თეა’ს ბლოგი - სილამაზე და დიდი ცხვირი
თეა’ს ბლოგი - სილამაზე და დიდი ცხვირი
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვის საქმეებში მუდამ ცხვირს ყოფენ; ან კიდევ ისეთები, რომლებიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებენ… სიამოვნებით ვიქნებოდი ამ სამიდან რომელიმე, ოღონდაც პატარა და ლამაზი ცხვირი მქონოდა… მაგრამ, არა! მე ვარ ჭკვიანი, კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე გოგო – დიდი ცხვირით.

არადა, რა ლამაზი ცხვირი მქონდა ბავშვობაში. ნათესავები – „კნოპკას“ მეძახდნენ და გაუთავებლად აქებდნენ ჩემი ცხვირის იდეალურ პარამეტრებს – მანამ, სანამ ჩემმა კლასელმა ერთ მშვენიერ დღესაც არ შეცვალა იგი.

ეს მოხდა სკოლის დერეფანში. ცუდი განზრახვა არ ჰქონია, უბრალოდ, რატომღაც იფიქრა, აგრესიით გამოეხატა თავისი სიყვარული ჩემდამი და ხელი ძლიერად მკრა. მე წავბორძიკდი და გიგანტურ, ფერადი მოზაიკით მოპირკეთებულ ლარნაკს ცხვირით შევასკდი…

იმ ავბედითი დღის შემდეგ ვხედავდი, როგორ ეცემოდა ნელ-ნელა დაბლა ჩემი თვითშეფასების კოეფიციენტი და როგორ იზრდებოდა კეხი, რომელმაც ჩემი ლამაზი პროფილი და ცხოვრება შესამჩნევად შეცვალა.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხვირზე ხუმრობდნენ… „კაუჭას“, „სკვინჩას“ და რას აღარ მეძახდნენ… მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ კეხი განსაკუთრებულ იერს მმატებდა და ძალიანაც მიხდებოდა. რომ იდუმალ, გრძნეულ ქალს ვგავდი…

კომპლექსების მიუხედავად, შეყვარებულიც მყავდა… ჩვენ ერთად 2 წელი ბედნიერები ვიყავით. მერე, ერთხელაც საოცარი კომპლიმენტი მითხრა:

შენს ლამაზ თვალებში შეიძლება ჩაიძიროს ადამიანი… ცხვირზე კი – თავი ჩამოიხრჩოს“ - ამ „ხუმრობის“ მერე რაღაც ვეღარ აეწყო ჩვენი ურთიერთობა და მალევე „დავიშალეთ“. არ მინერვიულია. ავდექი და ყველაფერი „ცხვირზე დავიკიდე“...

ჩემი თვითშეფასების კოეფიციენტი ცოტათი მაშინ გაიზარდა, როდესაც უნივერსიტეტში გავიცანი გოგო, რომელსაც სახე – ცხვირის უკან ჰქონდა დამალული… ვარცხნილობაც არასწორად ჰქონდა შერჩეული. წინამო და „კარე“, რომლიდანაც მხოლოდ გიგანტური ცხვირი გამოსჭვიოდა. ჯგუფელებმა ხუმრობით „ტუკანი“ შეარქვეს. თქვენ გგონიათ, ეს გოგო წუხდა ამის გამო? – სულაც არა! ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არაფერს იმჩნევდა და თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა. ჩემი ცხვირი, მის ცხვირთან შედარებით – ბეღურას ნისკარტივით იყო… ეს ამბავი მახარებდა და ვცდილობდი, ლექციებზე სულ მის გვერდით დავმჯდარიყავი…

სწავლა რომ დავამთავრეთ, მას მერე აღარ მინახავს… რატომღაც ხშირად მახსენდებოდა და მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა, რას საქმიანობდა… მუშაობდა თუ არა, გათხოვდა თუ ისევ ამაყად დაატარებდა სახეზე დასკუპებულ „ტუკანის“ ნისკარტს…

რაღა დაგიმალოთ და პლასტიკურ ოპერაციაზეც კი ვიფიქრე, მაგრამ გაკეთება ვერ გავბედე. ჯერ ერთი, ტკივილის საშინლად მეშინია, მეორეც, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავძლო 3 დღე-ღამე ცხვირში ტამპონებით და სულ ღია მქონდეს პირი, მესამე და მთავარი მიზეზი – 5000 ლარია, რომელსაც ვერაფრით მოვუყარე თავი… ამიტომაც ჩემს ბედს და ცხვირს შეგუებული, სამსახურში დავდიოდი და რომანტიკულ თავგადასავლებს მხოლოდ სიზმარში ვხედავდი…

და აი, ერთხელაც, ქუჩაში, სრულიად შემთხვევით ერთმა მომხიბვლელმა გოგომ გამაჩერა… სახელით მომმართა და გახარებული გადამეხვია… რა თქმა უნდა, ვერ ვიცანი… ვერ ვიცანი და ვერც ის დავიჯერე, რომ ჩემ წინაშე ტუკანი იდგა… ოღონდ, ნისკარტის გარეშე…

– ვაიმე, ცხვირი რა უყავი-მეთქი, უნებურად აღმომხდა…

– პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე…

როგორც ჩანს, მაინც აწუხებდა პინოქიოს კომპლექსი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა.

