"ფეხბურთის თამაში ცოტათი დადგმულს ჰგავდა, - ბურთს თუ მიიღებდა, ტაშს უკრავდნენ; თუ დაკარგავდა, მაშინაც"
"ისეთ გადასარევ კერძებს ყოველდღე რომ მივირთმევდეთ, რა გვიჭირს - ან კარტოფილია უმი, ან ლობიო"
"ახალაიას დროს შიში ჰქონდათ და უფრო ხარისხიანად აკეთებდნენ ყველაფერს"
"ამდენი წელია ჯარში ვარ, ჯარისკაცებთან ასე ახლო ურთიერთობაში შესული მინისტრი პირველად ვნახე... იმ ბიჭებმაც იგივე თქვეს, ვისაც ჯარში ყოფნის ჩემზე მეტი სტაჟი აქვს..." - გვითხრა ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა. რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრი ჯერ ქუთაისში არსებულ 33-ე ბატალიონს, იქიდან კი სენაკის II ქვეით ბრიგადას ესტუმრა.
ჯარისკაცებს მინისტრთან ურთიერთობით მიღებულ შთაბეჭდილებაზე ვესაუბრეთ. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს:
ირაკლი, 30 წლის, 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი:
- მინისტრი გვყავდა სტუმრად ამ დღეებში. მაგარი კაცია მართლა... ერთი დღე იყო ჩვენთან და ის დღე, ჩვეულებრივ, ჯართან ერთად გაატარა. "ფიზოზეც" მიიღო მონაწილეობა, ანუ ჩვენთან ერთად ივარჯიშა და ფეხბურთიც გვეთამაშა.
- როგორ ფორმაშია?..
- ძალიან მაგარ ფორმაშია. "ატჟიმანიებიც" გააკეთა და პრესიც. კარგად ირბინა კიდეც. გაოფლილი კი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, "დიხანია" ეყო... ძალიან გახსნილი და უბრალო ჩანდა. ძალიან მალე დაიმახსოვრა ჩვენი სახელები და საკმაოდ კარგად თამაშობს...
ეტყობა, რომ მხოლოდ კაბინეტში არ ათენ-აღამებს... წინა მინისტრებისგან ჯარისკაცებთან მსგავსი ურთიერთობა არავის ახსოვს. ახალაია რომ მოდიოდა, მაშინ სენაკში ვმსახურობდი და ყაზარმიდან გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge