახლახან კი ეს თვალები დედას, ექიმებს, ჩვენ მუდარით გვიმზერდა... თვალს ვერ ვუსწორებ და მრცხვენია, მტკივა, სულის ყველა ნაწილი მეფლითება, როცა ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ... არადა, იქნებ გადაგვერჩინა?! ყველა ერთბაშად, მაშინვე რომ წამოვმხტარიყავით და თუნდაც მცირე, სულ მცირე თანხით დავხმარებოდით... იქნებ გადაგვერჩინა?! ის ხომ ისეთი პატარა, უმწეო არსება იყო! მას არაფერი დაუშავებია სამყაროსთვის: ჩემთვის, შენთვის, ქვეყნისთვის, თავად ღმერთისთვის! ის ხომ კრიალა, უცოდველი თვალებით გვიყურებდა და სიცოცხლისთვის უიმედოდ იბრძოდა!

მახსოვს, ასევე ვცდილობდით ერთი პატარა ბიჭის სიცოცხლის გადარჩენას, რომელსაც უცხოეთის კლინიკაში ასევე ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდებოდა. მისთვის სამსახურში ყულაბა დავდგით. და როგორ გგონიათ, ვინ იყვნენ ძირითადი შემომწირველები? - ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. ისინი, ვისაც მშობლობის ტკბილ-მწარე გემო ჯერ არ განუცდია. ღმერთმა ყველა დედას კარგად უმყოფოს შვილი, მაგრამ მე გამაოცა ზოგიერთი დედის გულგრილობამ... სამაგიეროდ, დიდი იმედი და სიამაყე ჩამინერგა ახალმა თაობამ - მათ ჩვენზე მეტის განცდა და გაზიარება შეუძლიათ! ის ბიჭუნაც, საუბედუროდ, დაგვეღუპა, ასევე დაგვიანებული მკურნალობის გამო... ალბათ, გახსოვთ მომაკვდავი პატარა გოგონას სულისშემძვრელი წერილიც, სადაც ნატრობდა, რომ ის ყოფილიყო ბოლო მსხვერპლი, რომელიც უსახსრობის გამო იღუპება... ასეთი ბავშვები საქართველოში უკვე მრავლად
You must have Flash Player installed in order to see this player.
არიან... ჩვენ კი არაფერი შეგვიძლია!..

იქნებ ახლა მაინც სერიოზულად გვეფიქრა იმაზე, რომ საჭიროა, საჩქაროა, სახელმწიფომ მთელი შესაძლო რესურსი მიმართოს მსგავსი ბავშვების დახმარებისკენ და იქნებ, ამასთან ერთად, თითოეულმა ჩვენგანმა ზუსტად განსაზღვრული პერიოდულობით განსაზღვრული თანხა იმ საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხოს, რომლებიც უკვე არსებობს და, ალბათ, კიდევ შესაქმნელია... ჩვენ ხომ ასე მონდომებით ვწირავთ საკუთარი სულების მოსახსენიებლად - ზოგი მსუყე თანხებს და ზოგიც ბოლო კაპიკებს - რატომ არ უნდა გავიმეტოთ თუნდაც მცირეოდენი მაინც იმ პატარა სიცოცხლეებისა და სულებისთვის, რომელთაც ჩვენ გარეშე გარდაუვალი სიკვდილი ელით!

ნუ იტყვით, რომ ეს "ზღვაში წვეთია", ანდა თუნდაც, იყოს "წვეთი"! წარმოიდგინეთ, რამდენ ოჯახს ავარიდებთ გადიდებულ სურათს და რამდენ კრიალა თვალს მივცემთ სიცოცხლით ტკბობის საშუალებას! ხომ იცით, იმაზე დიდი უბედურება, იმაზე საშინელი სიმწარე არ არსებობს, როცა დედას შვილი თვალწინ უკვდება! და სანამ ასე ხდება, ჩვენ - ყველას - უკვე დიდი ხანია, დაგვაგვიანდა!!!

ხვალ ბარბარობაა! ვისაც გვწამს და გვჯერა, რომ პატარა ბარბარე და მისნაირები უფალთან არიან, ეს დიდი შვებაა! მე ყველას - მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც - ბედნიერ ბარბარობას და ახალ წელს გისურვებთ!


კომენტარები (3)
შორენა
დიდი მადლობა, ნინი! მეც გილოცავ!
ნინი
ძალიან კარგად წერ და ძალიან მომწონს შენი ბლოგი. ბარბარობას გილოცავ!!!
ლალი
ძალიან მტკივა გულიი:(( რაც შევძელი დავეხმარე მეც,მარა მართლა დავაგვიანეთ....უფალო ნათელში ამყოფე პატარა ბარბარე:(((((
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საქმე №109. თავი 11. საუბრები წარსულზე
10:49 / 28-04-2017
ცოტაც და კედლებზე გავიდოდა მაჩაბელი, უფროსის გადაწყვეტილება რომ მოისმინა.
საუკეთესო ეპიზოდები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
12:03 / 26-04-2017
თუ ხარისხიან დეტექტივებს აფასებთ და გაქვთ სურვილი, კარგ სერიალს უყუროთ, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 – 18:00 სთ-ზე
საქმე №109. თავი 10. მოულოდნელი მოგზაურობა
10:52 / 25-04-2017
დარასელი ნერვიულად სცემდა ბოლთას საკონფერენციო დარბაზში, თათბირი ათ წუთში რომ უნდა დაწყებულიყო და ჯერ იმ ორიდან არც ერთი ჩანდა, თვითონ ყველაზე მეტად ვინც აინტერესებდა.
შოშიას ბლოგი: ... როცა გოგონას გოგონა შეუყვარდება...
12:50 / 24-04-2017
ამას წინათ ტრანსპორტში უსიამოვნო საუბარს შევესწარი. უფრო ზუსტად კი, თითქმის ძალად მომასმენინეს ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელსაც გოგონა შეუყვარდა და ამის გამო ოჯახთან სერიოზული პრობლემა შეექმნა.
მარიამის ბლოგი: ორი რამ, რისიც მწამდა
20:08 / 22-04-2017
იმ დღესაც არ მინახავს სიზმარი, ის, თითქმის არასდროს მსტუმრობს, ამიტომ ამ ფაქტისთვის ხაზის გასმა არც არასდროს მიწევს.
საქმე № 109. თავი 9. პირველი კოცნა
11:27 / 21-04-2017
მეორე დილით ელენემ თავი ძლივს ასწია ბალიშიდან და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მსხვილფეხა პირუტყვთა ჯოგმა გადაურბინა. თავდაპირველად, ვერც კი გაიაზრა, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში.
საუკეთესო ციტატები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
11:27 / 19-04-2017
”კრიმინალური აზროვნება” ძალიან საინტერესო დეტექტიური სერიალია, თრილერის ელემენტებით, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
მოულოდნელი სტუმრები, ანუ როგორ გავშალოთ სუფრა 30 წუთში – არაფრისგან
10:50 / 19-04-2017
სტატისტიკური კვლევა რომ ჩავატაროთ, ალბათ, ყველაზე მეტი სტუმარი ჩემს თანამშრომელს, ორმოცდარაღაცა წლის ნატოს მისდის სახლში, რომელიც სამსახურში თავისი განუმეორებელი კერძებითაა განთქმული.
საქმე № 109. თავი 8. საუბარი უფროსთან
22:46 / 18-04-2017
– ელე, რა მოხდა?! – გიორგი კი, აღელვებული რომ შევიდა შიგნით და მისი სახე ხელებში მოიქცია, ელენემ მეტს ვეღარ გაუძლო. ნიკაპაკანკალებულმა ძლიერად იკბინა ტუჩზე, როგორმე თავი რომ შეეკავებინა, თუმცა მაინც არ გამოუვიდა და საბოლოოდ ისე ატირდა, ვერც გაიაზრა, როგორ აღმოჩნდა უფროსის მხარზე თავჩამოდებული.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი