იქორწინოთ თუ არა მაისში? რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?
იქორწინოთ თუ არა მაისში? რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?
ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შეყვარებული წყვილები მოუთმენლად ელიან ქორწილის დღეს და იმისათვის, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს, წინასწარ გეგმავენ ყოველ წვრილმანსა თუ ნიუანსს. თუმცა, ბედნიერ წუთებთან და ეიფორიასთან ერთად საქორწინო სამზადისს ფორიაქი და დაძაბულობაც ახლავს თან.

ახლა მაისია და თითქოს უკეთეს დროს ვერ მოიფიქრებდა კაცი ქორწინებისთვის, მაგრამ სწორედ აქ არის "ჩასაფრებული" დიდი "იმედგაცრუება".
არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც, მაისში დაქორწინებული წყვილი მალე გაეყრება და მათი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს.

სწორედ ამიტომ წყვილები თავს არიდებენ ამ თვეში დაქორწინებას. ეს მოსაზრება რუსეთიდან გავრცელდა და მას არანაირი კავშირი არ აქვს ბედნიერებასთან და ქორწინების ხანგრძლივობასთან. არც სტატისტიკა ადასტურებს, რომ გაყრის უმეტესი შემთხვევები მაისში დაქორწინებულ წყვილებზე მოდის. თუმცა, თუ ადამიანი ცრუმორწმუნეა, მას მთელი ცხოვრება მოსვენებას დაუკარგავს ის ფაქტი, რომ მაისში იქორწინა და ყველა გაუგებრობასა და პრობლემაში ამ "ავბედით თვეს" დაადანაშაულებს.

bride may-ის სურათის შედეგი

მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ეკლესიის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს მაისში ჯვრისწერის და ქორწინების მიმართ (თუ, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი მარხვას არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ემთხვევა). მეტიც, საეკლესიო პირები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ, რომ არ მივაქციოთ ყურადღება ყოველგვარ აზრსმოკლებულ ცრურწმენას.

რა არის ცოლქმრული ცხოვრება? ეს არის ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევის სურვილი და მცდელობა, ამის საფუძველი კი სიყვარული და ურთიერთგაგებაა. ფიქრობენ კი შეყვარებულები ამაზე წინასწარ?

გახსოვდეთ! ბედნიერი ოჯახის შექმნისა და შემდეგ ამ ბედნიერების ხანგრძლივი დროით შენარჩუნებისთვის მხოლოდ ქორწინების თვის, რიცხვისა და დღის შერჩევა არ არის საკმარისი. თუ ქალი და მამაკაცი ცხოვრების ძირითად სფეროებში შეუთავსებელნი არიან, რომელ თვეშიც უნდა იქორწინონ, მათი ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდება.

ნება თქვენია, როდის გადაწყვეტთ ოჯახის შექმნას, მაგრამ მაინც გირჩევთ, არ დაგეგმოთ ცრურწმენების მიხედვით საკუთარი ცხოვრება... თუ ორ ადამიანს ერთმანეთი ჭეშმარიტად უყვარს და სწორედ ამ სიყვარულის და ურთიერთგაგების საფუძველზე დაუკავშირებს ბედს ერთმანეთს, მათ თანაცხოვრებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.
bride-ის სურათის შედეგი

რა პლუსები აქვს მაისში ქორწინებას?

• იდეალური ამინდი არაჩვეულებრივი განწყობისა და დაუვიწყარი დღისთვის;
• ულამაზესი ფოტოსესია;
• ნეფე-დედოფლის კომფორტული ჩაცმულობა;
• დაბოლოს, მაისი ნამდვილად სიმბოლური თვეა ოჯახის შექმნისთვის, რადგან სწორედ ამ დროს აღნიშნავენ ოჯახის საერთაშორისო დღეს!

თათია ბეჟიტაშვილი




კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საქმე №109. თავი 19. უპასუხო ზარი
11:15 / 26-05-2017
მეორე დილით სახლში წაიყვანეს ლილუ. ისეთ კარგ ხასიათზე იყო, მთელი გზა ენას არ აჩერებდა.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 18. საიდუმლო ჯვრისწერა
15:48 / 23-05-2017
ფარული ჯვრისწერის შემდეგ ელენესა და დემნას თბილისში დაბრუნება მართლა მესამე მსოფლიო ომის ტოლფასი იყო.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 17. უფროსის კოცნა
13:21 / 21-05-2017
აღელვებული შევარდა საავადმყოფოს მისაღებში ელენე. მშვიდად შეჰყვა ხერგიანი. რამდენჯერმე დაურეკეს გზიდან ეკას.
№ 109. თავი 16. სახიფათო მოულოდნელობა
11:42 / 16-05-2017
გამთენიისას ელენე უცნაურმა გრძნობამ გააღვიძა. მოულოდნელად წამოჯდა საწოლში, სუნთქვააჩქარებული და ისეთი აღელვებული, ერთიანად ოფლში ცურავდა.
№ 109. თავი 15.  კონფლიქტი უფროსთან
12:09 / 12-05-2017
ისეთი სახით მიაბიჯებდა ელენე დარასელის გვერდით, იფიქრებდით, იძულებულია, ასე მოიქცესო.
 № 109.თავი 14.  წარსულის სურნელი
10:20 / 09-05-2017
არც უკითხავს, სად მიდიოდნენ. გაღიმებული აეკრა მკერდზე და მონატრებული სურნელი რომ იგრძნო, აღარც უნდოდა მოშორება.
საქმე № 109. თავი 13. მოულოდნელი გასეირნება
12:08 / 05-05-2017
ვერაფერი გააწყო ელენემ დემნას წინაშე. ვერაფრით დაიყოლია დარჩენაზე.
შოშიას ბლოგი: რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში...
11:57 / 05-05-2017
წუხელ მთელი საქართველო ეკრანთან იჯდა და სულგანაბული იმ წამის დადგომას ელოდა, როცა შენ უნდა გამოჩენილიყავი... შენ - ტკივილით დაღლილი, შენ - რაღაც სხვანაირი, ახალი, ერთდროულად რბილიც და მტკიცეც...
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მანიაკების გონებაში შეღწევას ცდილობენ?
13:09 / 03-05-2017
გიყვართ საინტერესო დეტექტივები და თრილერის ჟანრი? მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00-18:00 სთ-ზე და თვალი ადევნოთ ქართულად დუბლირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საინტერესო სერიალს - ”კრიმინალური აზროვნება”.
საქმე №109. თავი 12. ეჭვები უფროსზე
14:08 / 02-05-2017
იმ პერიოდის ელენესთვის რომ გეკითხათ, რა განიცადა ყველაზე მეტად, წამითაც აღარ გაახსენდებოდა ყოფილი შეყვარებულის ქორწილი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი