საქმე №109. თავი 7. დაგვიანებული სინანული
საქმე №109. თავი 7. დაგვიანებული სინანული
1 / 2
Next
ფეხშიშველი მიმოდიოდა ოთახში ელენე და ცდილობდა, როგორმე საკუთარი თავი თვითონვე დაემშვიდებინა. პირველი ღამე იყო, ლილუს გარეშე რომ უწევდა დარჩენა და ისე მოუსვენრად გრძნობდა თავს, თითქოს ბავშვი მამასთან კი არა, სადმე საშიშ ადგილას გაუშვა. არადა, სხვა თუ აღარაფერში, დემნასთან დაკავშირებით, იმაში ხომ მაინც იყო დარწმუნებული, ლილუს რომ საუკეთესოდ მიხედავდა?! მაინც ვერ ისვენებდა!

უცნაური გრძნობა უვლიდა გულ-მუცელში და ძალიან არ უნდოდა ამისთვის იმის სახელი დაერქმია, რაც, ეგონა, რომ დიდი ხნის წინ დამარხა. აღარაფერი აკავშირებდა ამ კაცთან შვილის მეტი და არც უნდოდა რამის შეცვლა. განქორწინებაც სწორედ იმიტომ მოითხოვა თავის დროზე, ბოლომდე რომ იყო დარწმუნებული, მის გვერდით ყოფნას ვეღარ გაუძლებდა. მართლა მუდამ გვერდით ედგა, ცდილობდა, ყველაფერში გაეგო, თუმცა რაც მოხდა, უკვე მეტისმეტი იყო. მისთვისაც კი...

და ახლა? ახლა რას გრძნობდა, თვითონაც ვერ გარკვეულიყო. მთელი ორი წელი გავიდა, რით ვერ დაივიწყა? რატომ არ შეუძლია გულგრილობა შეინარჩუნოს მის გვერდით, მით უმეტეს, ამის მიზეზი რომ ნამდვილად აქვს? არა, თითქოს საკუთარი სხეულიც კი დასცინის და მთელი გადატრიალება ხდება, მის სიახლოვეს რომ გრძნობს. ეს კი, ყველაზე ნაკლებად სჭირდება და რაც უნდა მოხდეს, აღარაფრით დაუშვებს, კვლავ გულს რომ აჰყვეს და საღი აზრი უკანა პლანზე გადასწიოს...

ხომ შეიძლებოდა, მათაც ნორმალური ოჯახი ჰქონოდათ? მშვიდად მიეყვანათ დაწყებული ბოლომდე და სიბერეში, ბუხრის წინ მოკალათებულებს, შვილიშვილებისთვის მოეყოლათ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი. ეს ყველაზე ბანალური სცენარიც კი ერჩივნა იმას, როგორც განვითარდა მოვლენები. მართლა ვერასდროს იფიქრებდა... ვერც მაშინ, ზოგჯერ პატარა წვრილმანზეც კი საშინლად რომ ჩხუბობდნენ...

არასდროს ყოფილა ისე, ყველაფერში დათანხმებოდნენ ერთმანეთს. ისეთ უაზრობაზეც უკამათიათ... რამდენიმე დღეც კი გაუძლია ელენეს გაბუტულს, თუმცა მაშინ მხოლოდ ის აძლებინებდა, დემნა, ყველაფრის მიუხედავად, გვერდით რომ ჰყავდა. იცოდა, თვითონ რომ იყო დამნაშავე და მაინც ქმრისგან ელოდა პირველ ნაბიჯს. ძირითადად, ლოდინი ამაო იყო და სვანი სიჯიუტეს არ ღალატობდა, მაგრამ ბოლოს ისე რიგდებოდნენ, მხოლოდ ამის გამოც კი ღირდა ჩხუბი... ახლა ესეც აღარ დარჩა... საერთოდ არანაირი იმედი იმისა, ბოლოს კვლავ რომ ჩასჭიდებს ხელს იმ ადამიანს, საკურთხეველთან მარადიული სიყვარული ვისაც შეჰფიცა.

პირზე ხელაფარებული ჩაიკეცა შუა ოთახში, ხმამაღლა რომ არ აღრიალებულიყო. ისე უჭამდა სხეულს ტკივილი. ფიზიკურად, თითქოს არაფერს უჩიოდა, მაგრამ სუნთქვაც კი უძნელდებოდა ამ თემაზე ფიქრისას. რატომ დაემართათ ეს ყველაფერი მათ? ხომ შეიძლებოდა, ის დაწყევლილი საქმე სხვა იურისტისთვის მიეცათ? მაგრამ არა, თითქოს ყველაფერი მათ წინააღმდეგ წავიდა! ისე მიეწყო, არც უკან დასაბრუნებელი გზა ჩანდა და წინაც ვეღარ მიდიოდნენ... მხოლოდ დემნა კი არა, თვითონაც მასთან ერთად გაიჭედა ამ ამბავში და დაშორებამდე, ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი საშინელებები ესიზმრებოდა, ლამის, ყოველ ღამე გაოფლილსა და შეშინებულს ეღვიძებოდა...

მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, მაშინდელი შიში რომ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც მერე გრძნობდა, ლილუსთან ერთად მარტო რომ დარჩა.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ესეც თვითონვე მოინდომა, თორემ ზუსტად იცოდა, დემნა არაფრით გაუშვებდა ხელს... თუმცა, თვითონ კი გაუშვა და როგორ აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს, ამის გაკეთებისას ერთადერთზე, ლილუს კეთილდღეობაზე ფიქრობდა. მხოლოდ გვიან მოვიდა ის შეგრძნება, დაკარგული რომ იყო... საერთოდ ვერსად რომ ვერ პოულობდა საკუთარ თავს და არაფერი უნდოდა ისეთი, რასაც იმის სურნელი არ ჰქონდა, წლების წინ რომ შეიყვარა ასე ძალიან.

სისულელე იქნება იმის თქმა, რომ არ გაუჭირდა... ან გადაიტანა მომხდარი... ახლაც კი, ორი წლის შემდეგაც არ ასვენებდა იმ საშინელი ღამის მოგონებები და ეს ერთადერთი იყო, რაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში არწმუნებდა. ორი ელენე რომ ებრძოდა ერთმანეთს, სწორედ ამას ეჭიდებოდა და როგორი მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, ცდილობდა, მუდამ ხსომებოდა.
არ უნდა ეპატიებინა! როგორ ძალიანაც უნდა ყვარებოდა, უნდა მოეხერხებინა, რაღაცები გრძნობებზე წინ დაეყენებინა. მხოლოდ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რადგან ზუსტად იცოდა, სიყვარულს კვლავ თუ მისცემდა მისი მართვის საშუალებას, აპატიებდა და მერე უკვე უეჭველად დაიღუპებოდა...


* * *
ისე ყოჩაღად გაუძლო ელენემ ყოფილი შეყვარებულის ჯვრისწერის ყურებას, დემნას იმაშიც კი შეეპარა ეჭვი, საერთოდ უყვარდათ თუ არა ერთმანეთი. ეს გოგო რომ მთლად დალაგებული ვერ იყო, უკვე კი მიხვდა, მაგრამ მაინც ზედმეტად კარგად ეჭირა თავი იმ რეაქციის კვალობაზე, რაც პირველად ჰქონდა. ისეთი გაცეცხლებული იყო მაშინ... თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და უნდა ითქვას, იმ მომენტში პირველად გაიაზრა ხერგიანმა, რომ სულაც აღარ იყო ის ბავშვი, მეგობრის ქორწილში რომ გაიცნო. სამარცხვინო სერენადის დროსაც ხომ იჩხუბეს და მაშინაც უტიფრად უბრიალებდა თვალებს, მაგრამ ნინასა და გეგას სახლში ქარბორბალასავით რომ შეიჭრა გააფთრებული, სულ სხვანაირი შთაბეჭდილება მოახდინა...

– რესტორანშიც ვაპირებთ წასვლას? – გადაუჩურჩულა, თუმცა პასუხით გაკვირვება ვერც მოახერხა, რადგან გოგონა პირდაპირ ახლად შეუღლებული წყვილისაკენ დაიძრა მისალოცად. არა, ნამდვილად არ არის ნორმალური!

– ლუკა, გილოცავთ! – ისე გაუღიმა, წამითაც არ ემჩნეოდა სახეზე ირონია, თეთრკაბიანს კი, ალბათ სულაც, რომელიღაც შორეული ნათესავი ეგონა, ისე თავმომწონედ იდგა.

– არ მეგონა, თუ მოხვიდოდი... – უცნაური ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა.

– მაგრამ, მოვედით... – და ყველაზე საჭირო დროს, მაინც დემნა ჩაერია საუბარში. არ შეეძლო, ასეთ სიტუაციაში მარტოს ვერ დატოვებდა. თუ დათანხმდა, მაშინ ბოლომდე უნდა მოერგო შესასრულებელი როლი, მიფუჩეჩებული საქმე კი ჭირის დღესავით ეჯავრებოდა.

– ელე...

– მართლა გამიხარდა თქვენი გაბედნიერება. იმედია, მოგვიანებით ერთად ფოტოს გადაღების საშუალებაც მოგვეცემა! – მაჩაბელი კი იმდენად შეიჭრა როლში, დემნას წელზე რომ არ მოეხვია ხელი და არ გამოეყვანა, ალბათ, კარგა ხანს კიდევ არ გაჩერდებოდა.

ყოველთვის უჭირდა თავის კონტროლი, როცა გაბრაზებული იყო. ერთიანად იმონებდა ეს გრძნობა, თითქოს შავი ღრუბელი ეხვეოდა გარს და ასეთ მომენტებში ეგონა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო. არც იმას დაეძებდა, ზედმეტი თუ მოუვიდოდა. მხოლოდ ის უნდოდა, სათქმელი ბოლომდე ამოეღო გულიდან, რაც შეიძლება მალე რომ გათავისუფლებულიყო ამ საშინელი გრძნობის ტყვეობისგან...

ახლაც ასე დაემართა. იმასაც ვერ ხვდებოდა უკვე, ბრაზით მოსდიოდა ეს ყველაფერი თუ ეჭვიანობით. თუმცა, ფაქტია, ჯვრისწერისას პატარძლის ადგილას ნამდვილად არ წარმოუდგენია თავი და არც ის მონდომებია, თვითონ ეთქვა ყველაზე მთავარი „დიახ“.
1 / 2
Next
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: არის თუ არა სანდო ქალების მეგობრობა
13:31 / 29-04-2017
სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს, ზოგჯერ გადის რამდენიმე დღე და მხოლოდ სოციალური ქსელის ან ტელეფონის მეშვეობით ვურთიერთობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს სიყვარულს ერთი მისხალიც არ აკლდება.
თათულის ბლოგი: შეცვლის თუ არა Girlfriend-Boyfriend-ობის ტენდენცია ქალიშვილობის ინსტიტუტს
16:33 / 28-04-2017
ქართველები ხშირად ირწმუნებიან, რომ ევროპელები არიან. მახსენდება ზურაბ ჟვანიას სიტყვები: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი".
საქმე №109. თავი 11. საუბრები წარსულზე
10:49 / 28-04-2017
ცოტაც და კედლებზე გავიდოდა მაჩაბელი, უფროსის გადაწყვეტილება რომ მოისმინა.
საუკეთესო ეპიზოდები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
12:03 / 26-04-2017
თუ ხარისხიან დეტექტივებს აფასებთ და გაქვთ სურვილი, კარგ სერიალს უყუროთ, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 – 18:00 სთ-ზე
საქმე №109. თავი 10. მოულოდნელი მოგზაურობა
10:52 / 25-04-2017
დარასელი ნერვიულად სცემდა ბოლთას საკონფერენციო დარბაზში, თათბირი ათ წუთში რომ უნდა დაწყებულიყო და ჯერ იმ ორიდან არც ერთი ჩანდა, თვითონ ყველაზე მეტად ვინც აინტერესებდა.
შოშიას ბლოგი: ... როცა გოგონას გოგონა შეუყვარდება...
12:50 / 24-04-2017
ამას წინათ ტრანსპორტში უსიამოვნო საუბარს შევესწარი. უფრო ზუსტად კი, თითქმის ძალად მომასმენინეს ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელსაც გოგონა შეუყვარდა და ამის გამო ოჯახთან სერიოზული პრობლემა შეექმნა.
მარიამის ბლოგი: ორი რამ, რისიც მწამდა
20:08 / 22-04-2017
იმ დღესაც არ მინახავს სიზმარი, ის, თითქმის არასდროს მსტუმრობს, ამიტომ ამ ფაქტისთვის ხაზის გასმა არც არასდროს მიწევს.
საქმე № 109. თავი 9. პირველი კოცნა
11:27 / 21-04-2017
მეორე დილით ელენემ თავი ძლივს ასწია ბალიშიდან და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მსხვილფეხა პირუტყვთა ჯოგმა გადაურბინა. თავდაპირველად, ვერც კი გაიაზრა, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში.
საუკეთესო ციტატები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
11:27 / 19-04-2017
”კრიმინალური აზროვნება” ძალიან საინტერესო დეტექტიური სერიალია, თრილერის ელემენტებით, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი