მოულოდნელი სტუმრები, ანუ როგორ გავშალოთ სუფრა 30 წუთში – არაფრისგან
მოულოდნელი სტუმრები, ანუ როგორ გავშალოთ სუფრა 30 წუთში – არაფრისგან
სტატისტიკური კვლევა რომ ჩავატაროთ, ალბათ, ყველაზე მეტი სტუმარი ჩემს თანამშრომელს, ორმოცდარაღაცა წლის ნატოს მისდის სახლში, რომელიც სამსახურში თავისი განუმეორებელი კერძებითაა განთქმული. ბევრისგან მსმენია, რომ ნატოს შეუძლია, არაფრისგან კულინარიული შედევრი შექმნას. ალბათ, სწორედ ამიტომაც უყვარს შინაურსაც და გარეულსაც მასთან სტუმრობა და პირის გემრიელად ჩატკბარუნება.

რაღა დაგიმალოთ და მეც მიფიქრია „სტუმართმოყვარე“ ნატოსთან სტუმრობაზე და მისი შედევრების დაგემოვნებაზე, მაგრამ როდესაც მის ადგილას საკუთარ თავს წარმოვიდგენ, მიკვირს, საერთოდ როგორ უჩნდება კარის გაღების სურვილი. სტუმრები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

ერთხელ გონებაში წარმოვიდგინე კიდეც, რომ ნატოს კარზე ვიღაც აკაკუნებს, ის კი ფეხის წვერებით უახლოვდება „საჭვრიტინოს“, თან გონებაში თვალს გადაავლებს მაცივრის თაროებს და იხსენებს, რა ეგულება სახლში, რომ გემრიელობები რაც შეიძლება სწრაფად მოამზადოს.

ერთხელ ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ისეთი დღე, რომ თავი „სტუმართმოყვარე“ ნატოდ ვიგრძენი…

ერთ მზიან და მშვენიერ შაბათ დღეს, ყოფითი საქმეები ფეხებზე დავიკიდე, ხალათში გახვეულმა მთელი დღე საწოლში ვიკოტრიალე და ლეპტოპში ოთხ ფილმს გადაბმულად ვუყურე. არაფრის კეთების სურვილი არ მქონდა. სამუშაო კვირა სერიალ „სანტა ბარბარასავით“ გაიწელა და ამიტომ აღარც არეული სახლი მაღელვებდა და არც ცარიელი მაცივარი. შემწვარი კვერცხი სავსებით მაკმაყოფილებდა. მაგრამ საღამოს, ტელეფონზე ჩემმა შორეულმა ნათესავმა დამირეკა და მომახარა, რომ ოჯახთან ერთად მოდიოდა სტუმრად. უფრო მეტიც, უკვე გზაში იყვნენ და ნახევარ საათში უკვე ჩემთან იქნებოდნენ…

stumrebi2
მითხარით ერთი, ვის უყვარს მოულოდნელი სტუმრები? „სტუმრებში“ სულაც არ ვგულისხმობ მეგობარს, რომელიც ყავის დასალევად შემოირბენს, ან მეგობრებს, რომლებთანაც მთელი საღამო ჭორაობაში გაატარებ და გიტარაზე იმღერებთ. მე ვგულისხმობ სტუმრებს, რომლებსაც აუცილებლად ბარაქიანი სუფრა უნდა დაახვედრო და რომელთა წასვლის შემდეგაც სახლში მხოლოდ დასარეცხი ჭურჭლის მთა და ცარიელი მაცივარი დაგრჩება.

ასეთი მხოლოდ ნატოა!

სასოწარკვეთილებაში გადავარდნას აზრი აღარ ჰქონდა. როგორღაც უნდა მომეხერხებინა – 30 წუთში თავის, სახლისა და სუფრის მოწესრიგება. პირველ რიგში, საწოლი გადავასწორე და დილის 6 საათზე საწოლიდან წამოგდებული ჯარისკაცივით, 1 წუთში ჩავიცვი.

მერე მისაღები ოთახიდან ყველა ზედმეტი ნივთი ჩემს საძინებელში გავიტანე და კარი გამოვკეტე.

18: 20 – 18: 35 სთ

„ნიკორაში“ ჩავირბინე, რომელიც, მადლობა ღმერთს, ჩემს სახლთან ზუსტად რამდენიმე ნაბიჯშია და თავისი არსებობით წარმოუდგენელ კომფორტს მიქმნის.

სასწრაფოდ ვიყიდე: მზა სალათები: ისპანახი ნიგვზით, ნიგვზიანი ბადრიჯანი, კრაბის სალათა; აფხაზურა, შაშხი, ტოსტის პურები, ყველის ფირფიტები (სენდვიჩისთვის), „ჩვენი ფერმერის“ სულგუნი, შესაწვავი ბლინები, მზარეულის კექსი, ხილი და წვენები. ზუსტად 15 წუთში ჩავეტიე.

