შოშიას ბლოგი: მამაკაცები, რომლებიც ჩვენზე გიჟდებიან...
შოშიას ბლოგი: მამაკაცები, რომლებიც ჩვენზე გიჟდებიან...
ისინი ყველაზე მეტად განიცდიან, როცა ჩვენ ფიზიკურად გვტკივა. უზომოდ ღელავენ, როცა სიცხე გვიწევს ან გრიპით გაგუდულები ძლივს ვსუნთქავთ.


ტირიან ჩვენთან ერთად, როცა ნემსს გვიკეთებენ. ისინი გვატარებენ ხელით, გვიკოცნიან თვალებს, გვწმენდენ ცრემლს და კაცური მოუხერხებლობით გვიკრავენ შეხსნილ თასმებს ფეხსაცმელზე... ისინი ბავშვებივით ხარობენ, როცა ვინმე გვაქებს და სიამაყისგან იბადრებიან, როცა მათ ჩვენი წარმატების შესახებ უამბობენ... ისინი დასცქერიან საათს და უზომოდ ნერვიულობენ, როცა სახლში გვიან ვბრუნდებით...

ისინი გულის კანკალით ელიან ჩვენს რჩეულებთან შეხვედრას და საშინლად იტანჯებიან, თუ მათი მოლოდინი არ გამართლდა... ჩვენი ქორწილის ღამეს ისინი ადგილს ვერ პოულობენ, ნერვიულად ეწევიან სიგარეტს, ბოლთას სცემენ, აბეზარ ფიქრებში იძირებიან და ბორგავენ...

ისინი შრომობენ, წვალობენ და ცდილობენ იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდი, ნათელი ბავშვობა და ასევე მშვიდი, ბედნიერი მომავალი გვქონდეს.

ისინი გვასწავლიან ცხოვრებას საკუთარი მაგალითებით, საკუთარი გამოცდილებითა და შეხედულებებით. ხშირად ბრაზობენ კიდეც, როცა მათ არ ვუჯერებთ და საკუთარი გზითა და სურვილებით სიარულს ვცდილობთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეგუებიან ჩვენს გადაწყვეტილებებს და ისევე გვიდგებიან მხარში ძლიერ საყდენებად, როგორც ადრე, ბავშვობაში, როცა სიარულს ვსწავლობდით.

ისინი ცდილობენ, თავი შეიკავონ ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩარევისგან, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდით და ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა თვალცრემლიანს გვხედავენ... მაშინ ისინი ფიზიკურადაც კი იტანჯებიან ჩვენი სულიერი ტკივილებისგან და არავის შეუძლია შეაკავოს მათი გულებიდან ამოხეთქილი დარდი და ბოღმა...

მათ შეუძლიათ დაუპირისპირდნენ მთელ სამყაროს, როცა ჩვენ უბედურებს გვხედავენ და არ არსებობს დაბრკოლება, ბარიერი ან სიძნელე, რომელსაც არ შეეჭიდებიან, თუ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი აღმოჩნდება…

ისინი გვეფერებიან ყველაზე ნაზად, ყველაზე საყვარლად ამ ქვეყანაზე. მათ სითბოსა და სინაზის გამოხატულებას ვერ შეადარებ ვერანაირ ყვავილს, ვერც ჩიტების ჭიკჭიკსა და ნაკადულის რაკრაკს და ვერც ვერანაირ მხატვრულ მეტაფორას, რაც კი ოდესმე რომელიმე მწერალს გამოუგონია. ისინი გვიალერსებენ თბილი უხეშობისა და ნაზი მოუქნელობის ერთგვარი ნაზავით და ძალიან საყვარლები და გულუბრყვილოები არიან ამ დროს...

ისინი არიან მამაკაცები, რომლებმაც სულ პირველებმა გვაგრძნობინეს, რა არის ქალური საწყისი, პირველებმა აგვიხსნეს სილამაზის საიდუმლო და დედური ერთგულება.

ამიტომაც, როცა ისინი შეცდომას უშვებენ, ჩვენ ვუძებნით ათასგვარ გამართლებას, ვცდილობთ გავუგოთ და ვიყოთ უფრო მიმტევებლები, ვიდრე სხვა ადამიანებთან ვიქნებოდით... თუმცა ძალიან მტკივნეულად განვიცდით მაშინ, თუ ეს ჩვენ წინაშე დაშვებული შეცდომაა. მაშინ ჩვენც ვიტანჯებით და ნაკუწებად გვეფლითება მათგან ნაფერები სული...

ასევე შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად მათ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვადარებთ და გვსურს, ჩვენი შეყვარებულებიც მათსავით იქცეოდნენ, მათსავით გვიფრთხილდებოდნენ და ჩვენს ყოველ ამოსუნთქვას დარაჯობდნენ. ამის გამო ხშირად კონფლიქტებიც მოგვდის ჩვენს საყვარელ ადამიანებთან, რადგან მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ ვერაფრით გამოვედით ბავშვობიდან, მამიკოს ფრთიდან და ჩრდილიდან...

დიახ, ამდენს მამებზე გელაპარაკებით... და მაპატიეთ, თუ ისე ლამაზად და მოხდენილად ვერ ვწერ, როგორც გენდომებოდათ, რომ მათ შესახებ დამეწერა.

საქართველოში მეორე წელია, მამის დღე აღინიშნება. ყველა დღე ხომ ისედაც მამებისააო, - ნუ იტყვით... ყოველი დღე ჩვენი, ადამიანებისაა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუმცა ყოველთვის ვერ ვახერხებთ მის გალამაზებას!.. სამწუხაროდ, ამ დღის ლამაზად აღნიშვნის ვერც ერთი მაგალითი ჯერ ვერ მოვიძიე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მეგობრის მიერ მამის ფოტოს "ფეისბუქზე" დაშეარებას. დარწმუნებული ვარ, ზოგმა ამის შესახებ არც იცის და მომავალში, ალბათ, ბევრ ლამაზ და ორიგინალურ ისტორიასაც მოვისმენთ.

მანამდე კი, ვისაც ჯერ კიდევ გვერდით გყავთ, ჩაეხუტეთ მამიკოებს, აპატიეთ წყენები, ცხოვრებისეული წვრილმანები და თქვენც პატიება სთხოვეთ ყოველი უხეშობის, უტაქტობის, გულგრილობის, მოუცლელობის, სითბოს ნაკლებობისა და უსიყვარულობის გამო, რასაც ჩვენ, შვილები, და მით უმეტეს, ქალიშვილები უნებურად ვიჩენთ მათ მიმართ. ხომ იცით, როგორ გიჟდებიან ჩვენზე - პატარა ტიკტიკა გოგონებზე, რომლებიც მათ წარმოდგენაში ცხოვრების ბოლომდე ასეთებად ვრჩებით.

კომენტარები (1)
მზია არსენაშვილი
გული ამომივარდა, მგონია მე დავწერე, ზუსტად ვიცოდი ერთად-ერთი რასაც მამა ვერ გაუძლებდა ჩვენი შვილების ტკივილი იყო
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: ...როცა კაცს ცოლიც და საყვარელიც შვილს უჩენს
13:22 / 23-06-2017
ერთხელ, შემთხვევით, ჩემთვის უცნაურ საუბარს შევესწარი.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 27. მოძალადე უფროსი
09:53 / 23-06-2017
სახლამდე როგორ მივიდა ელენე, ვერც გააცნობიერა კარგად. მთელი გზა დემნაზე და მათ საუბარზე ფიქრობდა.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 26.  მკვლელობა საეჭვო გარემოებაში
17:01 / 21-06-2017
ელენეს ორსულობის პირველი თვეები სრული ჯოჯოხეთი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
აღმოაჩინე ახალი გემო: კულინარიული მოგზაურობა ვენაში, მარსელში, ბარსელონასა და ვერონაში შინიდან გაუსვლელად
16:25 / 20-06-2017
ვინ არ ოცნებობს მოგზაურობაზე? ჩემი აზრით, ცხოვრებაში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 25. ვნებისამშლელი სიბნელე
11:08 / 16-06-2017
ლიფტის კაბინის კედელზე ზურგით აკრული იდგა ლენა და სუნთქვაც შეეკვრებოდა ალბათ, იქაურობა დემნას ჰაერით რომ არ ყოფილიყო გაჯერებული.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 24. პაემანი ლიფტში
09:59 / 13-06-2017
ისე საცოდავად გამოიყურებოდა ელენე... თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული, თვალები და ცხვირი ტირილისგან გაწითლებული, ბაგეები კი, შესიებული და აკანკალებული.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 23. იდუმალი სტუმარი
13:52 / 09-06-2017
კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ელენემ ორი წლის შემდეგ პირველად შედგა ფეხი საკუთარ, თუმცა უკვე ყოფილ სახლში.
მშობლების ზედმეტი “მზრუნველობით” გაუბედურებული შვილები…
11:17 / 07-06-2017
დედობა და მამობა ბევრი ადამიანისთვის სტატუსია.
საქმე №109. განქორწინებული წყვილის საიდუმლოებით მოცული ამბავი. თავი 22. „შვილის მკვლელი“
10:29 / 07-06-2017
– არ დავუკრავ! – ღმერთმა უწყის, მერამდენედ გაიმეორა ლილუმ, გაბრაზებული ხმით და სრული ეფექტისათვის, ზურგიც შეაქცია დედას, მთელი მონდომებით რომ ცდილობდა მის დაყოლიებას.
შოშიას ბლოგი: რატომ "იკიდებენ" კაცები შვილებს განქორწინების შემდეგ?
13:23 / 05-06-2017
ამას წინათ გასაოცარ საუბარს შევესწარი. გასაოცარს პირობითად ვუწოდებ, რადგან ჩემზე ძალიან იმოქმედა და გამაბრაზა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი