შორენას ბლოგი: ჩემი „ქალური ბედნიერება“!
შორენას ბლოგი: ჩემი „ქალური ბედნიერება“!
ამას წინათ თანამშრომელმა ხუმრობით პლაკატი მაჩუქა, რომელზე გამოსახული სურათიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ნანახი აქვს: „ქართველი ქალის ახალი წელი!“ - გაგახსენდათ? :)
სურათზე ქალი რეცხავს, აუთოებს, ალაგებს, დარბის მაღაზიებში, არჩევს საჩუქრებს, აწყობს ნაძვის ხეს, უვლის ბავშვებს, აკეთებს სამსართულიან სადილებს და როცა საათი 12-ს ჩამოჰკრავს, ქანცგაცლილი და ღონემიხდილი მიეგდება სავარძელში! ესაა ჩვენი ახალი წელიც, შობაც და აღდგომაც!.. :)))
სამაგიეროდ, დამსახურებულად ვიღებთ გრძელ სადღეგრძელოს, რომელსაც სახელად ხან „მანდილოსნების“ ჰქვია, ხან კი - „ქალური ბედნიერების“... :)))

ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, უნებურად თვალწინ მიდგები შენ, რომელიც მთელ დღეს ფუსფუსში ატარებ. ნახევარი საათითაც რომ ჩამოჯდები, თითქოს, სინდისი გქენჯნის, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი ვერ მოასწარი. უცბად გამოცლი ფინჯან ყავას და ფანჯრების წმენდის შემდეგ იატაკის მოხეხვას იწყებ. საღამოსთვის ვახშამიც მოსამზადებელი გაქვს! - სამსახურიდან დაღლილ ქმარს ელოდები... ნიგვზის დაჭრაც უნდა მოასწრო გოზინაყისთვის, თორემ ახალი წელი უკვე კარს მოგადგა!
თვალწინ მიდგები შენც, ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებ და საღამოს დაღლილი პირდაპირ სახლისკენ გარბიხარ, „ცალ ფეხზე“ დგახარ ტრანსპორტში, სადაც ცხვირ-პირში უსიამოვნო ოხშივარს გასუნთქებენ... ერთი სული გაქვს, სახლამდე მიაღწიო, რომ ტანზე გამოიცვალო და ოჯახს მსუბუქი ვახშამი მაინც მოუმზადო - მშივრები შენ გელოდებიან!.. მერე საყიდლების სიას თვალი გადაავლო. მოუცლელობის გამო უკვე მერამდენედ გადადე მაღაზიებში წასვლა, მაგრამ იქნებ ბაზრობა სჯობდეს? - შედარებით იაფი დაგიჯდება, სამაგიეროდ, რკინის ქალამნებზე უფრო გამძლე ნერვები დაგჭირდება!.. სახლს ვინ დაალაგებს? - ესეც უკვე მერამდენედ შემოგეხარჯა დამლაგებლისთვის გადადებული ფული, მაგრამ ახლა სხვა გზაა აღარაა - შენ ხომ არც დრო გაქვს და აღარც ენერგია!
Image result for angry woman in kitchen pin up,
გხედავ შენც, ვინც ჯერ ახალგაზრდა ხარ, თავისუფალი ცხოვრებით ტკბები ანდა სულ ახლახან შეები იმაში, რასაც ქართველებმა უკეთესი სახელი ვერ მოვუფიქრეთ და „უღელს“ ვეძახით (ალბათ, ასეცაა). შენ უკვე დიდი ხანია მორთე ნაძვის ხე და ნაკლებად განაღვლებს ქართული ტრადიციული სუფრის სიძნელეები! შენ და შენი ასევე ახალგაზრდა, ლაღი მეუღლე ახალ წელს მეგობრებთან ერთად, მხიარულ კომპანიაში შეხვდებით: ალბათ, დალევთ, ბევრს იცეკვებთ და თქვენებურად „გააჯაზებთ“. მეორე დღეს კი, როცა მოგშივათ, მშობლებს ესტუმრებით, რომლებსაც თქვენი მისვლა ყოველთვის უხარიათ და თქვენთვის ბევრი გემრიელობა მოეპოვებათ!

გხედავ შენც, ვინც მთელი დღე ქუჩაში, სიცივეში ვაჭრობ, რომ სახლში მართლა „ორი კაპიკი“ შეიტანო!.. გხედავ შენც, ვინც სოფლად ბაღ-ბოსტანს, ყანას, ვენახს, საქონელს უვლი და ოჯახსაც სამაგალითოდ უძღვები!.. გხედავ შენც, ვინც საწოლს მიგაჯაჭვა განგებამ, ან ეტლში ზიხარ და სამყაროს ხშირად მხოლოდ ფანჯრიდან უმზერ! ვინც მძიმე სენს ებრძვი და სიკვდილს არ უშინდები! ვინც მთელი ცხოვრება თითქმის გალიე და ახლა გინდა, მშვიდად დატკბე შენი შთამომავლების ბედნიერებით (იმედია, არავინ გამომრჩა და თუ მაინც გამომრჩა, გთხოვთ მაპატიოთ!..)!  - ყველას გხედავთ! ყველას გგრძნობთ და განგიცდით! და შემიძლია დედა დავიფიცო, რომ მინდა ყველას - მიუხედავად თქვენი ხასიათისა, სოციალური მდგომარეობისა, ასაკისა თუ პრინციპებისა, ბედნიერებს
You must have Flash Player installed in order to see this player.
გხედავდეთ! მინდა გყავდეთ ჯანმრთელი და წარმატებული შვილები! თავადაც იყოთ ჯანმრთელები და თქვენი ცხოვრებით კმაყოფილნი: აკეთებდეთ საყვარელ საქმეს და იყოთ რეალიზებული ადამიანები! არავისი გშურდეთ, ბოროტებას უფრთხოდეთ! გიყვარდეთ და უყვარდეთ! გქონდეთ ჰარმონია თქვენს პარტნიორთან და არ იტანჯებოდეთ ნევროზით! ალაგებდეთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან! გყავდეთ ერთგული მეგობრები! არ გეშინოდეთ ხვალინდელი დღის და ეკონომიკური რყევების! ცხოვრობდეთ სტაბილურ და სამართლიან სახელმწიფოში! შეგეძლოთ წელიწადში ერთხელ მაინც ადამიანურად დასვენება! გქონდეთ უზრუნველყოფილი და მშვიდი სიბერე! ჩემთვის სწორედ ესაა ის ყბადაღებული „ქალური ბედნიერება“, რომელსაც მამაკაცები დიდი ზარზეიმით და, მჯერა, რომ გულწრფელად, გვისურვებენ ხოლმე თავიანთ დაუსრულებელ სადღეგრძელოებში! :)

იხილეთ ასევე: შორენას ბლოგი: ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს...



კომენტარები (5)
emigranti
ცოტა წავიტირე,გაიხარე,შვილო,მომენატრა ქართული ახალი წელი
მსქროლავი ტროლი
ორთავენიც კარგები ხართ.... ეჰ, ნეტა ვინმე მადლიანი ასე დალაგებულად ჩვენზეც დაწერდეს - ეჭვი მაქვს, კაცური ბედნიერებაც უნდა არსებობდეს....
ლალი
ძალიან მომეწონა თქვენი სტატია ქალბატონო შორენა და ამიტომ, თქვენი ბლოგიც გავაზიარე.ქართველებს ერთმანეთისთვის მისალმება და გაღიმება არ უნდა გვენანებოდეს, მაგრამ რა ვუყოთ ამ სტერეოტიპებს,ასე ღრმად რომ გვაქვს გამჯდარი...
შორენა
დიდი მადლობა, მაკა!
მაკა
3 კარგი გოგო ხარ შორე შენ
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შორენას ბლოგი: რატომ მიყვარს ძველით ახალი წელი!
17:18 / 14-01-2017
ძალიან მიყვარს ძველით ახალი წელი იმიტომ, რომ ცხონებულ მამაჩემს უყვარდა. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ნამდვილი ახალი წელი შობის შემდეგ, 14 აინვარს დგება. დაკლავდა ღორს, ააშიშხინებდა მწვადებს, დაუძახებდა მეზობლებსა და მოკეთეებს, ჩავიდოდით ქალაქიდან ჩვენც...
შორენას ბლოგი: რა ხდება, როცა თბილისში უცნობ ადამიანს გაუღიმებ...
12:38 / 13-01-2017
არ ვიცი, გჯერათ თუ არა ახალი წლის საოცარი ღამის, ბედობის, მამლის წლის და ათასგვარი ჰოროსკოპის, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ სადღესასწაულო სუფრას შლით, საჩუქრებს ყიდულობთ და ასტროლოგებსაც მაინც - ყოველი შემთხვევისთვის - უსმენთ.
შორენას ბლოგი: "მე ვაკელი მეგონე!"
11:48 / 10-01-2017
იმის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, სად და როგორ გავიცანი....
მე დავრჩები გოგოდ, რომელიც გაქრა!
11:32 / 10-01-2017
მუსიკა მეორდება. მერამდენედ ირთვება თავიდან და სიტყვები მაინც ისევე მიძვრება სულში, როგორც პირველი მოსმენისას.
ეს აუტანელი ქართველი კაცები (ნანა ცხვარაშვილის ბლოგი)
22:47 / 09-01-2017
კრებითი სახელის გამოყენება საერთოდ არ მჩვევია, არც ერთი ადამიანის "უკუღმართობის" გამო მთელი ერის ლანძღვა მახასიათებს.
წინა საახალწლო პოსტი ქალებისთვის
14:12 / 31-12-2016
თქვენი არ ვიცი და მე, შობა-ახალი წელი, ჰოლივუდურ ფილმებში როა, ისეთი მიყვარს.
შორენას ბლოგი: ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს...
10:22 / 26-12-2016
ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს, ალბათ, ახლა სულ სხვაგვარად ვიჭიკჭიკებდი...
შორენას ბლოგი: "ნეტა, ამ სურვილს ამისრულებდი?!"
13:11 / 23-12-2016
განა არ ვიცი, რომ არ არსებობ?!.. – ვიცი, მაგრამ მაინც მინდა მოგიყვე... იმიტომ, რომ გული მაქვს გადალეული ამდენი დარდითა და ფიქრით... გუშინ ფსიქოლოგთან ჩავეწერე სკოლაში, მაგრამ ჯერ მისთვის არაფერი მითქვამს, მერიდება...
თეა’ს ბლოგი - სილამაზე და დიდი ცხვირი
10:38 / 23-12-2016
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვის საქმეებში მუდამ ცხვირს ყოფენ; ან კიდევ ისეთები, რომლებიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებენ…
შორენას ბლოგი: სხვანაირი კაცი
14:28 / 19-12-2016
ვინც ძველი "პირველი არხის" (ამჟამინდელი "საზოგადოებრივი მაუწყებლის") შენობაში ყოფილხართ, გეცოდინებათ პირველი და მეორე კორპუსების შემაერთებელი შუშის ხიდი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31