18 : 35 – 18 : 50 სთ

ხილი გავრეცხე, სალათები თეფშებზე გადავიღე, 2 ტაფაზე ერთდროულად დავყარე აფხაზურა და ხორციანი ბლინები. სენდვიჩებიც ელვის სისწრაფით დავამზადე. მერე ყველაფერი მაგიდაზე დავალაგე და შვებით ამოვისუნთქე.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ნათესავებისგან უკვე ქება-დიდებას ვისმენდი. ვერაფრით იჯერებდნენ, როგორ მოვასწარი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამდენი რამის გაკეთება 30 წუთში. სიმართლე გითხრათ, აღარც მე გამოვიდე თავი და კომპლიმენტები შევიფერე. გულში კი ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ერთი ან ორი საუკუნით ადრე არ გამაჩინა. მაშინ ვერც „ნიკორა“ მიხსნიდა და ვეღარც კულინარიის ღმერთი (თუკი უარსებია ასეთს).

საკმაოდ გვიანი იყო, როცა ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმრებმა, როგორც იქნა, წასვლა დააპირეს.

– უკვე მიდიხართ? – ვკითხე მოთმინებადაკარგულმა.

– კი, მივდივართ! – მიპასუხა ნათესავმა.

უცბად, ცოტა დამაკლდა, კინაღამ რომ არ წამომცდა:

-„ მერე, რატომ ასე ნელა?..“

იმ დღის მერე ნატო სხვანაირად დავაფასე და მასზე აუგი არასოდეს დამცდენია. გულწრფელად მიკვირს, როგორ ახერხებს სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული, სახლში სტუმრების გამასპინძლებას და თანაც ისე, რომ მათ ცუდი არაფერი აგრძნობინოს.

არა, ცუდად არ გამიგოთ, ჩემი სახლის კარი სტუმრებისთვის მუდამ ღიაა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, მოულოდნელი სტუმრები (თანაც ამ დროში) – ნამდვილი თავის ტკივილია.

წყარო: teasblogi
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: არის თუ არა სანდო ქალების მეგობრობა
13:31 / 29-04-2017
სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს, ზოგჯერ გადის რამდენიმე დღე და მხოლოდ სოციალური ქსელის ან ტელეფონის მეშვეობით ვურთიერთობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს სიყვარულს ერთი მისხალიც არ აკლდება.
თათულის ბლოგი: შეცვლის თუ არა Girlfriend-Boyfriend-ობის ტენდენცია ქალიშვილობის ინსტიტუტს
16:33 / 28-04-2017
ქართველები ხშირად ირწმუნებიან, რომ ევროპელები არიან. მახსენდება ზურაბ ჟვანიას სიტყვები: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი".
საქმე №109. თავი 11. საუბრები წარსულზე
10:49 / 28-04-2017
ცოტაც და კედლებზე გავიდოდა მაჩაბელი, უფროსის გადაწყვეტილება რომ მოისმინა.
საუკეთესო ეპიზოდები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
12:03 / 26-04-2017
თუ ხარისხიან დეტექტივებს აფასებთ და გაქვთ სურვილი, კარგ სერიალს უყუროთ, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 – 18:00 სთ-ზე
საქმე №109. თავი 10. მოულოდნელი მოგზაურობა
10:52 / 25-04-2017
დარასელი ნერვიულად სცემდა ბოლთას საკონფერენციო დარბაზში, თათბირი ათ წუთში რომ უნდა დაწყებულიყო და ჯერ იმ ორიდან არც ერთი ჩანდა, თვითონ ყველაზე მეტად ვინც აინტერესებდა.
შოშიას ბლოგი: ... როცა გოგონას გოგონა შეუყვარდება...
12:50 / 24-04-2017
ამას წინათ ტრანსპორტში უსიამოვნო საუბარს შევესწარი. უფრო ზუსტად კი, თითქმის ძალად მომასმენინეს ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელსაც გოგონა შეუყვარდა და ამის გამო ოჯახთან სერიოზული პრობლემა შეექმნა.
მარიამის ბლოგი: ორი რამ, რისიც მწამდა
20:08 / 22-04-2017
იმ დღესაც არ მინახავს სიზმარი, ის, თითქმის არასდროს მსტუმრობს, ამიტომ ამ ფაქტისთვის ხაზის გასმა არც არასდროს მიწევს.
საქმე № 109. თავი 9. პირველი კოცნა
11:27 / 21-04-2017
მეორე დილით ელენემ თავი ძლივს ასწია ბალიშიდან და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მსხვილფეხა პირუტყვთა ჯოგმა გადაურბინა. თავდაპირველად, ვერც კი გაიაზრა, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში.
საუკეთესო ციტატები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
11:27 / 19-04-2017
”კრიმინალური აზროვნება” ძალიან საინტერესო დეტექტიური სერიალია, თრილერის ელემენტებით, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი