დათო ტურაშვილი – "არ მაინტერესებს მოდა... ვკარგავ ნარკომან მეგობრებს" - Marao

დათო ტურაშვილი – "არ მაინტერესებს მოდა... ვკარგავ ნარკომან მეგობრებს"

2013-09-12 16:16:04+04:00

მოძრაობა და მოგზაურობა - ფიზიკური და მეტაფიზიკური გაგებით... სიცოცხლისა და განვითარების დაუოკებელი წყურვილი და "ჯინსების თაობა..." - ეს ჩემი ის ასოციაციებია, რომლებიც ყოველთვის მას, ჩემს შემდეგ რესპონდენტს უკავშირდება...

...ავტოპორტრეტის მორიგი "მხატვარია" დავით ტურაშვილი...

ვიწყებ - კოცნით...

ვეძებ - ადამიანებს

ვგრძნობ - ინტუიციით

ვდარდობ - ხშირად

ვემალები - ქეთი დოლიძეს

ვიცი - ფეხბურთის თამაში

მჭამს - სევდა...

არ მაინტერესებს - მოდა

ვკარგავ - ნარკომან მეგობრებს

მიკვირს - გულგრილი ადამიანების

მახსოვს - თითქმის ყველაფერი

უარვყოფ - შურს და სიძულვილს

ვინახავ - მხოლოდ მოგონებებს

ვივიწყებ - ადამიანების ცუდ მოქცევას ჩემ მიმართ

ვმალავ - საკუთარ დარდებს

შემიძლია - ვიკითხო უსასრულოდ

ვნანობ - თითქმის ყველაფერს

მეშინია - თითქმის ყველაფრის, სიკვდილის გარდა

ვტირი - უკვე იშვიათად

ვემტერები - საკუთარ თავს

ვპატიობ - სხვებს

ვიცინი - ხშირად

ვნატრობ - დროს და ბავშვობას

მიხარია - სხვისი სიხარული

მაინტერესებს - ყველაფერი, მოდის გარდა

მრცხვენია - ყველა ჩემი შეცდომის

ვერიდები - კონფლიქტებს

ვუხეშობ - ძალიან იშვიათად

ვუსმენ - ტომ ვეიტს, ჯოპლინს, მოცარტს, პლანტს, ჯაგერს, ბიორკს, "რედიოჰედს"...

ვხარჯავ – თანხას (რაც მაქვს ხოლმე) ბოლომდე

მძულს - გულგრილობა და უსამართლობა

მსიამოვნებს - კარგი საფერავი

მენატრება - ბავშვობის უდარდელობა

ვკამათობ - სამწუხაროდ, ხშირად

მიყვარს - თავისუფლება

ვოცნებობ - თავისუფლებაზე

ვალამაზებ - ...

დავცინი - ყველაზე ხშირად საკუთარ თავს

ვიტყუები - მგონი, არასდროს

გირჩევთ - ...

თეკლა ლაზი

ჟურნალი ”და ქალი”

(გამოდის თვის დასაწყისში)