მალე დაიწყება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მომდევნო სეზონი. ცნობილია, რომ სერიალი რამდენიმე მსახიობმა დატოვა სხვადასხვა მიზეზით. მათ შორისაა რეზო ნასიძეც, რომელსაც სულ სხვა პროექტში ძალიან მალე ვიხილავთ.
- რეზო, "ჩემი ცოლის დაქალებში" კიდევ გიხილავთ?
- ამ სერიალიდან წამოვედი. სხვა პროექტში ვარ და მომავალში დავბრუნდები თუ არა, ჯერ არ ვიცი.
- როგორც ვიცი, "ჯიდიესის" ერთ-ერთ სერიალში მონაწილეობ. გვიამბე, რა სერიალია და რამდენ ხანში გიხილავთ კვლავ ეკრანზე?
- სავარაუდოდ, სექტემბერში გავა სერიალი ეთერში. სერიალის სახელწოდებაა "ქერჩი, ანუ დაკარგული გმირები".
- შენ ვის როლში გიხილავთ?
- ვთამაშობ ამბროსი შენგელიას, რომელიც რეალურად იყო ჩემი დიდი ბაბუა.
- სავარაუდოდ, ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ "ჩემი ცოლის დაქალებს" ახალი სერიალი ამჯობინე...
- "ჩემი ცოლის დაქალებში" ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც კამერასთან ურთიერთობა. მერე გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ერთი და იმავეს დიდხანს კეთება არ მინდოდა.
იხილეთ სტატია სრულად