„მამაკაცები ჩვენი სამკაულები არიან...“ - მერაბ ამზოევის ულამაზესი მეუღლის სილამაზის ფორმულა
„მამაკაცები ჩვენი სამკაულები არიან...“ - მერაბ ამზოევის ულამაზესი მეუღლის სილამაზის ფორმულა
რომ ამბობენ, ლამაზი ქალი მამაკაცის სამკაულიაო, გაგიგიათ? ეს გამოთქმა ზუსტად შეეფერება მერაბ ამზოევსა და მის ულამაზეს მეუღლეს, სოფია ქავთარაძეს. ლამაზმანს ჩვენთან საუბრის დროს მამაკაცის სამკაულზე არაფერი უთქვამს, პირიქით კი, ქალის სამკაულად კარგი მამაკაცი დაასახელა. მომღერლის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის ცოლს, რომელმაც ეკრანზე გამოჩენისთანავე დიდი ყურადღება მიიქცია თვალისმომჭრელი ვიზუალით.

- რომ არა მოდა, როგორი იქნებოდა მსოფლიო ?
- უფერული.

- ლამაზ სხეულში ლამაზი სულია ?
- მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არა.

- თქვენი ყოველდღიურობა მაკიაჟის გარეშე წარმოგიდგენიათ ?
- რა თქმა უნდა, კი. სახეს დასვენება სჭირდება.

- ქალისთვის ყველაზე ბედნიერი წლები...
- ოცდაათიდან ორმოცდახუთ წლამდე, რადგან მაგ ასაკში სიამოვნება გაორმაგებულია. ქალი უფრო ჩამოყალიბებული და ჭკვიანია.

- ქალი ყველაზე მოდური არის, როცა..
- გვერდით ჰყავს ისეთი მამაკაცი, როგორიც უნდა და აკმაყოფილებს ფიზიკურად. კაცები ჩვენი სამკაულები არიან.

- რომ არა კაცები, ქალი მოდას აყვებოდა ?
- ქალების ორმოცდაათი პროცენტი იცვამს მეორე ქალის გულის გასახეთქად (იცინის). რა თქმა უნდა, რომ არა კაცები, ქალები მაინც მოდურად ჩაიცვამდნენ.

- გაქვთ ფერი, რომელსაც არ ღალატობთ?
- არა, არ მაქვს ფერები ამოჩემებული, ყოველთვის ვღალატობ.

- მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით ?
- მოვლილი და სუფთა კანი, მოვლილი და სუფთა თმა, მოვლილი და სუფთა ფრჩხილები, ტანზე გაცლილი ბეწვი, კარგი სუნამო და სუფთა ტანსაცმელი.

- ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში ?
- ფიტნესი 21 სუკუნის აფეთქებაა. მეც მივყვები სისტემატიურად, კარგი ფორმები მომწონს.

- საყვარელსა და მავნე ჩვევას ხომ არ გაგვიმხელთ...
- საყვარელი ჩვევაა ცხენზე ჯირითი, ცუდ ჩვევას რაც შეეხება, ადამიანების ნერვების მოშლა მიყვარს, ხანდახან (იცინის).

-”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო”, სტერეოპიტიპია თუ არა ? რას იტყვით თქვენი გამოცდილებიდან ამის შესახებ ?
-
You must have Flash Player installed in order to see this player.
სილამაზე ფულს მოითხოვს და არა მსხვერპლს.

- შეცვლიდით რამეს საკუთარ გარეგნობაში და თუ შეცვლიდით რას ?
- ტატუს გავიკეთებდი. ძალიან მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ნემსის მეშინია.

- მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე მეტად თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში ?
- მაღალ ქუსლიანებზე.

- რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი აქსესუარი და რაიმე მოგონებას ხომ არ უკავშირდება ?
- ყელსაბამი, უსასრულობის სიმბოლო, მეუღლემ მაჩუქა და ხუთი წელია მიკეთია.

- ის, თუ რა დევს ჩანთაში, ხშირად ქალის ხასიათს განსაზღვრავს. გაგვიმხელთ, რის პოვნა შეიძლება ყოველთვის, თქვენს ჩანთაში?
- საფულე და ტუჩსაცხი.

მერიემ კაკაურიძე

იხილეთ ასევე: რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?
რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?




კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ბლიცი: მოვლილი ქალის ფორმულა  თამთა შედანიასგან
15:50 / 23-06-2017
"მის საქართველო 2012", მოდური და სექსუალური მოდელი თამთა შედანია მოდის სამყაროსა და სილამაზეზე გვესაუბრა. მან გაგვიზიარა თავისი შეხედულებები.
 ნანუკა ჟორჟოლიანი: როცა მახსენდება, რომ ზაფხული მოდის, თავისთავად მეძლევა მოტივაცია, რომ გავიხადო, სირცხვილი არ იყოს...
22:22 / 12-06-2017
ყველა ქალს სურს, სტანდარტული, სექსუალური ფორმები ჰქონდეს, მაგრამ მოდელის ფიგურის შენარჩუნება არც ისე მარტივია.
რისი პოვნა შეიძლება ყოველთვის ნინი ონიანის ჩანთაში და რას შეცვლიდა ის საკუთარ გარეგნობაში?
11:40 / 01-06-2017
სექსუალურ და მიმზიდველ მოდელს, ნინი ონიანს მოდასა და სილამაზეზე ვესაუბრეთ. მან ასევე გაგვიზიარა თავისი შეხედულებები ქალურ ბედნიერებასა და მოვლილი ქალის თავისებურ ფორმულაზე.
 ვინ არის  ქართველი მერლინ მონრო და რაშია მისი სილამაზის საიდუმლო  (+ ფოტოგალერეა)
13:00 / 22-05-2017
მარია ბლონდი ქართველი მომღერალი და მსახიობია, რომელიც არაორდინარული იმიჯით გამოირჩევა.
როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი "შავლეგ მადლიანის" როლზე და რა სიახლეა მსახიობის პირად ცხოვრებაში
14:53 / 28-04-2017
მას შემდეგ, რაც "იმედზე" სხვა გასართობ გადაცემებთან ერთად, "ილო ბეროშვილის შოუც" დაიხურა, შოუს წამყვანს 3-თვიანი დასვენების პერიოდი ჰქონდა.
ვისი მიზეზით ინგრევა ოჯახი?
21:16 / 26-04-2017
ცნობილ გამონათქვამს თუ დავუ­ჯერებთ,­ "სიყვარული ცხოვრების სინათლეა, ქორწინების შემდეგ კი ელექტროენერგიის გადასახადი მოდის".
"საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა თავისი ძვირფასი დრო დამითმო" - ექსკლუზიური ინტერვიუ შერონ სტოუნთან
21:09 / 25-04-2017
2011 წლის 5 ივნისს მსოფლიო ვარსკვლავი შერონ სტოუნი თბილისში ფილმის - "აგვისტოს 5 დღე" პრემიერაზე ჩამოვიდა.
ანდრია გველესიანი „პრაიმ შოუზე“ გაბრაზებულია - "მოდი, ნუღარავინ ნუ მიმიწვევთ სტუმრის სტატუსით გადაცემაში, თუ ბოლოს მოგდებულ კითხვაზე პასუხსაც ამომიჭრით...“
14:56 / 24-04-2017
მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი გაბრაზებულია. როგორც მან აღნიშნა, ის სტუმრის სტატუსით მიიწვიეს გადაცემაში, რომელშიც განიხილავდნენ თემას პროექტზე, სადაც ის ფინალისტი იყო და შეკითხვები არ დაუსვეს.
ანა მარგველაშვილი სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა, როგორია პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმის სტილი
13:23 / 18-04-2017
თავისუფალი სულისკვეთების ადამიანია და სწორედ ეს მომწონს ანა მარგველაშვილში.
ეკო ფანგანის სილამაზის საიდუმლო - "ნარკოტიკივით დამოკიდებული ხდები, მეც, შეიძლება ითქვას, შემჯდარი ვიყავი..."
14:49 / 13-04-2017
ყველამ იცის, რომ სილამაზის საყოველთაო სტანდარტები არ არსებობს, მისი აღქმის უნარი კი ყველა ჩვენგანს განსხვავებული აქვს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი