შორენას ბლოგი: „აუ, შენ რა სექსი ხარ!“
შორენას ბლოგი: „აუ, შენ რა სექსი ხარ!“
ერთი ნაცნობი მიყვებოდა, როგორ არასწორად ესმით ქართველ ქალებს კომპლიმენტის მნიშვნელობა და ზოგჯერ შეურაცხყოფადაც იღებენ. ის ახალი დაბრუნებულია ჩრდილოეთის მეზობელი ქვეყნიდან და როგორც თავად ამბობს, იქაური ჩვევები აქვს გამოყოლილი.

ამას წინათ ერთ ლამაზ გოგონას, რომელიც კიბეზე ნარნარად ჩამოდიოდა, მთელი გზნებით მიაძახა: „აუ, შენ რა სექსი ხარ!“ როგორ ფიქრობთ, რა უპასუხა გოგონამ? - მან მისი აღტკინებული მზერა და ტემპერამენტი სულ ფეხზე დაიკიდა და ისე გაიარა, თითქოს, არც კი გაუგია, უფრო ამაყად გამართა ლამაზი წელი და თავისი გრძელი ფეხები. ამ კომპლიმენტმა საქართველოში არც მეორე შემთხვევაში გაამართლა. გაამართლა კი არა, მის ავტორს კინაღამ სანანებლად გაუხდა, რადგან ამჯერად ადრესატმა ისე გამოლანძღა, სულ „ავადმყოფი“ და „პათოლოგი“ ეძახა! ამის შემდეგ ჩემმა ნაცნობმა ჩათვალა, რომ ქართველ ქალებს კომპლიმენტის არაფერი ესმით!

სხვათა შორის, ეს მეც შემინიშნავს. მაგალითად: ახლობელი ან კოლეგა შესანიშნავად გამოიყურება, გინდა, შეაქო, ასიამოვნო და გულწრფელად ეუბნები: „რა მაგრად გამოიყურები“, „რა ლამაზი ხარ დღეს“, „როგორ გიხდება!“ - ის კი რატომღაც გპასუხობს: „კარგი რა, დღეს საშინლად გამოვიყურები!“ ან მთლად უარესი: „რა სისულელეა! მატყუებ!“ გარდა იმისა, რომ ეს ცალსახად უტაქტობაა, გამოდის, რომ ადამიანს ან საკუთარი თავის არ სჯერა, ან შენი გულწრფელობის! არადა, ქალის ნათქვამ კომპლიმენტს სულ სხვა ფასი აქვს! - და თითქოს, ეს ყველა ქალმა იცის... Smile

თუმცა, კომპლიმენტიცაა და კომპლიმენტიც. ზოგიერთი პიროვნული კეთილგანწყობის გამოხატვა კი არა, ლამის სექსუალური აქტის წარმოდგენაა თავისი მანერითა და ინტონაციით...Smile) და გასაგებია, ქალები ამას შეურაცხყოფად რატომაც იღებენ, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ამგვარი სექსისტური გამოხდომები სიამოვნებას ანიჭებს - ისინი, ალბათ, უფრო გულუბრყვილო მეოცნებეები არიან! Smile

ერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელი ასევე თანამშრომელ, ჯიშიან გოგონას ისეთი მანერით მოიკითხავდა ხოლმე, მის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სიტყვებში: „როგორ ხარ, ანა?“ ყველაზე გამოუცდელი ადამიანიც იოლად ამოიკითხავდა ავხორცულ მიმართვას: „ოხ, რა დიდი სიამოვნებით გაგჟიმავდი!“

იმ ჩემს ნაცნობს კი, ზემოთ რომ გიყვებოდით, როგორც თავად ამტკიცებს, ქალების შეურაცხყოფა სულაც არ უფიქრია, უბრალოდ, მას გულწრფელად მიაჩნია, რომ ქალისთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი მისი სექსუალობის ხაზგასმაა.

გასაკვირი კი ამაში არაფერია, თუ გავითვალისწინებთ იმ საყოველთაო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ქალების უმრავლესობა უპირატესობას ე.წ. სექსუალურ სტილს ანიჭებს. ჩვენი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში მრავლად ნახავთ ტანზე შემოტმასნილ შავ ტყავის შარვლებსა და მოკლე ტოპებში გამოწყობილ გოგონებსა და ქალბატონებს, გამომწვევ დეკოლტეებს, მაღალ პლატფორმებს და ბოტილიონებს და რა მნიშვნელობა აქვს, ფეხი გრძელია თუ მოკლე, საჯდომი მრგვალია თუ მაპატიეთ და, კარგად გვარიანად გვერდებზე გასული, მკერდი გვაქვს თუ მისი მაცდურობა push-up ბიუსტჰალტერის დამსახურებაა! მთავარია, რომ ქალები თავს კმაყოფილებად ვგრძნობდეთ!

პირადად მე თანამედროვე ტენდენციების ზომიერად გამოყენების მომხრე ვარ. მიყვარს ქალები, რომლებსაც საკუთარი ორიგინალური სტილი აქვთ. დამეთანხმებით, ეს ქალს განუმეორებლობას ანიჭებს. ვგიჟდები ქალებზე, რომლებიც სხეულის რაიმე ნაკლს ოსტატურად ნიღბავენ (მათზე ცალკე, მოგვიანებით დავწერ) და საკუთარ სექსუალობას ბუნებრივად, ისე ჩვეულებრივად წარმოაჩენენ, თითქოს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეს მათ აკვნიდან გამოჰყვათ! Smile

თუმცა, ვფიქრობ, კომპლიმენტი „შენ რა სექსი ხარ“ მარტო ჩვენი ვულგარული სტილის დამსახურება არ უნდა იყოს. იქნებ ამის მიზეზიც ეს ყბადაღებული „უსექსობაა“, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, ვწერთ, სატელევიზიო ეთერებში განვიხილავთ, მაგარამ საშველი მაინც არაფრით დაგვადგა?! Smile)

მაინც რისი თქმა უნდა კაცს, როცა ამ ფრაზას გეუბნება? – „მინდიხარ!“, „რა დიდი სიამოვნებით „იმასგიზამდი!“ თუ კიდევ უარესების, რისი გამეორების უფლებასაც ჩემი სოციალური სტატუსი და ცოტა სიმორცხვეც არ მაძლევს?! Smile))

არა მგონია, ემოციებისა და გრძნობების უკიდურესად ნატურალისტურად გამოხატვა ადამიანურ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს და ჩვენს ქალურ ღირსებას, მომხიბვლელობას და სასურველობას რამეს მატებდეს.

მაგრამ თუ მაინც რომელიმე მამაკაცი გეტყვით: „რა სექსი ხარ“, ნუ ჩაარტყამთ მძიმე ხელჩანთას თავში, ნურც გალანძღავთ და პოლიციით დაემუქრებით. ჯერ ერთი, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გულში მაინც გაგიხარდებათ და შეიძლება მთელი დღე კარგ ხასიათზე იყოთ. თუ არადა, უბრალოდ, გაატარეთ. Smile
მე კი, როცა მოგახარებთ, რომ ლამაზად გამოიყურებით, ნუ მიპასუხებთ, რომ შევცდი ან „რა სისულელეა!“ თორემ არასდროს გეტყვით: „აუ, შენ რა სექსი ხარ!“ Smile))




კომენტარები (5)
ნანა
ქართველ კაცებს ძალიან უბადრუკი კომპლიმენტები ახასიათებთ. ვირები არიან.
ნანა
აუცილებელია? გითხრან რა სექსუალური ხარ, ეს სიტყვა სექსიდან წარმოსდგება და ამიტომ არ მოგვწონს, ვუთხრათ ერთმანეთს რა ლამაზად გამოიყურები, ან რა ლამაზი ხარ, ან ეს გიხდება ანი ის. მაინდამაინც სექსი რომ არ ვახსენოთ და სექსუალურობა არ შეიძლება?
ანი
ყველა ქალს სიამოვნებს კომპლიმენტი და მათ შორის ქართველ ქალებსაც. სიტყვებს "შენ რა სექსი ხარ" გააჩნია ვინ გეუბნება და რა ტონალობით. ქართველი მამაკაცები იმდენად ამაზრზენი ტონალობით ამბობენ ამ სიტყვებს, პირდაპირ გიჩნდება სურვილი, რომ ჩანთა ჩაარტყა :)))
ლილე
ძალიან პრიმიტიული
ლალა
არაფრისმთქმელი
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: რა სიამოვნებას იღებს ქალი, როცა მამაკაცს მართავს?!
13:10 / 27-03-2017
ამას წინათ მეგობარი ერთ ნაცნობზე მიყვებოდა: ქმარს თავის ჭკუაზე ისე ატრიალებს, ის საცოდავი ვერაფერს ხვდებაო. ამან ცნობილი ანეკდოტი გამახსენა, რომლის მიხედვითაც, ოჯახში კაცი თავია და ქალი - კისერი.
"მურმანიზმი", ანუ რატომ დავდივართ ქართველები დაღვრემილები?
12:13 / 26-03-2017
ნებისმიერი დღე, მიუხედავად ჩვენი სურვილისა, გამოირჩევა ხოლმე ისტორიით, რომელიც დროის რაღაც მონაკვეთის შემდეგ, შესაძლოა მეტად ღირებული აღმოჩნდეს.
სალის ბლოგი: ჩემი სილამაზის საიდუმლო
11:51 / 24-03-2017
მაკიაჟის მიმართ სიყვარული საკუთარ თავში რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, Instagram-ვიდეოების დახმარებით.
საქმე №109. თავი IV - ეჭვიანობა ყოფილზე
10:54 / 24-03-2017
გულმოდგინედ შეუდგა საქმეს დემნა. ეს თვისება ყოველთვის ჰქონდა, მოსწონდა თუ არა, დაწყებულს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანდა.
თეკლა ლაზის ბლოგი: ვინ იცავს სრულფასოვან ქალებს მოძალადე ფემინისტებისგან?!.
16:35 / 23-03-2017
ლირიკული გადახვევა: ცოტა ხნის წინ, როცა საგაზაფხულო, ყვავილებიანი ნათურების შეკეთება ვცადე (ზოგჯერ ეს ქალის საქმეა-მეთქი), პლუსმა "მოინდომა" თანასწორობა მინუსთან და გადავწვი... ვერ გავაცნობიერე(თ) მარტივი რამ - რომ მინუსიც და პლუსიც ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ორივე თავიანთ ადგილას და პოზიციის ცვლამ მოკლე ჩართვა გამოიწვია. შედეგად, ბრა აღარ მაქვს...
შოშიას ბლოგი: უპირატესობა, როცა შეგიძლია თქვა: "მე არ ვეწევი"
12:31 / 22-03-2017
ზამთრის ცივ და ნესტიან საღამოს ჩაის დასალევად ქალაქის ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ჩემი აზრით, ერთ ჩვეულებრივ კაფეში მინდოდა თავის შეფარება.
გაბრიელ სოლისი და მისი გარემოცვა
11:29 / 22-03-2017
გაბრიელ სოლისი (ევა ლონგორია) - ადრე სუპერმოდელი იყო, მაგრამ პოდიუმი - ქმრის, კარლოს სოლისის გამო მიატოვა. თუმცაღა, გარეუბანში ცხოვრება არ აღმოჩნდა ისეთი ბედნიერი, როგორსაც გაბი მოელოდა.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. III თავი (წარსულის იარა)
11:03 / 17-03-2017
ყველაზე მეტად ლილუსთან ურთიერთობის არევის ეშინოდა დემნას. წარმოდგენაც კი უჭირდა, რა მოუვიდოდა, შვილი რომ დაეკარგა.
11 ტიპის ადამიანი, რომელიც აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება (გურამ შეროზიას ბლოგი)
19:32 / 16-03-2017
ყოველთვის ვაპელირებ, რომ ცუდი ადამიანები არ არსებობენ,
"სასოწარკვეთილი დიასახლისების" სახლები: მოგზაურობა ვისტერია ლეინში
23:21 / 14-03-2017
„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ტელესერიალია, რომელშიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები მონაწილეობენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი