"სხვა შუადღის" წამყვანი გვანცა დარასელია ზაფხულს თიანეთში - საკუთარ სოფელში ატარებს. უყვარს იქაურობა და ბედნიერია, რომ წელიწადის ცხელ სეზონზე მისი შვილიც იქ ისვენებს, სადაც თავად იზრდებოდა.
გვანცას მეუღლე ვახო მჭედლიძე ცოტა ხნის წინ "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა და კენჭს ლაგოდეხის რაიონში იყრის. ტელეწამყვანს ზაფხულზე და მეუღლის ახალ საქმიანობაზე ვესაუბრეთ.
- როგორც წესი, ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ერთი კვირით მაინც ჩავიდე ჩემს სოფელში - თიანეთში. ამ წუთშიც აქ ვარ. ჩემი შვილი და ძმისშვილები ყირაზე გადადიან, ერთად ყოფნა ძალიან უყვართ, თან გრილა, დიდი ეზო გვაქვს და კარგად ერთობიან. გარდა ამისა, სასიამოვნოა, როცა შენი შვილიც იმ სახლში ისვენებს, იქ თამაშობს, სადაც შენ ხარ გაზრდილი. პირადად მეც, ყველაზე მშვიდად აქ ვგრძნობ თავს და ბავშვებიც კმაყოფილები არიან.
- სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე ფოტო წარწერით "ყველაზე იაფფასიანი გართობა", ფოტოზე კი აღბეჭდილნი იყვნენ ბავშვები წყლით სავსე "ტაშტებში", მათ შორის იყო ერეკლეც. მოეწონათ ჩვენი თაობის გასართობი პატარებს?
- კი, მოეწონათ. ადრე გვქონდა გასაბერი აუზი, მაგრამ ვერ იყოფდნენ და იყო ერთი ამბავი, აწუხებდნენ ერთმანეთს. ამიტომ მერე მოვიფიქრეთ, რომ სათითაოდ, გაგვემზადებინა ბავშვებისთვის სახელობითი "ლახანკები"... რომ ჩამოვედით, "აღჭურვილობა" დაგვახვედრეს, ყველას თავისი ზომის "ლახანკა" აქვს, უკვე დგას მზეზე წყლით სავსე "ტაშტები" და ელოდებიან ბავშვები საღამოს, მზით გამთბარ წყალში რომ ითამაშონ. პრინციპში, აქ მდინარეც ახლოსააა, მაგრამ გრილი ამინდების გამო ვერ დავდივართ. ისე კარგად ერთობიან, მგონია, რომ ამაზე მეტად დიდ აუზშიც კი ვერ იხალისებდნენ.
- თავად თუ ახერხებ დასვენებას ბავშვებთან ერთად?
- ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვებთან ერთად დასვენება არ გამოდის, მაგრამ პატარასთან ერთად ბათუმში წასვლას აქ ჩამოსვლა მირჩევნია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სუფთა გარემოა, ნატურალურ პროდუქტებს ვიღებთ, გვაქვს ჩვენი ბოსტანი, დიდი ეზო, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარ გასართობზე თამაშობენ ბავშვები. ბათუმში კი სრულიად სხვანაირ რეჟიმში გიწევს ყოფნა, მაინც სულ დაძაბული ხარ, გეხარჯება ბევრი ფული, გეშლება ნერვები, ხანდახან ცუდი ამინდია და ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. რასაკვირველია, სასურველია, ბავშვმა მთაშიც დაისვენოს და ზღვაზეც, მაგრამ უმეტესი დრო მაინც სოფელში უნდა გაატაროს. მე ასე გავიზარდე და შეიძლება ამიტომ ვფიქრობ ასე.
- ერეკლე თქვენგან დამოუკიდებლად გაგიშვიათ დასასვენებლად?
- კი. მე როცა ვმუშაობ, იმ პერიოდში, ყოველ წელს დადის აბასთუმანში ბებოსთან და ძიძასთან ერთად. თავიდან ცოტა უჭირს ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯანსაღი დასვენება გამოსდის.
- დედათქვენის და ერეკლეს ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ალბათ, აბასთუმანშია გადაღებული... თვალებით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს... ინტერვიუ სრულად...