ბახვა ბრეგვაძე პროფესიით არ არის მსახიობი, პოპულარულ ქართულ სერიალში კასტინგის გავლის შემდეგ მოხვდა და დაკისრებულ ამოცანას თავი მშვენივრად გაართვა.
მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო პერსონაჟს, ცოტნე ცოტაშვილს ასახიერებს, ურიგო პარტნიორობას არ უწევს. სხვათა შორის, ბახვა სერიალში ერთადერთია, რომელიც საკუთარი სახელით თამაშობს. ცოტნესა და ბახვას ერთად ხილვა მაყურებელს ძალიან მოსწონს, თუმცა სერიალის მიმდინარე სეზონზე ორივე პერსონაჟი გაქრა.
ბახვა ბრეგვაძე:
"ამ სეზონზე ასე გამოვიდა, რომ ჩვენი ხაზი ისვენებს. თუ რატომ, ეს ალბათ, სცენარისტს და პროდიუსერებს უნდა ჰკითხოთ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ასე ჩათვალეს საჭიროდ, ყოველთვის ზუსტად იციან, რა, როდის და რატომ უნდა მოხდეს. პაუზა, მგონი, კარგიც არის, მაყურებელს მოვენატრებით და ჩვენ გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება... ნამდვილად ვიცი, რომ დიდხანს არ დავავიწყდებით... ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი კითხულობს - როდის გამოვჩნდებით? - რაც ძალიან მახარებს, მაგრამ მომდევნო სეზონში რა იქნება, ამას ერთად ვნახავთ... "ჩემი ცოლის დაქალების" კიდევ არაერთ ახალ სეზონს ვიხილავთ ტელეეკრანებზე".
- ორივე პერსონაჟს მაყურებელი ყოველთვის ინტერესით ელოდება...
- ძალიან მიხარია. სასიამოვნოა, როცა მაყურებელს შენი ეკრანზე გამოჩენა სიამოვნებს... გიორგი ბახუტაშვილი ქართული კინოსთვის უდიდესი შენაძენია, არანორმალურად ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გააოცებს მაყურებლებს...
- გადამღებ ჯგუფს არაფერი უთქვამს თქვენს სერიალში დაბრუნებაზე? იქნებ აღარ სჭირდებით?
- არაფერიც, ვუყვარვართ და ვჭირდებით...
- როგორც მახსოვს, ამბობდი, სერიალის გადაღებას, გადასაღებ მოედანს ძალიან შევეჩვიე, მომწონს ჩემი ახალი ამპლუაო. არ გენატრება ეს სიტუაცია?
- კი, იმ ყველაფერს მართლა შევეჩვიე და მალევე ვთქვი, რომ გადაღებებით ''მოვიწამლე''-მეთქი. მეგონა, მალე გამივლიდა, თუმცა არ მომბეზრდა... ახლა გადაღებების დანაკლისს სხვა რამით ვავსებ. სულ რაღაც გადაღებებში ვარ და ჯერ არ მომნატრებია. უბრალოდ, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ადამიანები მენატრებიან, ძალიან მიყვარს ყველა, მათთან ერთად სამუშაო პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო...
- რითი ხარ ამ ეტაპზე დაკავებული?
- საბედნიეროდ, საქმე ყოველთვის ბევრი მაქვს. ისევ ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ვარ, სამი ჟურნალის დამფუძნებელი, მხატვრულ ფილმშიც მაქვს ამ ეტაპზე გადაღებები, საახალწლო გადაცემების ჩაწერა და ა.შ. წაიკითხეთ სრულად