იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 25 წლის ვარ, ვფიქრობ, იდეალური ასაკია იმისთვის, რომ სერიოზულად დავიწყო სახის კანის მოვლა და თქვენც იმავეს გირჩევთ.
ვთვლი, რომ პრობლემაზე უნდა ვიფიქროთ მაშინ, როდესაც ის არ არსებობს, რადგან მძიმე შედეგის გამოსწორება საკმაოდ რთულია.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს კანის ტიპს, მშრალია ის თუ ცხიმიანი. ასაკის მატებასთან ერთად, ორივე ტიპის კანს უჩნდება მინიმუმ ისეთი პრობლემა, როგორიცაა ნაოჭი. თუ სოლარიუმის ხშირი მომხმარებელი ხართ და მზეზე გარუჯვა გიყვართ (როგორც მე), მაშინ ეს პროცედურა სწორედ თქვენთვისაა.
უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, გავიკეთე რედერვალიზაციის პროცედურა, რომელიც ბიორევიტალიზაციის მსგავსია. განსხვავება იმაშია, რომ ბოირევიტალიზაციის შემთხვევაში ხდება მხოლოდ არასტაბილური ჰიარულონის მჟავის შეყვანა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ვცადე და სიმართლე გითხრათ, ვერანაირი განსხვავება ვერ ვნახე. თან, მისი გაკეთება აუცილებელია 7-8-ჯერ სასურველი შედეგის მისაღწევად, რაც ალბათ დამეთანხმებით, ძალიან დიდი დისკომფორტია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა უწევთ საზოგადოებასთან.
რაც შეეხება რედერვალიზაციას - ჰიარულონის მჟავასთან ერთად ხდება ქარვის მჟავის შეყვანაც, რომელიც აწვდის ენერგიას უჯრედს. იგი კანში გამოიმუშავებს ჰიარულონის მჟავას და კოლაგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცედურით ხდება საკუთარი უჯრედის გამომუშავება.
ბრენდ HYALUAL-ის ეს შპრიცი, რომელიც აბსოლუტურად ფიზიოლოგიურია, საჭიროა წელიწადში ორჯერ. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ერთი პროცედურის შემდეგ საოცარ ეფექტს მაქსიმუმ 3-4 დღეში შეამჩნევთ.
პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და რაც მთავარია, თქვენ ისევე, როგორც მე, მოგემსახურებათ პროფესიონალი ქირურგი, რომელიც სხვა დამატებით სასარგებლო რჩევებსაც მოგცემთ.
ჩემი ახალი აღმოჩენა ამით არ დასრულებულა. გაგრძელება
იხილეთ ასევე: სალის ბლოგი: ჩემი სილამაზის საიდუმლო