შორენას ბლოგი: "მე ვაკელი მეგონე!"
შორენას ბლოგი: "მე ვაკელი მეგონე!"
იმის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, სად და როგორ გავიცანი....
საშუალო სიმაღლის, თხელი, მაგრამ არც ძალიან გამხდარი, ხორბლისფერი ტალღოვანი თმით, ოდნავ ფერმკრთალი, ლამაზად მოყვანილი ტუჩებით, დიდი თაფლისფერი თვალებით და თითქოს, გაოცებული მზერით - აი, ასეთად დავინახე... გრაციოზულად მოძრაობდა, თავი ოდნავ ამაყად, მაგრამ ცოცხლად ეჭირა, თითქოს, რაღაც უხაროდა... შემდეგ მივხვდი, რომ ეს სიცოცხლის სიყვარული იყო! როცა ოთახში შემოდიოდა, გულღიად, სიყალბის გარეშე იღიმოდა, ხალისიანი სალმით, თითქოს, სითბო და მხიარულება შემოჰქონდა.
თვალს მოავლებდა ყველას, მაგრამ კონკრეტულად - არავის, თითქოს, რაღაც უხილავი და ამოუცნობი სინათლე დაჰყვებოდა. ბევრს უხაროდა მისი დანახვა, ბევრსაც შურდა. ის კი აინუნშიც არ აგდებდა, რა პრობლემაა! - ყველას ხომ არ მოეწონები და ეყვარები ამქვეყნად?! საუბრობდა ღიმილითა და გატაცებით, ხანდახან აზარტითაც. როცა რამე საინტერესო ამბავს ჰყვებოდა, ერთვებოდა მთელი არსებით, სხეულით, ჟესტიკულაციით, ემოციით. სულ ვფიქრობდი, რომ ალბათ, იქ, სადაც გაიზარდა, გრძნობებს ძალიან ნატურალურად გამოხატავენ და ისიც, ამ გულღიობას მიჩვეული, გულუბრყვილო ბავშვს წააგავდა. გაბრაზებაც ბავშვური იცოდა: ძალიან ცხარე და მოურიდებელი, თუმცა, წყენას გულში დიდხანს არ იტოვებდა - მალე ივიწყებდა ან პატიობდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვეულებრივს, „ჩვენებურს“ არ ჰგავდა და ყველაზე მეტად სწორედ ამ განსხვავებულობით იზიდავდა ადამიანებს, განსაკუთრებით კი, მამაკაცებს...

ისინი სულ მის შორიახლოს ტრიალებდნენ, დიდი სიამოვნებითა და გატაცებით ესაუბრებოდნენ. უცოლოები უფრო გაბედულად ეფლირტავებოდნენ, ცოლიანები კი უბრალოდ, მისი სიახლოვით ტკბებოდნენ და ცხოვრებას იხალისებდნენ. ის კი ყველას მიმართ „გულმოწყალე“ იყო და ტკბილად ეჟღურტულებოდა. ვამჩნევდი, რომ თავადაც სიამოვნებდა, როცა თავს იმ კატის როლში წარმოიდგენდა, რომელსაც თაგვი კუდით ჰყავს დაჭერილი და ხან გაუშვებს, ხან კი თათს ისევ დააჭერს...
არა მგონია, საქმე ამაზე შორს წასულიყო, ვიდრე ერთი თავდაჯერებული და ცოტა მოთავხედო ტიპი არ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მანაც მაშინვე ის ამოიღო მიზანში. ხომ იცით ქალების ამბავი, რატომღაც ხშირად სწორედ ასეთი კაცები გვიზიდავს...

და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველას თვალწინ, საჯაროდ საუბრობდნენ, ტიპი მისი წარმომავლობით დაინტერესდა. მანაც ჩვეული გულწრფელობით უპასუხა და ერთ-ერთი პროვინცია დაუსახელა. მომეჩვენა, რომ ტიპის რეპლიკამ საერთო ხმაური ერთიანად გადაფარა და ყველა იქ მყოფს ისე მოჭრა ყური, როგორც მე: „უი, რომ არ გეტყობა?! მე ვაკელი მეგონე!“
მისი პასუხი იყო აუღელვებელი, მშვიდი და ისე მტკიცე, მეგონა, რკინის გრდემლს უროს ურტყამდნენ: „მაინც როგორ უნდა მეტყობოდეს?! შენი აზრით, დიდი ტრაკი და წითელი ლოყები უნდა მქონდეს?!“

ეს სიტყვა, რომელსაც კარგად აღზრდილი გოგონები, წესით, არ უნდა ხმარობდნენ, მან ისეთი სიმსუბუქითა და ბუნებრიობით წარმოთქვა, თითქოს, სიმინდის ტაროს ფუჩეჩი შემოაცალა და შიშველი მარცვლები გამოუჩინა... და თითქოს, ეს სიტყვა სულაც აღარ იყო უცენზურო და შეუფერებელი...
წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ისეთი გულიანი ხარხარი ატყდა, თითქოს, იქ მყოფ ადამიანებთან ერთად მთელი სამყარო დასცინოდა საბრალო, სტერეოტიპებით გაბერილ კაცუნას, რომელიც,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ალბათ, მთაწმინდის პანთეონშიც კი არასდროს ასულა და არ უნახავს საფლავები, რომელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში პროვინციელი დიდი ქართველები განისვენებენ...

ეს ამბავი მარინა ბერიძის ნათქვამმა: „იქ იჯდა თბილისი“ გამახსენა... მაგრამ იქნებ მას ის არ უგულისხმია, რაც თქვენ იფიქრეთ?! გგონიათ, მასაც ზოგიერთივით უზარმაზარი „პერო“ აქვს და იმის იქით ვერავის ამჩნევს? - იქნებ ცდებით? იქნებ მასაც ერთ დროს უთხრეს: „მე ვაკელი მეგონე!“ :)

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ჩემი პირველი სიყვარულის უცნაური ისტორია - გურამ შეროზიას ბლოგი
10:44 / 22-02-2017
მაშინ დაკომპლექსებული და შებოჭილი ბიჭი ვიყავი, მსუბუქ რეფრენად გამოყოლილი მეგრული აქცენტით, წიგნებში თავჩაკლული და ვიზუალურად სრულიად გაურკვეველი, ჩამოუყალიბებელი, მოუვლელი.
”ბედის ირონია” ქართულად
13:58 / 20-02-2017
მართლა ცუდი შეგრძნება ყოფილა, როდესაც დილით იმ ადგილას იღვიძებ, სადაც წესით, არ უნდა ყოფილიყავი და თავში ყველა მოვლენის აღდგენას ცდილობ.
შორენას ბლოგი: „აუ, შენ რა სექსი ხარ!“
17:59 / 17-02-2017
ერთი ნაცნობი მიყვებოდა, როგორ არასწორად ესმით ქართველ ქალებს კომპლიმენტის მნიშვნელობა და ზოგჯერ შეურაცხყოფადაც იღებენ. ის ახალი დაბრუნებულია ჩრდილოეთის მეზობელი ქვეყნიდან და როგორც თავად ამბობს, იქაური ჩვევები აქვს გამოყოლილი.
თეა’ს ბლოგი: ქალი-კატა
15:30 / 17-02-2017
მეათე კლასში რომ ვიყავი, დედაჩემის მეგობარმა გერმანიიდან შავი ვიწრო ტყავის შარვალი ჩამომიტანა.
დღეს სურბ-სარქისის ღამეა - როგორ ვნახოთ სიზმარში საბედო?
11:45 / 17-02-2017
ამბობენ, რომ „ბუნებას არა აქვს ცუდი ამინდიო“, მაგრამ ბევრი არ დაეთანხმება ამ გამონათქვამს.
კიდევ 16 სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა
10:50 / 17-02-2017
პირველ ათ სიტყვაზე უკვე ვისაუბრეთ. დროა, წავიდეთ უფრო წინ და სხვა სიტყვებიც განვავითაროთ.
შორენას ბლოგი: მე რომ კაცი ვიყო...
11:22 / 14-02-2017
ბავშვობიდან მეგონა, რომ კაცობა ძალიან ძნელია. ასე მეგონა განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაოდან მობრუნებული მამაჩემის დაღლილ სახეს და ნაჯაფ ხელებს შევხედავდი, როცა მწყობრად მომავალ ჯარისკაცებს დავინახავდი, როცა ფიგურული სრიალის ყურებისას აღტაცებით ვუცქერდი, როგორ აიტაცებდა პარტნიორი გოგონას და კარგა დიდ მანძილზე გადაისვრიდა, ის კი, ვითომც არაფერი, ოთხმაგ ბრუნს აკეთებდა...
შორენას ბლოგი: რას შეიძლება გადააწყდეთ თბილისში ვალენტინობის ღამეს
13:33 / 11-02-2017
მგონი, ადრეც გითხარით, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე დაკვირვება მიყვარს და პატარ-პატარა დეტალები დიდხანს არ მავიწყდება. ახლა რასაც გიამბობთ, სხვადასხვა დროს ვალენტინობის დღეს მაქვს ნანახი. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმეს საქციელის გარჩევას ან მით უმეტეს, გაკიცხვას ვაპირებდე, მე გიამბობთ და დასკვნები თავად გააკეთეთ.
სააღდგომო ტური ისრაელში საპატრიარქოსგან, სტანდარტულზე სამჯერ უფრო ძვირად!
11:36 / 10-02-2017
შარშანწინ, მაისის თვეში, როცა გავიგე, რომ 26 მაისი სამშაბათი იყო და ერთადერთი დეი ოფით – 4 -დღიანი დასვენების მოწყობა შემეძლო, მომენტალურად დავიწყე ბილეთების ძებნა.
მიყვარხარ! - შენი ვალენტინი...
12:00 / 09-02-2017
არა, რა... დაილოცა ჩვენებური ვალენტინობა! დილით გაგზავნი 3 თეთრიან სმს-ს, ან უფასო ფეისბუკზე დაასტატუსებ მილოცვას, შუადღეს დედას ან მამას "დეიდებო, ბიძიებოს" უმღერი, საღამოს ერთ პლასტმასის ვარდს იღლიაში ამოიჩრი და წავიდა სეირნობა რუსთაველი-თავისუფლების მიმართულებიიიით!..
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი