ახალგაზრდა თურქი მსახიობი სერენაი სარიკაი სერიალ "ტიტების დროში" ისეთ პერსონაჟს ასახიერებს, ქართველი ქალების 80 პროცენტის წყევლას იმსახურებს.
ვინც ამ სერიალს ადევნებს თვალს, ალბათ, ისიც აინტერესებს, როგორია რეალურ ცხოვრებაში იეშიმის როლის შემსრულებელი.
სერენაი თურქეთში ცნობილი მოდელი და მსახიობია. იგი ანტალიაში 1991 წლის 1 ივლისს დაიბადა და ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც მომავალი მსახიობი მხოლოდ 6 წლის იყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სერენაი საზღვარგარეთ გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ მისი ეს ოცნება განუხორციელებელი დარჩა.
სარიკაის არაერთ სამოდელო ჩვენებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და იგი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება.
პოდიუმზე 10 წუთში მას იმდენ ფულს უხდიდნენ, რამდენსაც დანარჩენ მოდელებს თვეების განმავლობაში.
მსახიობს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავისი ოცნებების ასრულებას ნებისმიერ ფასად ასრულებს. თავდაპირველად, ამ დევიზს ცეკვასა და სპორტში იყენებდა, მოგვიანებით კი სამსახიობო კარიერის შექმნაში დაეხმარა.
მსახიობს სერიალში 2006 წლიდან იღებენ. დღესდღეობით კი მისი ფოტოებით აჭრელებულია თურქული ბეჭდური გამოცემები, მას ხშირად იღებენ რეკლამებსა და ფოტოსესიებში. ამას გარდა, მსახიობი თურქეთის ერთ-ერთ ლამაზ მსახიობთა სიაშია.
სერენაი ნაკლებად წარმატებულია პირად ცხოვრებაში. გასულ წელს მას სკანდალური რომანი ჰქონდა ასევე მსახიობ ტოლგახან საიშმანთან. პაპარაცები მათ ცხოვრებას უმწარებდნენ. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
როგორც ჩანს, თავშეკავებულობით სერენაი არც რეალურ ცხოვრებაში გამოირჩევა. თურქულ პრესაში დაიბეჭდა პაპარაცული ფოტოები, სადაც მსახიობი კაფეში ფეხშიშველი მივიდა და თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა.