რამდენიმე დღის წინ თამუნა მუსერიძის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ მისი და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის სიყვარული თურმე უკვე ერთ წელს ითვლის. თამუნასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ეს ერთი წელი მთლიანად პოზიტიური იყო... თუმცა, როგორც ყველაფერს, ამასაც ახლდა სირთულეები, მაგალითად, ერთმანეთთან შეგუება, ასევე იმ უარყოფით თვისებებთან შეჯახება, რაც ორივეს გვაქვს და მათი შესწავლა.
- როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს მყარ ურთიერთობას?
- ამისთვის მთავარია, იცოდე ვისთან გაქვს ურთერთობა. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ცდილობენ, რაღაც შეცვალონ, გადააკეთ-გადმოაკეთონ და თავის თარგზე გამოჭრან მეორე ადამიანი. თავიდან, ეს თითქოს გამოდის, მაგრამ საბოლოოდ ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის. აი, მაგალითად მე 30 წლის ასაკში ვერ შევიცვლები და ვერ გავხდები ისეთი, როგორიც ვიღაცას უნდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანთან იწყებ ურთიერთობას, თავიდანვე უნდა გააანალიზო, რომ როგორიც არის ახლა, ისეთი იქნება მერეც, არ შეიცვლება და ისეთი არ გახდება, როგორიც გინდა შენ. თუ ხარ მზად იმისთვის, რომ მიიღო და მთელი ცხოვრება გაატარო ისეთ ადამიანთან, როგორიც იმ მომენტში არის, მაშინ ჩემი აზრით, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ წყვილს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა და ნაკლები პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ. მე როგორც ვიცი, ყველაზე რთული პერიოდი წყვილის ცხოვრებაში არის დაოჯახებიდან პირველი ორი წელი, იმიტომ, რომ ორივე მხარე ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს, "პალაჟენია" დააყენოს (იღიმის). მე უკვე დაყენებული მაქვს "პალაჟენია"...
- და ოჯახის უფროსი ვინაა??
- სანდრო. მიუხედავად XXI საუკუნისა, მიმაჩნია, რომ ოჯახში უფროსი, მთავარი ფიგურა, ღერძი უნდა იყოს მამაკაცი.
- და აქვე თავს იჩენს გენდერული თანასწორობის თემაც...
- ქართველმა ქალებმა ცოტა უცნაურად გავიგეთ ეს გენდერული თანასწორობა. სინამდვილეში გენდერული თანასწორობის მოთხოვით ქალები ითხოვდნენ მუშაობის, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას და ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას. თორემ არავინ არ გულისხმობდა ამაში იმას, რომ გავტოლებოდით მამაკაცებს და მანქანის საბურევები ჩვენ თვითონ გამოგვეცვალა. თუმცა, დამოუკიდებელმა ქალებმა რატომღაც მოინდომეს იმაზე ხაზგასმა, რომ მაგრები არიან. მე ვფიქრობ, რომ გენდერული თანასწორობა კარგია, მაგრამ მამკაცი ოჯახი თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს.
- ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ აეწყობა შვილისა და მისი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა. თქვენს შემთხვევაში როგორ დალაგდა ეს საკითხი?
- თავიდან ჩემს შვილს არ ვაცნობდი სანდროს, არ მინდოდა მაინც. არავინ არ იცის, შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები, ამიტომ არ მინდოდა ზედმეტად დამესტრესა ბავშვი. ზოგადად, არ მესმის იმ ქალების, რომლებიც სხვადასხვა შეყვრებულს აცნობენ შვილებს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, დროთა განამვლობაში თანდათანობით თავისთავად დალაგდა ეს საკითხი. ჩემგან დამოუკიდებლად სანდროებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ თუ სამივე ერთად ვართ ოთახში, მაშინ უკვე ეჭვიანობის მომენტი ერთვება პატარა სანდროს, ხანდახან აქვს რაღაც პროტესტები, უნდა, რომ მხოლოდ მისი ვიყო. გაგრძელება