სამეჯლისო ცეკვების დიდოსტატი გიგი გაჩეჩილაძე ინტერვიუს ჩაწერის დროს საოცრად გულწრფელი იყო.
მან თამამად ილაპარაკა საკუთარ უარყოფით თვისებებზე და არც დადებითი დაუმალავს. ამბობს, რომ დიდი სიყვარული და საყვარელი ადამიანის ცხოვრების ბოლომდე ერთგულება შეუძლია.
- ამ ეტაპზე მარტო ვცხოვრობ. ისე კი, მყავს დედა, მამა, ერთი ძმა და ერთიც - და. ჩემი და, როგორც იცით, ამერიკაში ცხოვრობს და ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ. მყავს დიშვილი ლევანი. ხანდახან პროექტები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთი ვნახოთ.
- მარტო ცხოვრება რატომ გადაწყვიტე?
- ბავშვობიდან დამოუკიდებლობას მიმაჩვიეს. 11 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში მარტო წავედი. რაღაც პერიოდი დასთან ვცხოვრობდი, 13 წლისა კი ცალკე გადავედი. დიდი ხანია, მშობლებისთვის ფული არ მითხოვია. მანქანა, სახლი და ის ყველაფერი, რაც მჭირდება, საკუთარი შრომით მაქვს შეძენილი. მიყვარს, როცა წარმატებას დამოუკიდებლად ვაღწევ, არასოდეს არავის იმედად არ ვარ.
- და მაინც, მშობლებმა არ გააპროტესტეს, საცხოვრებლად ცალკე რომ გადახვედი?
- პირიქით, ეს ძალიან გაუხარდათ (იცინის).
- რატომ გაუხარდათ?
- იმიტომ, რომ სახლში აუტანელი ვარ. გამოვიკეტებოდი ხოლმე ჩემს ოთახში და გარეთ არ გავდიოდი.
- დეპრესიულიც ხომ არ ხარ?
- დეპრესიული არ ვარ. უბრალოდ, მარტო ყოფნა მიყვარს.
- ოთახში გამოკეტილი რას აკეთებ?
- ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, მეგობრებს ვეკონტაქტები და ა.შ. მთელი დღე სტუდიაში, უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და აქედან გამომდინარე, სახლში "სკუჩნად" ყოფნა მომწონს.
იხილეთ სრულად: ambebi.ge