საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 25. ვნებისამშლელი სიბნელე
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 25. ვნებისამშლელი სიბნელე
1 / 2
Next
ლიფტის კაბინის კედელზე ზურგით აკრული იდგა ლენა და სუნთქვაც შეეკვრებოდა ალბათ, იქაურობა დემნას ჰაერით რომ არ ყოფილიყო გაჯერებული. შიშისთვისაც კი არ ჰქონდა დრო. არც ის ადარდებდა, რომელ სართულზე იყვნენ, არც ის, ლითონის კონსტრუქციაში რომ გაიჭედნენ, ჟანგბადის გარეშე, ღმერთმა უწყის, რამდენი ხნით. სიბნელიც კი არ უქმნიდა დისკომფორტს და თავი ძლივს შეიკავა, ამდენი ხნის ნათმენი ერთიანად რომ არ ამოეხეთქა, წვერის ჩხვლეტა რომ იგრძნო ლოყაზე.

ისე მშვიდად, ნელა და აუღელვებლად უსვამდა დემნა ცხვირის წვერს სახეზე, თვალებმიხუჭული, ისე დაასრიალებდა, თითქოს, განზრახ წელავდა იმ დროს, სანამ საბოლოოდ შეეხებოდა. არადა, ისედაც საკმაოდ გაწელილი იყო. მთელი ორი წელი... ვერც კი ხვდებოდა, როგორ ითმინა ამდენი. არც ის იცოდა, შეეძლო თუ არა. ნებისყოფა რომ კარგი ჰქონდა, ეჭვიც არ ეპარებოდა ამაში, მაგრამ იმასაც დიდი ხნის წინ შეეგუა, ლენას არსებობა მის ცხოვრებაში ყველაფერს საზღვრებს რომ ურღვევდა და თავდაყირა უყენებდა დალაგებულ გეგმებს.

ვეღარაფრით მოითმინა ბოლოს. საყვარელი ქალის თითების შეხება რომ იგრძნო მხრებზე, თითქოს ერთიანად ჩამოეშალა ყველაფერი და სანამ თვითონაც ნაწილებად გაიფანტებოდა სივრცეში, სანამ დაიშლებოდა და გაქრებოდა, იმ ერთადერთს დააცხრა, რასაც მისი შეგროვება და გადარჩენა შეეძლო.

თითქოს, პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირდა ორივეს. ისე სწრაფად წავიდა ყველაფერი... ვერც გაიაზრა ელენემ, როგორ აჰყვა. ვერც გაიაზრა, როგორ შემოხვია კისერზე ორივე ხელი და შემდეგ, როგორ ვეღარაფრით ჩაახშო კმაყოფილი ბგერები, დემნას გახურებულმა ტუჩებმა მის კისერში რომ გადაინაცვლეს.

ორი წლის განმავლობაში არ უგრძვნია თავი ასე სასურველად. ორი წელი არ ყოფილა თითქოს ქალი. იყო ძლიერი, დამოუკიდებელი, ყოვლისშემძლე. იყო კარგი დედა, კარგი თანამშრომელი, კარგი უფროსი, კარგი მეგობარი. კარგი შვილიც იყო და ალბათ, ისეთ საქმიან პარტნიორებზეც კი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მხოლოდ ერთხელ რომ უწევდა შეხვედრა. კარგი იყო ყველასთვის, მაგრამ არასდროს ყოფილა რეალურად ასე კარგად.

ის ერთი აკლდა. აკლდა ისე, რაც არ უნდა გაეკეთებინა, როგორ ძლიერადაც არ უნდა ყოფილიყო გაბრაზებული, როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ტკივილი, ფილტვებსაც კი ვერ ავსებდა ჰაერით ბოლომდე, როცა გვერდით არ ჰყავდა.

ერთდროულად ისე ძლიერად და ისე სუსტად იგრძნო თავი. ნერვები ეშლებოდა, საბოლოოდ მაინც რომ გადააბიჯა თავმოყვარეობას. ერთი ხელის მოსმით დაანგრია ორი წლის ნაშენები ყინულის ჯებირები, თვითონვე გადაუარა ყველაფერს იმის დასაბრუნებლად, ვის გარეშეც, როგორც არ უნდა მოენდომებინა, მაინც ვერ გრძნობდა სრულყოფილად თავს. ახლა კი, თითქოს შეივსო...

elevator man and woman kiss-ის სურათის შედეგი
– ასეთი მონატრება არ შეიძლება. – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეჩურჩულებოდა დემნა და თან არაფრით აშორებდა ტუჩებს მის კანს. კოცნიდა ყველგან, თვალებზე, ტუჩებზე, ყელზე, ლავიწებზე. ყველგან, სადაც კი შეეძლო და არც იმას მორიდებია, ადგილისა და მდგომარეობის გაუთვალისწინებლად, მომთხოვნად ჩაეხსნა საყვარელი ქალისთვის ისედაც ვიწრო პერანგის მინიატურული ღილები.

– ვერასდროს იტანდი ღილებს. – ჩაეცინა ელენეს, თუმცა ჯიუტად, არც კი უფიქრია დახმარება. სიმართლე ითქვას და, არც უნდოდა ის პროცესი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაეჩქარებინა, ამდენი ხსნის შემდეგ, ასე სასიამოვნოდ რომ მიდიოდა.

– პირდაპირ მაგიჟებს შენი ნებისყოფა! – აღმოხდა ბოლოს დემნას, პერანგთან პრობლემა რომ შეექმნა, თუმცა, მაინც არ აპირებდა დანებებას.

არც ამდენ ხანს მოშორება შეეძლო, ისედაც ძლივს დაბრუნებულისთვის და მართალია, მიხვდა, საქმეს რომ უფრო გაირთულებდა, თუმცა ჯიუტი სვანი ვერც ამან შეაშინა და ცალი ხელით თმა ჩამოუშალა, სანამ მეორეთი ღილების პრობლემის მოგვარებას აგრძელებდა.

კბილების ღრჭიალით ამოიგმინა პერანგის თხელი ქსოვილის შიგნით მაქმანებიანი ბიუსტჰალტერის დანახვისას. ძლიერად დააჭირა ყბები ერთმანეთს და შეკრული მუშტი ჯერ რამდენჯერმე, მშვიდად მიარტყა კედელს, შემდეგ კი, ისე ჩამოეყრდნო შუბლით საყვარელ ქალს მხარზე, არც სჭირდებოდა ხმის ამოღება, ელენე მის მდგომარეობას რომ მიმხვდარიყო.

– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, სპეციალურად ემზადებოდი ამისთვის... – ჩაეცინა მაინც და აუჩქარებლად მოუშიშვლა მხრები.

– ლიფტიც მე გავჭედე, განზრახ..
. – აჰყვა ელენეც და შემდეგ უკვე თვითონ აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე.

უბრალოდ, აღარ შეეძლო მეტის მოთმენა. არ შეეძლო თინეიჯერი შეყვარებულებივით მდგარიყვნენ ლიფტში გაჭედილები და კოცნის წინაც აღელვებულებს ეფიქრათ, ღირდა თუ არა გარისკვად. მთელი შეგნებით იცოდა, ახლა ამ კაცზე მეტად არავინ და არაფერი რომ არ უნდოდა და ის იყო, თვითონ გაიწია მისი ტუჩებისკენ, კონსტრუქცია კიდევ ერთხელ რომ შეზანზარდა, თუმცა, დაძვრის ნაცვლად, მხოლოდ შუქი აინთო.
1 / 2
Next
კომენტარები (6)
**
ოუ კაი რა, გამოაჩინეთ ახალი თავი
კატო
დღეს უკვე ოთხშაბათია თუ მეშლება?
მკითხველი
სად არის 26-ე თავი? :(
ნუციკო
გაგრძელებას ველოდით... მაგრამ ამაოდ. :(
@@@@
კარგი რომანია ძალიან 26 თავი რატომ არ დადეთ თუ მე ვენ ვნახე
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: ...როცა კაცს ცოლიც და საყვარელიც შვილს უჩენს
13:22 / 23-06-2017
ერთხელ, შემთხვევით, ჩემთვის უცნაურ საუბარს შევესწარი.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 27. მოძალადე უფროსი
09:53 / 23-06-2017
სახლამდე როგორ მივიდა ელენე, ვერც გააცნობიერა კარგად. მთელი გზა დემნაზე და მათ საუბარზე ფიქრობდა.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 26.  მკვლელობა საეჭვო გარემოებაში
17:01 / 21-06-2017
ელენეს ორსულობის პირველი თვეები სრული ჯოჯოხეთი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
აღმოაჩინე ახალი გემო: კულინარიული მოგზაურობა ვენაში, მარსელში, ბარსელონასა და ვერონაში შინიდან გაუსვლელად
16:25 / 20-06-2017
ვინ არ ოცნებობს მოგზაურობაზე? ჩემი აზრით, ცხოვრებაში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი.
შოშიას ბლოგი: მამაკაცები, რომლებიც ჩვენზე გიჟდებიან...
11:52 / 19-06-2017
ისინი ყველაზე მეტად განიცდიან, როცა ჩვენ ფიზიკურად გვტკივა. უზომოდ ღელავენ, როცა სიცხე გვიწევს ან გრიპით გაგუდულები ძლივს ვსუნთქავთ.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 24. პაემანი ლიფტში
09:59 / 13-06-2017
ისე საცოდავად გამოიყურებოდა ელენე... თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, თვალები და ცხვირი ტირილისგან გაწითლებული, ბაგეები კი, შესიებული და აკანკალებული.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 23. იდუმალი სტუმარი
13:52 / 09-06-2017
კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ელენემ ორი წლის შემდეგ პირველად შედგა ფეხი საკუთარ, თუმცა უკვე ყოფილ სახლში.
მშობლების ზედმეტი “მზრუნველობით” გაუბედურებული შვილები…
11:17 / 07-06-2017
დედობა და მამობა ბევრი ადამიანისთვის სტატუსია.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 22. „შვილის მკვლელი“
10:29 / 07-06-2017
– არ დავუკრავ! – ღმერთმა უწყის, მერამდენედ გაიმეორა ლილუმ, გაბრაზებული ხმით და სრული ეფექტისათვის, ზურგიც შეაქცია დედას, მთელი მონდომებით რომ ცდილობდა მის დაყოლიებას.
შოშიას ბლოგი: რატომ "იკიდებენ" კაცები შვილებს განქორწინების შემდეგ?
13:23 / 05-06-2017
ამას წინათ გასაოცარ საუბარს შევესწარი. გასაოცარს პირობითად ვუწოდებ, რადგან ჩემზე ძალიან იმოქმედა და გამაბრაზა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი