წინა საახალწლო პოსტი ქალებისთვის
წინა საახალწლო პოსტი ქალებისთვის
თქვენი არ ვიცი და მე, შობა-ახალი წელი, ჰოლივუდურ ფილმებში როა, ისეთი მიყვარს. მყუდრო სახლი, ანთებული ბუხარი, რომელზეც ფერადი წინდებია ჩამოკიდებული, დიდი და ლამაზი ნაძვის ხე და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან (ან ორივე ერთად) მხიარულება დილამდე.

31 დეკემბერს, ისე ვიღლები ხოლმე, რომ ლამის 12 საათზე დამეძინოს. „ვიქენდებისა“ არ იყოს, რეცხავ, ალაგებ, წმენდ, აუთოვებ, საჭმელს ამზადებ, არადა დასვენების დღეები ჰქვია… რამდენჯერ მინატრია, კაცად დავბადებულიყავი… განსაკუთრებით კი, 31 დეკემბერს. – რა ჯობია, წამოვგორდებოდი დივანზე პულტით ხელში და საახალწლო გადაცემებს ვუყურებდი, მერე მაგრამ ვინ მოგვცა მაგის ბედნიერება ჩვენ, ქალებს? მით უმეტეს, დიასახლისებს? პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და 12 საათამდე სუფრაც გაშლილი უნდა გვქონდეს…

რაღაცით, გამოცდის ჩაბარებას ჰგავს, ყველაფერი რომ უნდა მოასწრო… ან კონკიას შებრუნებულ ვარიანტს. 12-მდე დიასახლისი ხარ და 12-ის შემდეგ შეგიძლია თავს უფლება მისცე, რომ ოჯახის წევრებთან ერთად სუფრასთან დაჯდე, ფანჯრიდან სალუტებს მიადევნო თვალი, ბავშვები დააწვინო და თუ გაუძელი, საახალწლო გადაცემებს უყურო მეუღლესთან ერთად (ჭურჭელი შეიძლება მეორე დღესაც დარეცხო).

მომდევნო დღეებში, სავარაუდოდ სტუმრების მიღებაც მოგიწევს. საჭმლის მარაგის კონტროლიც და ნაბახუსევი მეუღლის წუწუნის ატანაც, რომელმაც შარშანდელი საახალწლო მენიუდან მანდარინი ამოიღო, წლევანდელიდან — სალათი „ოლივიე“ და მაინც ვერ გაუგია, რის გამოა ასე ცუდად.

ძვირფასო დიასახლისებო, ამ პოსტით თქვენს გამხიარულებას შევეცდები და წინა საახალწლო, სახალისო სცენარს შემოგთავაზებთ!

(წინა საახალწლო მზადების ერთ-ერთი ვერსია ქალებისათვის)

ანაწილებთ თანხას და დროს, ფიქრობთ სადღესასწაულო კერძებზე და ითვლით სტუმრების რაოდენობას;
მოგაქვთ პროდუქტები, ალაგებთ ბინას, წვავთ-ხარშავთ-თუშავთ-აცხობთ. სამზარეულოდან აგდებთ ბავშვებს, ქმარს, შინაურ ცხოველებს (თუ გყავთ), რომლებიც ყოველ წუთას ფეხქვეშ გებლანდებიან (
You must have Flash Player installed in order to see this player.
და ეს ყველაფერი ერთდროულად);
ცდილობთ რამენაირად აიძულოთ მეუღლე (რომელიც ამ დროს „მნიშვნელოვან“ გადაცემას უყურებს ტელევიზორში), გაგეგზავნოთ მაღაზიაში მაიონეზზე;
გამოგაქვთ ჭურჭელი, წმენდთ, შლით მაგიდას და პარალელურად იხედებით ფანჯარაში, იქნებ სადმე თვალი მოჰკრათ თქვენს მეუღლეს, რომელიც უჟმური გამომეტყველებით, ერთი საათის წინ ჩავიდა მაღაზიაში. ლოდინით ნერვებ დაგლეჯილი, აგზავნით ორივე ბავშვს მამის ამოსაყვანად, რომელთა ბავშვური ლოიალურობაც „ჩიფსებით“ მოისყიდეთ;
კიდევ ნახევარი საათის შემდეგ, თავადვე ჩადიხართ, რომ ამოიყვანოთ მეზობლის ბიჭებთან ლაპარაკით და ლუდის „წრუპვით“ გართული მეუღლე და ლოყებ-აწითლებული ბავშვები, რომლებიც თოვლში გორაობდნენ;
უცვლით ბავშვებს ტანსაცმელს და ისევ ბრუნდებით მაღაზიაში, ამჯერად მაიონეზზე;
შლით მაგიდას, ანთებთ ნაძვის ხეს, საბოლოოდ გადაავლებთ თვალს ყველაფერს და ურიგდებით მეუღლეს;
როგორც იქნა! — ბოლო წამებში ასწრებთ ტანსაცმლის გამოცვლას და… — რამე ხომ არ დაგავიწყდათ?..
უი, კიი… — გილოცავთ ახალ წელს!!!!!
კომენტარები (1)
სვეცკი ქალი
გრუზინკებო ნუ გათხოვდებით ღრუზინებზე,და დამერწმუნეთ ყველაფერი კარგად იქნება,ისე შეხვდებით ახალ წელს,როგორც ჰოლივუდულ პილმებშია,საყვარელ ადამიანთან ერთად,რომელიც არა ქმარი,არამედ საყვარელი მამაკაცია,რომელთანაც ,,უღელი,,და ეგრედწოდებული,,კალიცოები,,არ გაკავშირებთ.თქვენ ამ კალიცოებზე იკლავთ თავს,ჰოდა ახლა ნუღარ წუწუნებთ,ეგ თქვენი გრუზინული არჩევანია...
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 26.  მკვლელობა საეჭვო გარემოებაში
17:01 / 21-06-2017
ელენეს ორსულობის პირველი თვეები სრული ჯოჯოხეთი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
აღმოაჩინე ახალი გემო: კულინარიული მოგზაურობა ვენაში, მარსელში, ბარსელონასა და ვერონაში შინიდან გაუსვლელად
16:25 / 20-06-2017
ვინ არ ოცნებობს მოგზაურობაზე? ჩემი აზრით, ცხოვრებაში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი.
შოშიას ბლოგი: მამაკაცები, რომლებიც ჩვენზე გიჟდებიან...
11:52 / 19-06-2017
ისინი ყველაზე მეტად განიცდიან, როცა ჩვენ ფიზიკურად გვტკივა. უზომოდ ღელავენ, როცა სიცხე გვიწევს ან გრიპით გაგუდულები ძლივს ვსუნთქავთ.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 25. ვნებისამშლელი სიბნელე
11:08 / 16-06-2017
ლიფტის კაბინის კედელზე ზურგით აკრული იდგა ლენა და სუნთქვაც შეეკვრებოდა ალბათ, იქაურობა დემნას ჰაერით რომ არ ყოფილიყო გაჯერებული.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 24. პაემანი ლიფტში
09:59 / 13-06-2017
ისე საცოდავად გამოიყურებოდა ელენე... თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, თვალები და ცხვირი ტირილისგან გაწითლებული, ბაგეები კი, შესიებული და აკანკალებული.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 23. იდუმალი სტუმარი
13:52 / 09-06-2017
კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ელენემ ორი წლის შემდეგ პირველად შედგა ფეხი საკუთარ, თუმცა უკვე ყოფილ სახლში.
მშობლების ზედმეტი “მზრუნველობით” გაუბედურებული შვილები…
11:17 / 07-06-2017
დედობა და მამობა ბევრი ადამიანისთვის სტატუსია.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 22. „შვილის მკვლელი“
10:29 / 07-06-2017
– არ დავუკრავ! – ღმერთმა უწყის, მერამდენედ გაიმეორა ლილუმ, გაბრაზებული ხმით და სრული ეფექტისათვის, ზურგიც შეაქცია დედას, მთელი მონდომებით რომ ცდილობდა მის დაყოლიებას.
შოშიას ბლოგი: რატომ "იკიდებენ" კაცები შვილებს განქორწინების შემდეგ?
13:23 / 05-06-2017
ამას წინათ გასაოცარ საუბარს შევესწარი. გასაოცარს პირობითად ვუწოდებ, რადგან ჩემზე ძალიან იმოქმედა და გამაბრაზა.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 21. განაჩენი: უშვილობა!
11:52 / 02-06-2017
კაბის ფრიალით მიმოდიოდა კულისებში ლილუ და ისე ელოდა თავისი რიგის მოსვლას, ბრაზდებოდა კიდეც, თვითონ რომ არ ხსნიდა კონცერტს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი