კრებითი სახელის გამოყენება საერთოდ არ მჩვევია, არც ერთი ადამიანის "უკუღმართობის" გამო მთელი ერის ლანძღვა მახასიათებს.
ამას ჩემი ბლოგებიდანაც მიხვდებოდით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა კრებით სახელს შეგნებულად ვიყენებ და აი, რატომ: უბრალოდ გადით ქუჩაში, რომელიმე მამაკაცი გააჩერეთ და დახმარების მიზნით შეკითხვა დაუსვით. აღარ დავწერ, რაც ამ დროს მათზე თავში მომდის ხოლმე. გადით ქუჩაში და შეეცადეთ აღმოაჩინოთ ერთი სუფთად ჩაცმული მამაკაცი. არ ვამბობ, მაინცდამაინც ბრენდული ტანსაცმელი ეცვას, მთავარია, იყოს მოწესრიგებული, დაბანილი, კულტურულად გამოიყურებოდეს.
თბილისის ქუჩებში მასიურად ნახავთ გაუპარსავ, მოუწესრიგებელ და ხშირად სუნიან მამაკაცებს. მსგავსი ტიპები მეტროში ან "მარშრუტკაში" თუ შეგხვდათ, ვერ გადარჩებით. ეს იმდენად თვალშისაცემია ჩემთვის, რომ იძულებული ვარ, ყველა ერთად აუგად მოვიხსენიო და დავწერო ის უარყოფითი ფაქტები, რომელიც ქართველი მამაკაცისთვის მასიურად არის დამახასიათებელი.ჯერ ერთი, არ იციან, როგორ მოგექცნენ, როგორც ქალს. ვიღაცამ ჩაუდო ტვინში, რომ ქალს პატივი უნდა სცენ და ეს "პატივისცემა" ძალადობა ჰგონიათ. აი, მარტივი მაგალითი: თუკი გადაწყვიტეს, რომ ტრანსპორტში ადგილი დაგითმონ, ვიღაც იწყებს შენი მხარის "ჩამონგრევას", გეჯაჯგურება უხეშად, რა თქმა უნდა, კულტურულად არ მოგმართავს: "ხომ არ დაბრძანდებით" და, რა თქმა უნდა, მათთვის უარყოფითი პასუხიც მიუღებელია. თუკი გაუღიმებ და ეტყვი: "მადლობა, რომ შეწუხდით, მაგრამ არ მინდა დაჯდომა", ვიდრე შენი ჩასვლის დრო მოვა, საშინელი ძალადობის მსხვერპლი ხდები. არაერთხელ ახალგაზრდა მამაკაცები ლამის მეჩხუბნენ, - "არა უნდა დაჯდეთო"! შედეგად იძულებული გავხდი მეტროს ვაგონი, პირველივე გაჩერებაზე დამეტოვებინა. ამ ელემენტარული მაგალითიდანაც კი ჩანს, რომ ქალს მათ თვალში არანაირი უფლება არ აქვს. როგორ თუ შეწუხდნენ და ქალმა იუარა. სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ.არ მინდა შევადარო ზოგი რამ განვითარებულ ქვეყნებს, მერე მეტყვით, ეს საქართველოა და ნუ ადარებ სხვასო, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უნდა ვთქვა. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ქალბატონი რომ ამოვიდეს ტრანსპორტში და ვინმემ გადაწყვიტოს ადგილის დათმობა, თუკი ქალბატონი გაუღიმებს და ეტყვის, რომ არ შეწუხდეთ, კუთხეში დგომა მირჩევნიაო, არავინ დაუწყებს ჯაჯგურს, ხვეწნას, არავინ ადგება მაინც, დატოვებს ცარიელ ადგილს და ჩააგდებს უხერხულ სიტუაციაში მას.ქართველი მამაკაცები ყველაზე დიდ პრივილეგიას ეკლესიებში გრძნობენ (შეუძლებელია ეს ფაქტი არ დავწერო). როდესაც ზიარების საიდუმლო იწყება, მოშორებით, კარიბჭესთან მდგარი კაცებიც კი "ფხიზლდებიან". ზედმეტი ფამილიარობის გარეშე, მუჯლუგუნებით თელავენ ქალებს, არანაირი მორიდება. არა აქვს მნიშვნელობა, სავსეა ტაძარი თუ არა, ყველანაირად ცდილობენ, რომ დაწინაურდნენ და ამით თავიანთი უპირატესობა დაამტკიცონ. ქართველი კაცებისგან ხშირად მესმის, მე კაცი ვარ, კაფეში ფულს ქალს არ გადავახდევინებო. არადა, ამავე დროს, შეუძლიათ ქალისგან ფული ისესხონ და მერე "გაუჯანჯლონ" ან "გადააგდონ", საზღვარგარეთ წასული ცოლებისგან გამოგზავნილი თანხა შეიფერონ. არ ვამბობ, რატომ გაუშვა ცოლი სამუშაოდ, ეს ყველა ოჯახმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორც ცხოვრება მოუტანთ მათ, მაგრამ იშვიათად მოიკითხო, არამიზნობრივად დახარჯო მისი გამოგზავნილი ფული და ეს ყველაფერი შეიფერო ისე, რომ არ გაწუხებდეს, ამაზრზენია. გაგრძელება