მისი ასეთი რადიკალური გარდასახვის მიუხედავად, ოპერაციის გაკეთება მაინც ვერ გავბედე. პრინციპში, აღარც დამჭირდა. თვითშეფასების ასამაღლებლად სხვა ხერხს მივმართე, ფსიქოლოგთან ჩავეწერე კონსულტაციაზე. მან დამარწმუნა, რომ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, მიუხედავად ყველაფრისა. ასევე, დამარწმუნა იმაშიც, რომ ქალები საკუთარ გარეგნობას სხვა თვალით აღვიქვამთ. იმ ხარვეზებს, რასაც ჩვენ ”აღმოვაჩენთ” ხოლმე საკუთარ გარეგნობაში, უმეტესობა ვერც ამჩნევს. ჩვენ გადამეტებულ ყურადღებას ვამახვილებთ ყოველ დეტალზე და ჰიპერბოლიზებას ვუკეთებთ ”პრობლემებს”, რომლებიც სინამდვილეში შესაძლოა არც არსებობდეს…

ჩემი ფსიქოლოგი იმდენად ღრმად შევიდა როლში და ისე ძალიან ცდილობდა, საკუთარი სილამაზის მერწმუნა, რომ მგონი, თავადაც ირწმუნა და შევუყვარდი…

ახლა ახალი შეყვარებული მყავს, რომელიც თვალებში მიყურებს და ჩემი მზერის სიღრმეში სიამოვნებით იძირება. თავის ჩამოხრჩობის სურვილი კი ჯერჯერობით არ გასჩენია…
წყარო
You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (5)
მმ
დამიჯერეთ კბილის დაპლომბვაზე უარესი სულაც არ არის. მე გაკეთებული მაქვს და ვერც ამჩნევენ. ექიმი ანზორ ქურიძეა-მადლობა ანზორ! ვერც მე ვხვდები ანზორის გაკეთებულ ცხვირს .თუმცა ბევრ ახალ გაცნობილში აღმოვაჩინე ერთმანეთთან საუბრის დროს, გაოცებულები დავრჩით ყველა.
ნათია
კარგია ფსიქოლოი, მაბრამ სარკემ, მე მაინც მართალი ვარო . მაინც "მოვიჭრი" ✂
Qeto
მეც მაწუხებს ცხვირის კომპლექსი. სამწუხაროდ ხშირად ვფიქრობ ოპერაციის გაკეთებაზე, მაგრამ ძალიან მეშინია :(
ოტო
ძალიან ვიხალისე , ენაკვიმატის მწვერვალი იყო ეს პოსტი , მადლობა ავტორს !!!
Nino
რა ჯობია კეხს
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საქმე №109. თავი 11. საუბრები წარსულზე
10:49 / 28-04-2017
ცოტაც და კედლებზე გავიდოდა მაჩაბელი, უფროსის გადაწყვეტილება რომ მოისმინა.
საუკეთესო ეპიზოდები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
12:03 / 26-04-2017
თუ ხარისხიან დეტექტივებს აფასებთ და გაქვთ სურვილი, კარგ სერიალს უყუროთ, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 – 18:00 სთ-ზე
საქმე №109. თავი 10. მოულოდნელი მოგზაურობა
10:52 / 25-04-2017
დარასელი ნერვიულად სცემდა ბოლთას საკონფერენციო დარბაზში, თათბირი ათ წუთში რომ უნდა დაწყებულიყო და ჯერ იმ ორიდან არც ერთი ჩანდა, თვითონ ყველაზე მეტად ვინც აინტერესებდა.
შოშიას ბლოგი: ... როცა გოგონას გოგონა შეუყვარდება...
12:50 / 24-04-2017
ამას წინათ ტრანსპორტში უსიამოვნო საუბარს შევესწარი. უფრო ზუსტად კი, თითქმის ძალად მომასმენინეს ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელსაც გოგონა შეუყვარდა და ამის გამო ოჯახთან სერიოზული პრობლემა შეექმნა.
მარიამის ბლოგი: ორი რამ, რისიც მწამდა
20:08 / 22-04-2017
იმ დღესაც არ მინახავს სიზმარი, ის, თითქმის არასდროს მსტუმრობს, ამიტომ ამ ფაქტისთვის ხაზის გასმა არც არასდროს მიწევს.
საქმე № 109. თავი 9. პირველი კოცნა
11:27 / 21-04-2017
მეორე დილით ელენემ თავი ძლივს ასწია ბალიშიდან და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მსხვილფეხა პირუტყვთა ჯოგმა გადაურბინა. თავდაპირველად, ვერც კი გაიაზრა, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში.
საუკეთესო ციტატები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
11:27 / 19-04-2017
”კრიმინალური აზროვნება” ძალიან საინტერესო დეტექტიური სერიალია, თრილერის ელემენტებით, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
მოულოდნელი სტუმრები, ანუ როგორ გავშალოთ სუფრა 30 წუთში – არაფრისგან
10:50 / 19-04-2017
სტატისტიკური კვლევა რომ ჩავატაროთ, ალბათ, ყველაზე მეტი სტუმარი ჩემს თანამშრომელს, ორმოცდარაღაცა წლის ნატოს მისდის სახლში, რომელიც სამსახურში თავისი განუმეორებელი კერძებითაა განთქმული.
საქმე № 109. თავი 8. საუბარი უფროსთან
22:46 / 18-04-2017
– ელე, რა მოხდა?! – გიორგი კი, აღელვებული რომ შევიდა შიგნით და მისი სახე ხელებში მოიქცია, ელენემ მეტს ვეღარ გაუძლო. ნიკაპაკანკალებულმა ძლიერად იკბინა ტუჩზე, როგორმე თავი რომ შეეკავებინა, თუმცა მაინც არ გამოუვიდა და საბოლოოდ ისე ატირდა, ვერც გაიაზრა, როგორ აღმოჩნდა უფროსის მხარზე თავჩამოდებული.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი