კიდევ 16 სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა
კიდევ 16 სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა
პირველ ათ სიტყვაზე უკვე ვისაუბრეთ. დროა, წავიდეთ უფრო წინ და სხვა სიტყვებიც განვავითაროთ. შეიძლება მე არ ვარ საუკეთესო წყარო იმისთვის, რომ გრამატიკის სიღრმისეული გაკვეთილები ჩაგიტაროთ, თუმცა იმ სიტყვებს მაინც გავუსვამ ხაზს, რის გამოც შეიძლება ნახევარმა საქართველომ დაგცინოთ:

საშვალება, ტყვილი, იტყვილები – ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია პროვინციული მეტყველების… ტყუილი ჰქვია ამ სიტყვას და ძალიან რთული დასამახსოვრებელიც არ არის;
ბრთხილად, გაგაბრთხილე, ბრჩხილი – კიდევ ერთი ცუდი სიტყვა, რომელიც დღესვე უნდა მოაშთოთ ლექსიკონიდან, დაახლ. „შეურაწყოფის“ მსგავსია… შეიძლება ვიღაცას მეტყველების პრობლემა ჰქონდა, ან თქვენ ვერ გაარჩიეთ ფ და ბ, anyways, ბ ამ სიტყვებში აღარასდროს გამოიყენოთ!
ვიზავ, სვავ, ვივცვავ, ა.შ.
- სმა-სვამ, ჩაც-მა-ვიცვ-ამ (ვიცმევ-იც არასწორია), ნუ, დიდი მადლობა, ვლევ-ს რომ არ ამბობთ, მაგრამ ვსვავ ასევე ცუდი ფორმაა, თუმცა არც ზემოთ ხსენებულებივით საგანგაშო.

რამის (ლამის) – აი ეს „რამის“ საიდან წარმოდგება, ვერ ვხსნი ვერაფრით, „საქმის ყურშიც“ მესმის, „ბოდიშით“-იც, მაგრამ „რამისს“ მაინც ვერაფერი გავუგე…

გეხვერწები, თუ ძალიან ვთხოვთ, გამოიყენება „გეხვერრრრწები“ ფორმაც. თუ რთული დასამახსოვრებელია, რ-თი თუ რ-ს გარეშე, მაშინ შეეშვით ამ „ხვეწნას“, აწიეთ თავი მაღლა და უბრალოდ სთხოვეთ, ან ძალიან სთხოვეთ.

მდივანი-დივანი – „მდივანი“, როგორც პროფესია თუ სამსახურებრივი პოზიცია – უკვე სრულად ჩაანაცვლა „ოფის მენეჯერმა“. ანეკდოტებიც, საბედნიეროდ, გადაშენდა მდივნებზე. შესაბამისად, უკვე გამარტივდა დასამახსოვრებლად, რომ აი, იმ, „ზალაში“ დასადგამ რბილ ობიექტს – დივანი ჰქვია და მდივან-ზე ვერასდროს დაწვებით, მაქსიმუმ, მდივან-თან დაწვეთ.

კალიდორი – აი ამის მთქმელებს რა უნდა გელაპარაკო-დ საერთო-თ. Smile

ამპულა-ამპლუა – ამაზე ძალიან მეცინება ხოლმე, სატელევიზიო გადაცემებშიც მინახავს, ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავების მიერ წარმოთქმული, ძალიან ბევრ, სხვა მაღალფარდოვან ფრაზასთან ერთად და ზედ აკვდება პირდაპირ!

ვიცინივარ, ვმღერივარ, ნუ ტირიხარ
– აქ „ვარ“ არის ზედმეტი, ვიცინი, ვტირი, ვიღიმი, ა.შ. ვ-იღიმი, ვ უკვე აღნიშნავს პირველ პირს და პლუს „ვარ“ ზედმეტია, ისევე, როგორც მეორე პირში.

მინახია, მითქვია – ნახ-ვ-ა, ანუ ნახ-ავ-ს, ანალოგიურად – მითქვამს და ა.შ.

უყურებ, გამოუშვებ მეილს, უხსნი და არ ესმის, etc. – აქ, პირველად რომ გადავაწყდი მსგავს მეილს, დიდ გაურკვევლობაში ვიყავი. თანამშრომელი მწერს, ერთ-ერთი ძველისძველი სამსახურიდან, რომ „ცოტა ხანში გამოუშვებ მეილს დეტალური აღწერით და მერე გაუგზავნი სულ უმფროსსაც“. ვერაფრით მივხვდი, რატომ „მიბრძანებდა“… ამასობაში მომივიდა ჩემი შეკითხვების საპასუხო მეილიც და გაიხსნა კარტებიც, რომ უბრალოდ, გრამატიკაში გვჭირდება მსუბუქი ფორმით გადამზადება და რეალურად „გადა-ვ-უგზავნი“ იგულისხმა.

ცინებს/სცინებს – დასცინის, ხალხო, დას-ცი-ნის!

მაიდან, მაით – ამაზე საინტერესო ისტორია გვქონდა, წლების წინ, ერთ-ერთ პოზიციაზე, როცა პროექტის ერთ-ერთი სკოუპის შედეგებს წარვადგენდით, ერთმა ლამაზმა, დახვეწილმა და წარმოსადეგმა კოლეგა გოგონამ, ხელის საქმიანი მოძრაობით აუხსნა პროექტის დირექტორს, რომ: „დიახ, ბატონო X, სწორედ მაიდან წარმოდგება აღნიშნული…“ იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ლამის (და არა რ-ამის) ყველამ დავიჯერეთ, რომ ტყუილში ვცხოვრობდით და სწორი ფორმა იყო „მაიდან“. (იგულისხმება: იქიდან, მანდედან).

დატოვილი – დატოვება თუ არის საწყისი ფორმა, რატომ გადაწყვიტეთ მისი ასეთი ფორმულირება? ამ სიტყვის მოსმენის შემდეგ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
წესით, უნდა დაგშორდეთ „მეორე ნახევარი“ და მიტოვებული არა და, მიტოვილი იქნებით?

გაგატნევ – იქინე, აქანე-ს ლოგიკური გაგრძელებაა ხოლმე. ერთხელ ერთი მიმტკიცებდა, „გაგატან“ ძალიან უხეში გრამატიკული შეცდომაა და სწორი ფორმა „გაგატნევ“ არისო. დამეზარა კედლისთვის ცერცვის შეყრა.

მოგვშივა, შეგვცივა – მოგვშივდება, შეგვცივდება…

მოკლედ, გისურვებთ გამართულ მეტყველებას, ნაკლებ სარკაზმს გარშემომყოფებისგან და ნათელ მომავალს.

ამავე თემაზე წინა პოსტი – იხილეთ აქ.
გურამ შეროზიას ბლოგი
გურამ შეროზიას ბლოგი: 9 ამოუხსნელი ქართული ფენომენი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
კომენტარები (7)
პაატა
როცა პროექტის ერთ-ერთი "სკოუპის" შედეგებს წარვადგენდით ??? შენიშვნებში გეთანხმებით, გამოსასწორებელი აქვს ბევრს, თუმცა მოდით ნურც უცხო ენიდან აღებული სიტყვებით ვეცდებით ქართულის შევსებას :) შეიძლებოდა გეთქვათ: პროექტის ერთ-ერთი შესრულებული სამუშაოს შედეგებს რომ წარმოადგენდით :)
უჩა
წა-რ-სულების ხსოვნა იყოს
ზინა
კარგია, ეს პრობლემა რომ გვაწუხებს, მაგრამ რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდესო,ჩვენზე გაცილებით ჭკვიანმა თქვა და იქნებ გაგვეთვალისწინებინა. :)
ნიკო
დაგიზეპირებიათ გრამატიკა ოდესღაც და გგონიათ რომ ამის გამო სხვისი დაცინვის უფლება გაქვთ. ის გრამატიკული წესი ესეაო რომ თქვა შანიძემ რატომ ერთხელ არ იკითხავთ რატოა ესეო? მინახიას იძახის ბავშვების უმეტესობა სანამ თავში არ ჩაუდებს ვიღაცა რომ მინახავს უნდა თქვას, არ გიფიქრიათ მაგაზე? ანუ რა გამოდის რომ რეალურად ისეთი წესი აღმოაჩინეს ენაში რომელიც იქ არ იყო და გვეუბნებიან რომ უნდა გადავეწყოთ? სცინებს და დასცინის ერთი და იგივე არაა და სხვადასხვა აზრს გამოხატავს და რატო უნდა გავაღარიბოთ ენა და რატო უნდა გამოვაცხადოთ ერთ-ერთი არასწორად? და საერთოდ კილო რომ ლიტერატურულ ენას არ ემთხვევა არ ნიშნავს რომ არასწორია "უყურებ, გამოუშვებ მეილს, უხსნი და არ ესმის, etc."....ა.შ. გვაქვს შვენ მაგისთვის, თუმცა მაგის მერე რაც ეწერა იმაში ნამდვილად გეთანხმებით
გგ
ვერ გავიგე "ვივცვავ" და "ვსვავ" რატომაა ნაკლებად საგანგაშო, ვიდრე "საშვალება". რადგან ეს უკანასკნელი პროვინციალიზმია და დანარჩენი ზემოხსენებული ორი "დედაქალაქური" შედევრი (ძირითადად თბილისში მსმენია ეს ფორმა)?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
”ბედის ირონია” ქართულად
13:58 / 20-02-2017
მართლა ცუდი შეგრძნება ყოფილა, როდესაც დილით იმ ადგილას იღვიძებ, სადაც წესით, არ უნდა ყოფილიყავი და თავში ყველა მოვლენის აღდგენას ცდილობ.
შორენას ბლოგი: „აუ, შენ რა სექსი ხარ!“
17:59 / 17-02-2017
ერთი ნაცნობი მიყვებოდა, როგორ არასწორად ესმით ქართველ ქალებს კომპლიმენტის მნიშვნელობა და ზოგჯერ შეურაცხყოფადაც იღებენ. ის ახალი დაბრუნებულია ჩრდილოეთის მეზობელი ქვეყნიდან და როგორც თავად ამბობს, იქაური ჩვევები აქვს გამოყოლილი.
თეა’ს ბლოგი: ქალი-კატა
15:30 / 17-02-2017
მეათე კლასში რომ ვიყავი, დედაჩემის მეგობარმა გერმანიიდან შავი ვიწრო ტყავის შარვალი ჩამომიტანა.
დღეს სურბ-სარქისის ღამეა - როგორ ვნახოთ სიზმარში საბედო?
11:45 / 17-02-2017
ამბობენ, რომ „ბუნებას არა აქვს ცუდი ამინდიო“, მაგრამ ბევრი არ დაეთანხმება ამ გამონათქვამს.
შორენას ბლოგი: მე რომ კაცი ვიყო...
11:22 / 14-02-2017
ბავშვობიდან მეგონა, რომ კაცობა ძალიან ძნელია. ასე მეგონა განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაოდან მობრუნებული მამაჩემის დაღლილ სახეს და ნაჯაფ ხელებს შევხედავდი, როცა მწყობრად მომავალ ჯარისკაცებს დავინახავდი, როცა ფიგურული სრიალის ყურებისას აღტაცებით ვუცქერდი, როგორ აიტაცებდა პარტნიორი გოგონას და კარგა დიდ მანძილზე გადაისვრიდა, ის კი, ვითომც არაფერი, ოთხმაგ ბრუნს აკეთებდა...
შორენას ბლოგი: რას შეიძლება გადააწყდეთ თბილისში ვალენტინობის ღამეს
13:33 / 11-02-2017
მგონი, ადრეც გითხარით, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე დაკვირვება მიყვარს და პატარ-პატარა დეტალები დიდხანს არ მავიწყდება. ახლა რასაც გიამბობთ, სხვადასხვა დროს ვალენტინობის დღეს მაქვს ნანახი. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმეს საქციელის გარჩევას ან მით უმეტეს, გაკიცხვას ვაპირებდე, მე გიამბობთ და დასკვნები თავად გააკეთეთ.
სააღდგომო ტური ისრაელში საპატრიარქოსგან, სტანდარტულზე სამჯერ უფრო ძვირად!
11:36 / 10-02-2017
შარშანწინ, მაისის თვეში, როცა გავიგე, რომ 26 მაისი სამშაბათი იყო და ერთადერთი დეი ოფით – 4 -დღიანი დასვენების მოწყობა შემეძლო, მომენტალურად დავიწყე ბილეთების ძებნა.
მიყვარხარ! - შენი ვალენტინი...
12:00 / 09-02-2017
არა, რა... დაილოცა ჩვენებური ვალენტინობა! დილით გაგზავნი 3 თეთრიან სმს-ს, ან უფასო ფეისბუკზე დაასტატუსებ მილოცვას, შუადღეს დედას ან მამას "დეიდებო, ბიძიებოს" უმღერი, საღამოს ერთ პლასტმასის ვარდს იღლიაში ამოიჩრი და წავიდა სეირნობა რუსთაველი-თავისუფლების მიმართულებიიიით!..
გურამ შეროზიას ბლოგი: 9 ამოუხსნელი ქართული ფენომენი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ
10:27 / 08-02-2017
დედამიწაზე უამრავი ამოუხსნელი მოვლენაა, რაზეც ადამიანებს პასუხი არ გვაქვს, ფიქრით თავსაც ნაკლებად ვიღლით, ან ტვინს ვიჭყლეტთ და პასუხს ვეღარ ვპოულობთ.
 საპაემნო თრილერი
22:16 / 06-02-2017
- ყავას დალევ?- არაა, ჩაისტი ვარ!- ერთი ყავა და ერთი ჩაი, თუ შეიძლება...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი