თათა ჩხეიძის "კრიმინალური წარსული" და მართვის მოწმობა შიშველი ფოტოთი
თათა ჩხეიძის "კრიმინალური წარსული" და მართვის მოწმობა შიშველი ფოტოთი
საპატრულო პოლიცია ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ცდილობს, არ დამაჯარიმოს. სულ მეკითხებიან, რატომ გამოვიყურები ასე მართვის მოწმობის ფოტოზე.

რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "შუადღის" ეთერში იურისტმა თათა ჩხეიძემ, როგორც პროფესიონალმა მძღოლმა, ცხოვრებისეული გამოცდილების ექსკლუზიური დეტალები "პალიტრის" მსმენელს გაუზიარა.

თათა ჩხეიძის ავტოპორტრეტი:

პროფესიით სამართლის დოქტორი, პროფესორი, კითხულობს ლექციებს სტუდენტებისთვის შესავალი სამართალმცოდნეობიდან, კონსტიტუციური სამართალი, მედიასამართალი. უთავმოყვარეო პროფესიონალი მძღოლი, რომელიც ქალაქში "ოფროუდის" ცნობილი ნივით დადის (ამ ეტაპზე საკმაოდ შელახულ მდგომარეობაშია), არ მოსწონთ ქალებს, მაგრამ ამაყობენ მამრი მძღოლები.

მანქანის მართვის ინტერესი

"ოჯახს ემსახურებოდა მძღოლი ბატონი კოტე. მაშინ 12-13 წლის ვიყავი. ყოველდღიურად ბატონ კოტესთან მოძრაობა ჩემთვის იყო ერთგვარი ტრაგედია, იმიტომ, რომ კოტე იჯდა საჭესთან და მე გვერდით ან უკან. ვუყურებდი ხელებსა და ფეხებზე, რას აკეთებდა, როდის გადართავდა პირველში, მეორეში, თან ვეკითხებოდი, რატომ დააჭირე კონუსს ფეხი, რატომ გადართე?.. ის ვერ ხვდებოდა, რატომ მიანტერესებდა ეს ყველაფერი.

პირველი კრიმინალი - ჩინოვნიკის დამტვრეული "ტრიციტადინი"

ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარ დაბადების დღეზე, საღამოს, როდესაც მამა, ბიძა და სხვა სტუმრები კარგად იყვნენ შეზარხოშებულები, ჩემს პატარა დეიდაშვილებს ვთხოვე, ეზოში ჩამომყევით-მეთქი. კრიმინალი ჩავიდინე, გასაღები მოვიპარე და სტუმრად მოსული ჩინოვნიკის თეთრ "ტრიციტადინში" ჩავჯექი. "ზადნით" მომიწია წასვლა და ამ "ზადნიმ" გამოიწვია ის, რომ მეზობლის ჭიშკარს ავეკარი ამ სამთავრობო მანქანით.

ამას მოჰყვა ძალიან დიდი სკანდალი. პრობლემა იყო იმის დამტკიცება, რომ ეს ყველაფერი მე ჩავიდინე და წარმოიდგინეთ, მთავრობაში რა ამბავი ატყდა. რადგან ოქმში იწერებოდა, რატომ და როგორ დაზიანდა მანქანა. ამ ფაქტის გამო ძალიან სასტიკად დავისაჯე.

ჩუმად ნაყიდი მანქანა და 2-წლიანი დუმილი

1995-96 წლებია, როდესაც ძალიან ცოტა რადიოსადგური არსებობდა, მაგრამ ძალიან კარგი ხელფასები იყო. მე რადიოში ვმუშაობდი. ორი წლის ნაგროვები თანხით, 17 წლის ასაკში ვიყიდე და მამიდაშვილის სახელზე გავაფორმე "პერეხადაში" BMW.

მანქანა მყავდა ძალიან მოწესრიგებული და მოვლილი. დაახლოებით ორი წლის მანძილზე წარმოდგენა არ ჰქონდათ ოჯახის წევრებს და ნათესავებს, გარდა ჩემი მამიდაშვილისა, რომ მე მყავდა მანქანა. მანქანას სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, საქვაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჩერებდი. ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი სტუდენტობა. სტუდენტობაშიც პირველი გოგო ვიყავი, ვინც საკუთარი მანქანით დადიოდა.

მართვის მოწმობა "გაშიშვლებული" ფოტოთი

იმ პერიოდში მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო იყო მხოლოდ სურათის გადაღება. ფოტოს როცა ვიღებდი, მეცვა რაღაცნაირი მაისური, რომელიც კისერთან ცუდად ჩანდა. ფოტოგრაფმა მთხოვა, რომ მაისური ცოტათი შემესწორებინა.

იმდენად გადავიწიე დეკოლტე, რომ ფოტო რომ გადამიღეს, გამოვჩნდი აბსოლუტურად შიშველი. დღესაც ამართლებს ეს მოწმობა. მთელი საპატრულო პოლიცია ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ცდილობს, არ დამაჯარიმოს. სულ მეკითხებიან, რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაში მართვის მოწმობის ფოტოზე.

შეყვარება ანგარებით


მას შემდეგ, რაც "ტრიციტადინი" დავამსხვრიე, თუკი ვინმე შემყვარებია, მხოლოდ ანგარებით. ჩემს რჩეულს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა მანქანა. "06", "03", "01"-იც იყო ჩემი თაყვანისმცემლების კოლექციაში, საბოლოოდ კი უკეთესი მოდელის მანქანაზე ”გავთხოვდი” (იცინის).

რა ბედი ეწია "საიდუმლო" BMW-ს?

კახეთში საქეიფოდ მიმავალ ბიჭებს ვათხოვე ჩემი მანქანა. უკან დაბრუნებულებმა გასაღებიც კი არ ჩამომიტანეს. მითხრეს, რომ გვეგონა, მანქანა გორდებოდა და გადმოვხტითო, მანქანა კი ხევში გადააგდეს. თან მანიპულირებდნენ იმით, რომ მე ამაზე ვერაფერს ვეტყოდი, რადგან სახლში რომ მეთქვა, მანქანა დამიმტვრიესო, ეს ცალკე სკანდალი იქნებოდა. შესაბამისად, არც ამინაზღაურდა ეს ზარალი.

ოჯახის ნაჩუქარი მანქანა და ნაჯახით დამტვრეული მატერიალური სიკეთე

ოჯახმა მანქანით დამასაჩუქრა. ნახეს, რომ მართლაც კარგად ვატარებდი. გაფრთხილებული ვიყავი, რომ მანქანა უნდა მეტარებინა დღისით და საღამოს სახლში უნდა ვყოფილიყავი.

ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი მძღოლი ბატონი კოტე მივიდა მამაჩემთან და უთხრა, რომ თქვენი ქალიშვილი მცხეთის გზაზე მანქანაში სავსე გოგონებით 140 სიჩქარით მიჰქროდა და სადღაც სალობიესკენ გადაუხვიაო.

რა თქმა უნდა, მე არაფერი ვიცი. მოვდივარ სახლში, მამა შესვენებაზეა მოსული და მეუბნება, საყოფაცხოვრებო ნივთები სად გვაქვს, ნაჯახი გვჭირდებაო. მე ჩავყევი სარდაფში, ავიღე ნაჯახი, ამოვედით ისევ ეზოში… გაკვირვებული ვუყურებ… მამა მივიდა მანქანასთან და ერთი ხელის მოსმით ”კაპოტის” წინა მხარეს მთელი ძალით დაარტყა. მე ვიფიქრე, რომ მამა ფსიქიურად შეიშალა…იგივე ჩაიდინა კარებებზე. კარგად მიანჯღრ-მოანჯღრია მანქანა და მეუბნება: თათა, შვილო, მომისმინე და შეხედე, როგორ დაიკუჭა. რომ გავაგრძელო, კიდევ უფრო დაიკუჭება. ეს არის მატერიალური სიკეთე, მაგრამ შენ ჩემთვის მატერიალური სიკეთე არ ხარ. – ასე დამსაჯა მამამ. ამის შემდეგ დავრჩი უმანქანოდ 2 წლის მანძილზე და ამიტომაც იმ პერიოდში გავთხოვდი (იცინის).

რჩევები ახალბედა მძღოლებს:

მაგალითად: ქალს არ შეუძლია სწრაფი მანევრირება და რატომ? ფიქრობს და მერე აკეთებს. პირველ რიგში, უნდა ეცადო, სავარძელი ახლოს არ გქონდეს საჭესთან მიბჯენილი.

2. ექსტრემალურ სიტუაციაში არასდროს წაიკითხო ტვინში თეორია და მერე არ იმოქმედო. ამაში დიდი დრო დაგეხარჯება.

”ოფროუდის” ორგზის გამარჯვებული და წინასწარ გათვლილი პრიზი?!

მეგობარმა ბიჭებმა მასწავლეს დიაგონალებზე მანქანის მართვა. როდესაც ”ოფროუდის” კლუბი შეიქმნა, მითხრეს, თუ შეგიძლია მიიღო მონაწილეობაო. მე დავთანხმდი. ორი გამარჯვება მაქვს, მაგრამ ერთი არ ჩამითვალეს. იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შეურაცხყვეს საკუთარი პროფესია. 49 მამაკაცს ქალმა რომ მოგვიგო, ეს რომ ეთერში გამოვაცხადოთ, სირცხვილი იქნებაო და დისკვალიფიკაციაზე წავედი.

მეორე წელს შეჯიბრი იგივე შედეგით დასრულდა და დამაჯილდოვეს პრიზით, რომელმაც დიდი გაკვირვება გამოიწვია.

პრიზი იყო ლაზერული ეპილაციის ვაუჩერი. საინტერესოა, მამაკაცს რომ გაემარჯვა, როგორ გამოიყენებდა ამ პრიზს?! ამის შემდეგ შეჯიბრში მონაწილეობა არ მიმიღია. ალბათ, ინტერესი დავკარგე.

