№ 109. თავი 15. კონფლიქტი უფროსთან
№ 109. თავი 15.  კონფლიქტი უფროსთან
1 / 4
Next
ისეთი სახით მიაბიჯებდა ელენე დარასელის გვერდით, იფიქრებდით, იძულებულია, ასე მოიქცესო. ვერ ვიტყვით, რომ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. უფრო პირიქით, ძალიან კარგად უგებდნენ და ემეგობრებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მაშინ, სანამ ელენე მხოლოდ ჩვეულებრივ თანამშრომელს წარმოადგენდა. ნუ, ეგონა მაინც, რომ ასე იყო...

ახლა კი... ახლა გაუგებრობასა და ბრაზს ერთად გრძნობდა. არა, ხომ გააფრთხილა?! თუმცა, უშედეგოდ! დემნასგან ვერ იტანდა „ლენას“ დაძახებას და ახლა გიორგისგან უნდა ითმინოს?! არაფერიც!

– გიორგი, მომისმინე! – შეუტრიალდა მოულოდნელად. ნამდვილად არ სურდა სეირნობის კიდევ უფრო გაგრძელება, ისედაც მხოლოდ იმიტომ გამოჰყვა, დემნას რომ დაენახა ეს ყველაფერი.

– რა ხდება? – კაცი კი, ისეთი გაღიმებული მიუბრუნდა, იფიქრებდით, მართლა ვერ ხვდება, რამე არასწორად თუ გააკეთაო.

– რა ხდება და გთხოვე მგონი უკვე, ნუ მომმართავ იმ სახელით, რომელიც არ მქვია! – თვალები ისე უელავდა, სიბნელეშიც კი ჩანდა მათში არსებული ცეცხლი. თითქოს, ნაპერწკლებსაც კი ისროდა გარშემო ამის წარმოთქმისას.

– რატომ რეაგირებ ასე მძაფრად, ლენა?

– გიორგი! – ეს კი მართლა ბოლო წვეთი გამოდგა. აღარც ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა, მკლავზე მოკიდებული ხელიც სასწრაფოდ გააშვებინა. გააფთრებულ მტაცებელს ჰგავდა და ერთი ზედმეტი სიტყვაც რომ ეთქვა კიდევ, აშკარად ცუდად დაასრულებდნენ.

– არ მეგონა, ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა... – ბოლოს ისევ დარასელი დანებდა და ისე აიჩეჩა მხრები, ეჭვსაც ვერ შეიტანდით მის გულწრფელობაში. – დემნა ხომ მოგმართავს ასე...

– შენ დემნა არ ხარ! – წარმოთქვა გადაჭრით, შემდეგ კი, სეირნობის დრო არ მაქვს, შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოო, მოკლედ მოუჭრა და ისეთი ტემპით გაემართა საკუთარი ნომრისკენ, აზრიც არ ჰქონდა მის შეჩერებას...
1 / 4
Next
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საქმე №109. თავი 19. უპასუხო ზარი
11:15 / 26-05-2017
მეორე დილით სახლში წაიყვანეს ლილუ. ისეთ კარგ ხასიათზე იყო, მთელი გზა ენას არ აჩერებდა.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 18. საიდუმლო ჯვრისწერა
15:48 / 23-05-2017
ფარული ჯვრისწერის შემდეგ ელენესა და დემნას თბილისში დაბრუნება მართლა მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იყო.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 17. უფროსის კოცნა
13:21 / 21-05-2017
აღელვებული შევარდა საავადმყოფოს მისაღებში ელენე. მშვიდად შეჰყვა ხერგიანი. რამდენჯერმე დაურეკეს გზიდან ეკას.
№ 109. თავი 16. სახიფათო მოულოდნელობა
11:42 / 16-05-2017
გამთენიისას ელენე უცნაურმა გრძნობამ გააღვიძა. მოულოდნელად წამოჯდა საწოლში, სუნთქვააჩქარებული და ისეთი აღელვებული, ერთიანად ოფლში ცურავდა.
იქორწინოთ თუ არა მაისში? რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?
16:43 / 15-05-2017
ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
 № 109.თავი 14.  წარსულის სურნელი
10:20 / 09-05-2017
არც უკითხავს, სად მიდიოდნენ. გაღიმებული აეკრა მკერდზე და მონატრებული სურნელი რომ იგრძნო, აღარც უნდოდა მოშორება.
საქმე № 109. თავი 13. მოულოდნელი გასეირნება
12:08 / 05-05-2017
ვერაფერი გააწყო ელენემ დემნას წინაშე. ვერაფრით დაიყოლია დარჩენაზე.
შოშიას ბლოგი: რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში...
11:57 / 05-05-2017
წუხელ მთელი საქართველო ეკრანთან იჯდა და სულგანაბული იმ წამის დადგომას ელოდა, როცა შენ უნდა გამოჩენილიყავი... შენ - ტკივილით დაღლილი, შენ - რაღაც სხვანაირი, ახალი, ერთდროულად რბილიც და მტკიცეც...
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მანიაკების გონებაში შეღწევას ცდილობენ?
13:09 / 03-05-2017
გიყვართ საინტერესო დეტექტივები და თრილერის ჟანრი? მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00-18:00 სთ-ზე და თვალი ადევნოთ ქართულად დუბლირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საინტერესო სერიალს - ”კრიმინალური აზროვნება”.
საქმე №109. თავი 12. ეჭვები უფროსზე
14:08 / 02-05-2017
იმ პერიოდის ელენესთვის რომ გეკითხათ, რა განიცადა ყველაზე მეტად, წამითაც აღარ გაახსენდებოდა ყოფილი შეყვარებულის ქორწილი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი