სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩიას ოთხი შვილი ჰყავს - 25 წლის მარიამი, 15 წლის მირიანი, 6 წლის იოანა და 3 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო.
გენეტიკის წყალობით, ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია. ძირითადად, ოჯახის წევრები, დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის.
- პირველი შვილი 19 წლის ასაკში შემეძინა... სხვადასხვა ასაკში ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რასაკვირველია, ემოციურად სხვადასხვაგვარად აღიქვამ, თუმცა ამ ემოციას სიძლიერის მიხედვით ნამდვილად ვერ განვასხვავებ. უბრალოდ, წლების სვლასთან ერთად, ვიზრდებით, ვვითარდებით და უფრო სხვა ფასი ედება დედობას.
- აღზრდის მეთოდები, შვილებთან მიდგომები წლების სვლასთან ერთად იცვლებოდა?
- არა, თითქმის ერთი და იგივე მიდგომა მქონდა მაშინაც და ახლაც, რაც მდგომარეობს შემდეგში: ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შვილებს შევუქმნა მინიმალური კომფორტი მაინც, მივცე თავისუფლება, არ შევზღუდო და ჩარჩოებში არ მოვაქციო, თუმცა, არსებობს საკითხები, სადაც მშობლის ჩართულობა აუცილებელია. ეს პირველ რიგში ეხება დროის სწორ განაწილებას, რეჟიმს, სწორ კვებას და სწორ ურთიერთობას ბავშვთან. პატარასთან პრეტენზიები იმიტომ კი არ უნდა გვქონდეს, რომ მისი დედები ვართ, არამედ იმიტომ, რომ სწორად აღიზარდოს და კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, იმიტომ, რომ ის დამოუკიდებელი პიროვნებაა, ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ იმაში, რომ გაიზარდოს ჯანმრთელი და ჯანსაღი სულითა და ხორცით.
- თეა, როგორც დედა, რა სირთულეებს წააწყდით შვილების აღზრდის საკითხში, რასაც არ ელოდით?
- გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მქონია არანაირი სირთულე. ხასიათი მაქვს ასეთი, არაფერს ვართულებ ცხოვრებაში.
- მარიამი დანარჩენ დედმამიშვილებზე უფროსია. ალბათ მათზე ამაგიც მეტი აქვს. გეხმარებოდათ პატარების გაზრდაში?.. სრულად წაიკითხეთ...