2011 წლის 5 ივნისს მსოფლიო ვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ფილმის - "აგვისტოს 5 დღე" პრემიერაზე ჩამოვიდა.
7 წლის შემდეგ მის პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს. შერონ სტოუნს 80-მდე კინოროლი აქვს შესრულებული. ამერიკული გამოცემა People-ის მიხედვით, ის პლანეტის ყველაზე ლამაზ 50 ადამიანს შორის არის...
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- 2011 წელს თქვენ საქართველოს სტუმრობდით. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში. ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო. მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ... გაგრძელება