მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი მეორე შვილს ელოდება. ლელას პირველი შვილი ალექსანდრე ივლისში ორი წლის ხდება, სექტემბერში კი მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა შეემატება.
- ლელა, საუბარი იმ სასიამოვნო სიახლით დავიწყოთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, მეორე შვილს ელოდებით... გინდოდათ უკვე, რომ კიდევ ერთი პატარა გყოლოდათ თუ ეს დაუგეგმავად მოხდა?
- საერთოდ, ვფიქრობდი ხოლმე, რომ ბავშვებს შორის განსხვავება 4 წელი მაინც უნდა ყოფილიყო. ამ დროს უკვე უფროსი ბაღში ივლიდა და მეორის გაჩენისთვის ეს კარგი პერიოდი იქნებოდა. ზოგადად, ფეხმძიმობა ჩემს პროფესიაში პასიურ პერიოდთანაა დაკავშირებული, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩემს საქმიანობაში ორსულობა არანაირად არ მიშლიდა ხელს, გადავწყვიტე, მეორე გამეჩინა, მინდოდა უკვე, მეორე შვილი მყოლოდა.
ორსულობისას ყველაზე რთული ჩემთვის გადაღებები იყო, მაგრამ სერიალიდან წამოვედი, ტელევიზიაში აქტიურად ვარ დაკავებული, თეატრში სულ ახლახან მქონდა პრემიერა, ორსულობის 7 თვემდე მაინც ვთამაშობ ხოლმე სპექტაკლებში, "დღის შოუშიც" ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას, ანუ ვაკეთებ იმ საქმეებს, რაც ფეხმძიმობასთან თავსებადია და პრობლემას არ წარმოადგენს. სექტემბერში უკვე ბავშვს გავაჩენ და ამასთან ერთად, მზად ვიქნები ახალი პროექტებისთვის.
- როგორი ორსულობა გქონდათ ალექსანდრეზე და ახლა თუ შეიცვალა მდგომარეობა?
- ალექსანდრეზეც და ახლაც ტოქსიკოზი მაქვს, მაგრამ პირველი ორსულობისას საშინლად მაწუხებდა, გადასხმებს ვიკეთებდი, საჭმელსაც კი ვერ ვჭამდი, ისე მივდიოდი გადაღებებზე. ახლაც მაწუხებს საშინლად, მაგრამ საბედნიეროდ, გადასხმები არ მჭირდება. განაგრძეთ კითხვა