იხილეთ ვიდეო: "შუადღე" - თემა: ქალი მძღოლები


მოამზადა ნანა ჩხაიძემ
კომენტარები (16)
პოლიგლოტი
თათას განდიდების მანია ნელ-ნელა გაურთულდა აშკარად. ალბათ შემდეგ ეგეთ სტატიაში უკვე 3 ან სულაც 4 ოფროუდ შეჯიბრის გამარჯვებული აღმოჩნდება და თანაც ეპილაციის ვაუჩერით კი არა ვიბრატორით დააჯილდოვებენ.
ოფფროად შეჯიბრის ერთ ერთი ორგანიზატორი
თათა ძვირფასო და დისკვალიფიკაცია რომ შენი უყურადღებობიდან გამომდინარეობდა დაგავიწყდა? ის რომ წინა შეჯიბრის სასტარტო ნომრით ასპარეზობა აგიგრძალეთ,შენ მაინც არ მოხსენი ძველი ნომერი,იმიტომ რომ 106 ნომერი გქონდა, რადიო 106 ის პონტში... კაი მაგას თავი დავანებოთ და ლაზერული ეპილაციის ვაუჩერი სად დაგესიზმრა? დამიჯერე მაგას თუ გაჩუქებდით პირველრიგში შეურაწყოფად მიიღებდი და არა საჩუქრად!!! პ.ს. შენ არ ხარ პირველი ოფროადერი ქალი. შენამდე მოუგიათ და საპრიზო პედესტალზეც ასულან(სახელსდაგვარს არ დავასახელებ)და ეხლაც აგრძელებენ ასპარეზობას და საკმაოდ წარმატებით,შენგან განსხვავებით
ნათია
ყველაზე უსამართლო ლექტორი ვინც კი მინახავს. ცინიკოსი ადამიანი, რომელმაც გამოცდაში ერთ სტუდენტს, რომელიმაც დამოუკიდებლად დაწერა გამოცდა 19 ქულა დაუწერა, ხოლო ორ სტუდენტს, რომლებმაც იმ პირველი სტუდენტისგან გადაიწერეს 20 ქულა. რა აქვს თავში ავარდნილი ვერ ვხვდები....
მაიას :*
მაია თითაობას მორჩი!!! ხო ხედავ სულ გამოგა...ვა :)
ლ ი კ ა
მაია შენ იმ წლებში ღამე როგორ გეძინა საერთოდ თუ ესე განიცდი თურმე გლობალურ გაჭირვებას!!! ეს ხალხი როგორ აფრენს უსაქმურობისგან დაბოღმილები რეებს წერენ ფუუუ რააა...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა სკანდალი ''გაუგორა'' თიკო სადუნიშვილს გოგოლა კალანდაძემ და რატომ აღარ არის ''ნანუკას შოუს'' თანამშრომელი
13:27 / 23-04-2014
გოგოლა კალანდაძე პროექტ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობს. მას პარტნიორობას ნოდიკო ტატიშვილი უწევს. როგორც რამდენიმე კვირის წინ "რეიტინგთან" ინტერვიუში აღნიშნა, პროექტში მონაწილეობას იმიტომ დათანხმდა, რომ რეჟისორებს გახსენებოდათ.
"მაგარი კაცია... ძალიან მაგარ ფორმაშია. "ატჟიმანიებიც" გააკეთა და პრესიც" - რას ყვებიან ჯარისკაცები ირაკლი ალასანიაზე?
15:56 / 19-04-2014
"ფეხბურთის თამაში ცოტათი დადგმულს ჰგავდა, - ბურთს თუ მიიღებდა, ტაშს უკრავდნენ; თუ დაკარგავდა, მაშინაც"
"მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე, ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი"
00:30 / 19-04-2014
ცოტა ხნის წინა "ტვ11"-ის ეთერში, გადაცემა "ჩაის თემაში" მსახიობი დუტა სხირტლაძე იყო მიწვეული, სადაც მის გამოსვლას - "ქართველობას გვართმევენ" საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ჩვენ დავუკავშირდით დუტას და კომენტარი ვთხოვეთ:
რა კომენტარს აკეთებენ თამთა გოდუაძე და ვიცე-მისტერ ვალენტინი ერთმანეთის მიმართ გამოხატულ აშკარა სიმპათიებზე? (+ თამთას სექსუალური კლიპი)
11:32 / 15-04-2014
გუშინ "რუსთავი 2"-ზე "X ფაქტორმა" სტარტი აიღო. მუსიკალური პროექტის ჟიური, წამყვანები, სტაფი და 40 მონაწილე, რომლებიც ჟიურის წევრებმა უკვე მეორე ტურში გადაიყვანეს, "მაგთი კლუბში" შეიკრიბნენ და პირველ გადაცემას ერთად უყურეს.
რატომ ეშინოდა გიორგი გაბუნიასი სალომე ტეტიაშვილს
11:20 / 12-04-2014
სალომე ტეტიაშვილს სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს. მის მიერ სუფრასთან ნამღერმა რამდენიმე ქართულმა სიმღერამ ინტერნეტმომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.
რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა იქორწინა ირინა შეიკის ორეულზე
13:31 / 11-04-2014
მირანდა (მიმი) შელია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მიმი ძალიან ჰგავს ირინა შეიკს.
რაზე ეტირება "X-ფაქტორის" ექსტრავაგანტურ ჟიურის, თამთა გოდუაძეს
11:54 / 10-04-2014
ორშაბათიდან ”რუსთავი 2”-ის ეთერში მუსიკალური პროექტი ”იქს ფაქტორი” იწყება. კონკურსანტების შეფასება, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, პროექტის მესვეურებმა საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს, თამთა გოდუაძესაც მიანდეს.
რა ვითარებაში მოკლეს თინა მახარაძის მამა
11:01 / 10-04-2014
მსახიობ თინა მახარაძის აქტუალურობამ ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია პიკს, სანამ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდებოდა.
როგორი ქორწილის გადახდა ჰქონდა დაგეგმილი გიგი გაჩეჩილაძეს
11:29 / 08-04-2014
სამეჯლისო ცეკვების დიდოსტატი გიგი გაჩეჩილაძე ინტერვიუს ჩაწერის დროს საოცრად გულწრფელი იყო.
რობი კუხიანიძე: ”სექსს უნდა გაუფრთხილდეთ, რომ არ "გაგიბოზდეთ" გრძნობა”
11:00 / 06-04-2014
ხელოვანების აზრი სხვადასხვა საკითხზე - რობი კუხიანიძე
არქივის კალენდარი