თეკლა ჩიჟავაძით ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისი ფოტოები მიჰაელა ნოროკის პროექტ ''სილამაზის ატლასში'' მოხვდა.
მოდელი CNN-ის ჟურნალისტების ინტერესის ობიექტიც გახდა.
ცოტა ხნის წინ თეკლა მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა გადაიღო თავის ახალ კლიპში „დამიბრუნდი“.
- თეკლა, როდის გაგიცნოთ ხალხმა?
- ხალხმა გამიცნო პროექტ Beauty in the world-ის მეშვეობით. უცხოელი ფოტოგრაფი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და მისი გადმოსახედიდან ლამაზ ადამიანებს სურათებს უღებდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქართველი სახის ძიება დაიწყო და ერთ-ერთ სააგენტოში ჩემს სურათებს წააწყდა. მოვეწონე და დამიკავშირდა. მისი ფოტოპროექტი ბოლოს მისივე სამშობლოში გამოიფინა. მის ნამუშევრებს, მათ შორის, ჩემს სურათს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაინტერესდნენ CNN-ის ჟურნალისტები, ჩემი ფოტოები უცხოურ ვებსაიტებზე ატვირთეს და ასევე დაბეჭდეს ჟურნალ-გაზეთებში.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ონლაინმაღაზია მაქვს, ვარ მოდელი და შესაბამისად, პერიოდულად დავდივარ გადაღებებზე და, რაც მთავარია, ვარ დედა. ლილე თერთმეტი თვისაა. კარიერის და დედობის შეთავსება არ მიჭირს, უკვე მივეჩვიე ამ რეჟიმს. ოჯახი ხელს მიწყობს. თუ გადაღებაზე მივდივარ, ლილეს მამა იტოვებს.
- სტეფანეს ახალ კლიპში როგორ მოხვდი?
განაგრძეთ კითხვა