გენდერულ თანასწორობაზე ბოლო დროს სულ უფრო მეტს საუბრობენ.
ახალი თაობა ცდილობს, ოჯახში ქალმა და მამაკაცმა თანაბრად გაინაწილონ უფლება-მოვალეობები. ბევრი ამას ახერხებს და სხვებს მაგალითსაც აძლევს. ქართველმა მოდელმა ნათია ჩიქოვანმა კი, შეიძლება ითქვას, გენდერული თანასწორობის ახალი პრეცედენტი შექმნა - მან საყვარელ მამაკაცს, ლუკა ჭოჭუას ხელი სთხოვა!
ამის შესახებ ნათიამ თავადვე დაწერა სოციალურ ქსელში: "მე და ლუკა 2 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. ერთად ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ორი ადამიანის ურთიერთობის გამოსაცდელად და იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც დაქორწინება ჰქვია. ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ და მივხვდით, რომ მუდამ ერთად ყოფნა გვინდა. ვერასდროს ვხვდებოდი, გოგოები, რომლებსაც დაქორწინება უნდათ, რატომ ელოდებიან ბიჭებს, როდის გადაწყვეტენ ისინი "ხელის თხოვნას", რომ მათ უბრალოდ, თქვან "დიახ"... დამიჯერეთ, მეორე მხარეს ყოფნა ბევრად უფრო ამაღელვებელია. ამიტომაც მე დღეს ლუკას დაქორწინება ვთხოვე... P.S. მან თქვა - "დიახ"!"
ნათია ჩიქოვანს სამოდელო სფეროში კარგად იცნობენ. ის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია და ხშირად ხვდება ქართული და უცხოური მოდური ჟურნალების ფურცლებზე: "ბავშვობიდან ვმუშაობ სამოდელო სფეროში. ამჯერად თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს მოდელი ვარ. ვსწავლობ ჯიპაში, მაგისტრატურას ვამთავრებ საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. ვმუშაობ "აი სი არ ჯგუფში", სადაც აქსესუარების მიმართულებით ვარ მარკეტინგის დეპარტამენტის მენეჯერი. განაგრძეთ კითხვა